ჯულიან ასანჯის სასიყვარულო წერილები
2011-03-04, 6:33 PM

საიტ WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჯი საკუთარ პროვოკაციას ემსხვერპლა. ქსელში მსოფლიო დიპლომატთა საიდუმლო კორესპონდენციების მსგავსად, მისი სასიყვარულო მიმოწერის ფრაგმენტებიც გამოქვეყნდა. წერილიდან ამონარიდები საიტმა Gawker-მა გაავრცელა.

 

ელექტრონული წერილებიდან, რომლებსაც 2004 წელს ასანჯი მელბურნში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის 19 წლის სტუდენტს უგზავნიდა, ირკვევა, რომ ავსტრალიელი ასანჯი გოგონას  უთვალთვალებდა. ეს WikiLeaks-ის დაფუძნებამდე ორი წლით ადრე ხდებოდა.

 

ასანჯი, რომელიც მაშინ 33 წლის იყო, გოგონას მელბურნის გარეუბანში მდებარე კაფეში 2004 წლის აპრილში შეხვდა. გოგონას ასაკოვანი, ქერა მამაკაცის გაცნობაზე უარი არ უთქვამს, რადგან ის განსხვავებული იყო. "ის წყნარი და მოწყენილი ჩანდა. სექსუალურად არ მომჩვენებია, მაგრამ მასში 19 წლის გოგონასთვის რაღაც მიმზიდველი აღმოჩნდა", - განაცხადა სტუდენტმა გოგონამ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

 

ასანჯმა გოგონა სახლამდე მიაცილა, სადაც ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და მოულოდნელად აკოცა. ელიზაბედმა აღნიშნა, რომ "ამას არ გაუნაწყნებია. მის საქციელში საშინელი არაფერი იყო". ჯულიანმა და ელისაბედმა ერთმანეთს ელექტრონული მისამართები გაუცვალეს. ცოტა ხანში გოგონამ პაემანზე მიწვევა მიიღო. მას არ ახსოვს ზუსტად რა უპასუხა, მაგრამ ახსოვს, რომ პაემანზე წასვლა არ უნდოდა, რადგან ჯულიანმა იგი ვერ მონუსხა.

 

მომდევნო დღეს ჯულიანმა მას შინ დაურეკა, თუმცა სახლის ტელეფონის ნომერი გოგონას მისთვის არ მიუცია. გოგონამ ჯულიანს ჰკითხა, როგორ გაიგო მისი ნომერი და ძალიან გაბრაზდა, როდესაც ჯულიანმა არაფერი უპასუხა. ამის გამო გოგონა გულგრილი გახდა, ჯულიანმა კი მას კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა, რომელშიც გულგრილობას საყვედურობდა. რამდენიმე დღის შემდეგ ჯულიანმა ისევ დარეკა. ელისაბედმა კი თავი სხვად გაასაღა. ჯულიანს მოეჩვენა, რომ გოგონა მას ეარშიყებოდა.

 

ასანჯს კიდევ რამდენიმე წერილიც ვერ დაეხმარა საპასუხო ყურადღების მიღებაში, ამის შემდეგ მან გადაწყვიტა ისე მოქცეულიყო, რომ გოგონას თავად დაერეკა მასთან. მან ელისაბედის ავტომობილის მოდელის და ნომრისგან კოდირებული თავსატეხი შექმნა. ამ თავსატეხის ამოცნობის შედეგად, გოგონა მის ტელეფონის ნომერს გაიგებდა. ელისაბედს თავსატეხი არც კი ამოუხსნია. ცოტა ხანში კი ასანჯის შინ დარეკვა აუკრძალა. ბოლოს გოგონა ასანჯის წერილებსაც აღარც პასუხობდა. "ის ცუდი ადამიანი არ არის. უბრალოდ, სასაცილო ტიპია", - აღნიშნა სტუდენტმა.

 

ქალებთან ურთიერთობაში ასანჯმა წარმატებას ვერც მოგვიანებით მიაღწია. შვედეთში მას სექსუალური ძალადობაში ადანაშაულებენ. ავსტრალიაში WikiLeaks-ის დამფუძნებელს 20 წლის ვაჟი ჰყავს, თუმცა დაქორწინებული არასდროს ყოფილა. ასანჯის შვილის დედის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1023 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]