მთავარი » ფაილები » საინტერესო

ინსტრუქციები ფლირტისათვის
2011-03-04, 6:18 PM



პირველი ნაბიჯი – თქვენი არ არის. მთავარია – მამაკაცს აგრძნობინოთ, რომ გაინტერესებთ. ეს საკმარისი იქნება. ჩახედეთ თვალებში. ან, მხოლოდ წამით დაიჭირეთ მისი მზერა!.. ეს მოქმედებს! თუ მზერა უკან დაგიბრუნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენც საინტერესო ხართ. თუ საპასუხო მზერას ვერ ეღირსეთ, არაფერია. ალბათ მოერიდა. მნიშვნელოვანია საუბარში ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. ეს ყველაზე ადვილი თანამოსაუბრის მზერის დაჭერითაა. ფლირტის წესებში ისეთი მნიშვნელოვანი რამეც არსებობს, როგორიცაა მანძილი ფლირტის მონაწილეებს შორის. პირველი ნაცნობობისას მანძილი 1,2 მეტრი უნდა იყოსო, ფსიქოლოგები ამ მანძილს "სოციალური ზონის საზღვრას უწოდებენ” და აღნიშნავენ, რომ დადებითი გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ "პერსონალურ ზონაში (40-50 სმ) შესვლაც” შეგიძლია. ხოლო, "ინტიმური ზონა” ახლო ურთიერთობისთვისაა. და ამ ზონაში შევარდნა არ ღირს. არასწორად გაგიგებენ და უკმაყოფილებას ჟესტებით გამოხატავენ. ჟესტები უამრავ რამეზე მეტყველებენ! მაგალითად, თუ მამაკაცი, ღიმილით, მკერდთან ხელებს აჯვარედინებს ან ხელს ნიკაპზე და კისერზე იდებს და თავს აყრდნობს, ის არ ეთანხმება თქვენს ნათქვამს. ამას "ინფორმაციის არავერბალური გადინება” ჰქვია. თქვენსა და თანამოსაუბრეს შორის ჰარმონიის შექმნა მისი მოძრაობების ფრთხილი განმეორებით შეიძლება. თუ გულითადი საუბრის დროს ის თქვენკენ გადმოიხარა, თქვენც ასევე მოიქეცით. არასდროს გააწყვეტინოთ სიტყვა მოსაუბრეს!! ნუ ეცდებით, მასზე მეტი ილაპარაკოთ ან ისმინოთ. გააწონასწორეთ საუბარი. კითხვების დასმა არ დაგეზაროთ, ამით საუბრის მიმართ თქვენს ინტერესს გაუსვამთ ხაზს. და არც მოკლე და სასიამოვნო კომპლიმენტები დაგავიწყდეთ! მამაკაცებს მათი მოსმენა ძალიან უყვართ! საუბრისთვის – ფლირტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია "ორმხრივი გახსნა”. მაგალითად, თქვენ რამეს უამბობთ საკუთარ თავზე. ისიც იმავეს აკეთებს, თან ამატებს "პირადი არქივიდან” რაღაც ფაქტებს. მაგრამ, დაიმახსოვრეთ, არანაირი ფლირტი წარმატებულად არ ჩაითვლება, თუ მას იუმორი არ ურევია. იხუმრეთ, გაიღიმეთ – ეს ხალისიანი თამაშია! ჰო, ჩვეულებრივ, ფლირტი – მხოლოდ გართობაა. ხოლო მის გასაგრძელებლად თანამოსაუბრის ტელეფონის ნომრის ჩაწერა ან უბრალოდ პაემნის დანიშვნაც კმარა…

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 110 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]