“გრაფინია” შემოდგომა
2011-05-24, 9:00 AM

შემოდგომას გრაფინიას ხასიათი აქვს – ცვალებადი, კეკლუცი და მუდმივად მიმზიდველი… არ აქვს მნიშვნელობა მზე ანათებს მის სახეზე თუ წვიმა უსველებს თვალებს, გრაფინია "შემოდგომა” თავისი შრიალა იდუმალებით ყოველთვის ახერხებს მისი "პიროვნებისადმი” თქვენი ყურადღების განსაკუთრებულად მიპყრობას. ხასიათის მიხედვით იცვლის ფერადოვან სამოსს და მზადაა უხვად გაგიმასპინძლდეთ თავის "საგრაფოში” მოწეული ტკბილი ხილით… გრაფინია მდიდარი ბუნებისაა, მოტკბო–მოგრილო  სურნელს იპკურებს ყოველ დილას და თბილად მოშრიალე საუბრით თავბრუს ახვევს მის საგრაფოში მოხეტიალეებს… მოგინდათ, მასთან მიახლოება და მომნუსხველი შეხვედრა? მაშინ ვესტუმროთ…

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1173 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]