მთავარი » ფაილები » საინტერესო

გამონათქვამები – ოსკარ უაილდი
2011-04-09, 0:09 AM
სრული სახელი და გვარი: ოსკარ ფინგალ ო`ფლაერტი უილს უაილდი
ეროვნება: ირლანდიელი
დაბადების თარიღი: 16 ოქტომბერი, 1854 წელი
გარდაცვალების თარიღი: 30 ნოემბერი, 1900 წელი

XIX საუკუნის ერთი-ერთი ყველაზე გამოჩენილი მწერალი, პოეტი, დრამატურგი. იგი რატომღაც თავისი დროების წინააღმდეგ გამოდიოდა და ცხოვრებაში ყოველთვის აქილიკებდა ყოველგვარ ოფიციალურს… მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "დორიან გრეის პორტრეტი” გახლავთ, რომელიც დღემდე პოპულარულია ყველა ასაკის მკითველისთვის… ოსკარ უაილდის სრულ ბიოგრაფიასა და შემოქმედებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
კაცი იქამდე იქნება ქალთან ბედნიერი სანამ არ ეყვარება ის.
მტრების არჩევაში კაცს სიფრთხილე არ ძალუძს.
კაცი რომელიც თავის თავზე არ ფიქრობს, საერთოდაც არც არაფერზე ფიქრობს.
კაცის სახე არ არის მისი ბიოგრაფია, ხოლო ქალის სახე კი გამოგონილი და შეთხზულია.
ავტორს შეუძლია გადაარჩინოს და გამოასწოროს ყველაფერი, მაგრამ რაც შეეხება ბეჭვდვით შეცდომას…
ნამდვილი მეგობარი მოულოდნელად გაყენებს ზიანს.
ხელოვნებაში მუშაობა, უნიკალური შედეგია უნიკალური ტემპერამენტისა.
ხელოვნება ცოტათი უსარგებლოცაა.
ქალები დედებს ემსგავსებიან. ეს მათთვის ტრაგედიაა. ამას კი კაცი არ აკეთებს. ის არის ის, ვინც ის არის.
ყოველთვის აპატიე მტრებს – აი ეს გაანადგურებთ მათ ყველაზე უფრო.
არაჩვეულებრივი კაცი; მას არ ყავს მტრები და არავის არ სურს მასთან მეგობრობა.
ყველას შეუძლია ბედნიერად ცხოვრება სოფელში. იქ არ არის "ცდუნებები”.
არგუმენტები ექსტრემალურად ვულგარულია, კარგ საზოგადოებაში ყველას ერთი და იგივე პოზიცია აქვს…
ქველმოქმედება ბრბოს ცოდვებს იწვევს.
საუბარი ამინდზე, ეს წარმოსახვის უნარს მოკლებულის საბოლოო თავშესაფარია.
სიკვდილი და ვულგარულობა, ეს არის ორი ფაქტი XIX საუკუნეში, აქედან კი ერთ-ერთი ახსნა შეუძლებელია.
სხვების მოტყუება. ესაა ის რასაც მსოფლიო რომანტიკას ეძახის.
ყოველი პორტრეტი, რომლშიც გრძნობების მთელი კორიანტელია ეს არის მხატვრის პორტრეტი და არა იმისა ვისაც იგი ხატავს.
ყოველ წმინდანს აქვს წარსული, ხოლო ცოდვილებს კი მომავალი.
ყველაფერი პოპულარული "არა სწორია”.
გამოცდილება ერთადერთი რამაა, რომელსაც არაფრისგან ვერ მიიღებ.
მოდა მახინჯი და აუტანელია, მას ხომ ჩვენ ყოველ 6 თვეში ერთხელ ვცვლით.
მე იმდენად ახალგაზრდა არ ვარ, რომ ყველაფერი ვიცოდე.
მე იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ ხანდახან ჩემს სიტყვებსაც კი "ვერ ვხვდები”.
მე ჩემი გენიალურობა ჩემს ცხოვრებაში ჩავდე. ხოლო რაც შეეხება ჩემს ნიჭს, იგი ჩემივე ნაშრომებშია.
ილუზია "სიამოვნებებში” პირველია.
დღეს დღეობით მხოლოდ არასაჭირო ინფორმაციები ვრცელდება, ეს ძალიან ცუდია.
ცხოვრება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას სერიოზულად ვერ მოეკიდები.
მეხსიერება… ეს დღიურია, რომელიც ჩვენ სულ თან დაგვაქვს.
კაცი თავის თავზე ყოველთვის ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ მიეცით მას ნიღაბი და ის გეტყვით ყოველგვარ სიმართლეს.
კაცს უნდა, რომ ქალის პირველი სიყვარული იყოს – ქალს კი მისი სატრფოს ბოლო სიყვარულად დარჩენა სურს.
კაცი იმიტომ ოჯახდება, რომ დაიღალა – ქალი კი უბრალოდ ცნობისმოყვარეა; ორივე იტანჯება.
ხალხის უმეტესობა "სხვა ხალხია”. ისინი ფიქრობენ "სხვის აზრებს”, მათი ცხოვრება უბრალოდ იმიტაციაა, მათი ვნებები უბრალოდ "ციტატებია”.
არც ერთი კაცი არ არის ისეთი მდიდარი, რომ წარსულში დაბრუნება მოახერხოს.
არაფერია ისეთი დამამძიმებელი, როგორიც სიმშვიდე.
ვიღაცას ყოველთვის უყვარს. აი სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ იგი არასდროს დაოჯახდება.
პატრიოტიზმი ვირტუალური ბოროტებაა.
კითხვები არასდროს არაა "გაუფრთხილებელი”, აი პასუხები – კი…
წარმატება მეცნიერებაა; თუ შენ გაქვს პირობები, შენ აუცილებლად მიაღწევ რაღაცას.
კაცს, რომელსაც ძალუძს "ბატონობა” ლონდონურ სადილზე, მას მსოფლიოზეც შეუძლია იბატონოს.
პუბლიკა საოცრად ტოლერანტია. ის გპატიობს ყველაფერს გარდა გენიისა.
სამყაროს ნამდვილი საიდუმლო – ცხადია – და არა უხილავი.
სისულელეს გარდა არ არსებობს ცოდვა.
როდესაც კარგი ამერიკელები კვდებიან, ისინი პარიზს მიაშურებენ.
რატომ დავიბადე ესეთი თანამედროვე?


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 254 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]