ჯალალედინი
2011-03-12, 7:21 PM



ჯალალ ად-დინ მანგუბერდი (სპარს. جلال الدین منگبرنی Jalāl al-Dīn Menguberdī ან მანკბურნი) — ხვარაზმთა იმპერიის ბოლო მმართველი. 1220 წელს ჩინგიზ ყაენის მიერ მამამისი ალა ად-დინ მუჰამედ II-ის დამარცხების შემდეგ ტახტზე ჯალალედინი ავიდა, თუმცა შაჰის ტიტული უარყო და თავს სულთანს უწოდებს. მონღოლთა შემოსევისა და სამარყანდის დარბევის შემდეგ, იძულებული გახდა ინდოეთში გაქცეულიყო 5 ათას კაციანი ამალით. მაგრამ მდინარე ინდთან მას მონღოლები დაეწივნენ და ამალა დაუხოცეს.

ჯალალედინმა თავის დაღწევა მოახერხა და სამი წელი ინდოეთში გაატარა, სანამ სპარსეთში დაბრუნდებოდა. აქ ის საკუთარ არმიას უყრის თავს და იმპერიას იბრუნებს. ჯალალედინი ძალაუფლების კონსოლიდაციას მაინც ვერ ახერხებს და ცხოვრების დანარჩენი ნაწილი მონღოლთა, ტახტის პრეტენდენტთა და თურქ სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლებში ატარებს.

საბოლოოდ ის ძალაუფლებას სპარსეთში მონღოლებს უთმობს ალბორზის მთების ბრძოლაში და კავკასიაში გარბის, მანამდე ის ქალაქ თავრიზს, ხოლო კავკასიაში თბილისს იღებს 1226 წელს.[1] ის მცირე ხნით თურქ-სელჩუკებს ამარცხებს და ქალაქ ხლათს იღებს, თუმცა მოგვიანებით სულთანმა ქაიყუბად I-მა დაამარცხა იასი ჩემენის ბრძოლაში 1230 წელს. 1231 წელს იგი სელჩუკების მიერ დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა.

ჯალალედინის მიმდევრები მისი ერთგული დარჩნენ და სელჩუკთა მიწებს არბევდნენ ჯაზირასა და სირიაში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. აიუბიდის სულთანმა სალი აიუბმა მოგვიანებით ისინი დაიქირავა საკუთარი ბიძის, სალიჰ ისმაილის მოსაკლავად და მათ 1244 წელს იერუსალიმი აიღეს. „ხვარეზმელები", როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებდნენ, ეგვიპტის მამლუქებად მსახურობდნენ შემდგომში, სანამ ისინი საბოლოოდ მანსურ იბრაჰიმმა არ გაანადგურა.

1226 წელს, როცა ჯალალედინმა აიღო თბილისი, მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა. საკუთარი რწმენა ანუ მართლმადიდებლობა ერდროულად 100 000-მა ქართველმა დაიცვა. მათ თავი გასწირეს და არ გაიარეს ხიდზე გაწყობილ ხატებზე. ვინც არ გაივლიდა, მას თავს კვეთდნენ. დედებს ბავშვებს უკლავდნენ, ჩვილებს ქვებზე უნარცხებდნენ, მაგრამ იმ დღეს არც ერთმა ქართველმა არ შეირცხვინა თავი და ხატებზე არ გაიარა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის 100 000 უდიდესი გმირი წმინდანად შერაცხა.







13 ნოემბერს მართმადებელი ეკლესია წმინდა ასიათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს,რომლებმაც მეცამეტე საუკუნაში თავი მართმადიდებლობისთვის დადეს. ეს ისტორია 1226 წლის 9 მარტს იწყება. საქართველოში უფრო კონკრეტულად-თბილისში,როდესაც ჯალალედინი დედაქალაქს თავს სრულიად მოულოდნელად დაესხა. მანმადე ხვარაზმელთა სულთანს უკვე მოესწრო დვინისა და გარნისის აღება. კალა და ისანი თბილისის ძირითადი უბნები.დედაქალაქი კარგად იყო დაცული და მისი აღება დამბყრობლებისთვის პრობლემას წარმოადგენდა. მტერი ქალაქს ნარიყალის მხრიდამ მოადგა. თბილისში მცხოვრებმა სპარსელებმა,რომლებიც ნარიყალას მიდამოებში კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებულნი, მტერს განძის კარი გაუღეს. საქართველოს მეფე რუსუდანი ქუთაისში იყო. მემნა ჯაყელი ქალაქის მარჯვენა სანაპიროს იცავდა,ბოცო ჯაყელი მარცხენას. თუმცა ქართველები დამბყრობლებს მაინც ძალიან მოუმზადებლები შეხვდნენ. პატარა ქვეყნის დიდი ტრაგედია აქ არ დამთავრებულა. ჯალალედინის შურისძიება ქრისტიანებზე სრული და დაუნდობელი იყო. სულთანმა სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა და ზედ ტახტრევანი დადგმევინა. ხვარაზმელმა დამბყრობელმა ეს არიკმარა და ყველა ქრისტიანის გამაჰმადიანება გადაწყვიტა. სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები მოატანიანა,ხიდზე დაადებინა და ხალხს "პატიოსან ხატთა დათრგუნვა და სჯულის დატევება” უბრძანა. ასი ათასი ადამიანი შეეწუირა იმ დღეს სარწმუნოების დაცვას,ასი ათასი საქართველოში მცხოვრები შეუერთდა წმინდანთა დასს და ასი ათასი მფარველი შეემატა თბილისს. ხიდი,რომელიც ასი ათასი მოწამეს რწმენის უარყოფის გზით უნდა გაევლო, დღეს უკვე აღარ არსებობს. 1951 წელს აქ ახალი ხიდი ააგეს. მტკვარზე კაშხლის აშენებამ მეტეხის კლიდის რვა მეტრიც დაფარა, მაგრამ როდესაც წყლის დონე კლებულობს აქ ძველი ხიდის აგურით ნაშენი ბურჯები ჩანს. ძველი გადასასვლელი ქართველებს ზუსტად მტკვრის ყველაზე ვიწრო ადგილას აეგოთ. მტრის შემოსევებისას ხის ხიდს მდინარეში უშვებდნენ. კლდოვანი ნაპირი დამბყრობლებისთვის ასევე ძალიან მოუხერხებელი იყო. ამ გადასასვლელს სტრატეგიულთან ერთად დიდი სულიერი მნიშვნელობაც ჰქონდა. ძველი ხიდის თავში,სადაც ასიათასი მოწამე აწამეს,ახლა ტაძარი შენდება. პატარა ეკლესია საბოლოო სახეს ერთ წელში მიიღებს. ყოველ 13 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით მეტეხის ხიდზე უამრავი მორწმუნე იკრიბება. წელს ეს დღესასწაული განსაკუთრებით მაშტაბურ ხასითს მიიღებს. თბილისის მაშტაბით მსვლელობა 1 საათზე ქალაქის ექვსი წერტილიდან- ვაკის პარკიდან,სპორტის სასახლიდან,დიდუბის პანთეონიდან,მეტრო ისნიდან და სასტუმრო რედისონიდან,ყოფილი ივერიიდან, ერთდროულად დაიწყება. მომლოცველების პირველი გაერთიანება გმირთა მოედანზე მოხდება,სადაც ვაკის პარკის ნაკადს,სპორტის სახახლიდან და დიდუბის პანთეონიდან წამოსული მრევლი შეერთდება. შეერთებული ნაკადი ელბაქიძის აღმართის ავლით სასტუმრო რედისონთან მყოფ მომლოცველებისკენ გამოემართება. მომლოცველები რუსთაველისა და თავისუფლების გავლით ბარათაშვილის ხიდისკენ წამოვა,სადაც მათ დანარჩენი წარტილებიდან წამოსული მრევლი დახვდებათ. გაერთიანებული მრევლი მეტეხის ხიდისკენ გამოემართება. დღეს თბილისის მერიაში ასი ათასი მოწამის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. დღესასწაულის მოწყობაში სხვადასხვა საქალაქო სამსახურები ჩაებმებიან. შეხვედრას ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანეც ესწრებოდა. ჟამთააღმწერლები ამბობდნენ, რომ როდესაც ასი ათასი მოწამე აწამეს,მტკვარი რემდენიმე დღე სისხლისფერი მოდიოდა,ხვალ კი ეს მდინარე ყვევილებით აივსება.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 3514 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]