გამონათქვამები #13
2011-10-19, 9:54 PM

1. "ცრუა ის ადამიანი, რომელსაც მოტყუება შეუძლია. ფარისეველია ის, ვინც მხოლოდ ბრიყვებს ატყუებს”
— ვოვენარგ

2. "სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს”
— წმ. ანტონი დიდ

3. სიტყვის თავისუფლების წართმევა ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც სულელები და ენაბლუნი, ცხვრის ფარასავით გავუყვებით სასაკლაოს გზას”
— ჯორჯ ვაშინგტონ

4. "არც უწიგნურობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა”
— ილია ჭავჭავაძე

5. ეეჰ, დედამიწავ! გაგისკდებოდა გული, რომ იცოდე, რა სევდას მგვრის, როცა შენს ბეჭებზე შავად ჩაცმულ ქართველ ქალს ვხედავ.”
— გოდერძი ჩოხელი

6. "ყველა აზრი, რომელსაც დიდი შედეგი მოჰყვება, ყოველთვის უბრალოა.”
— ტოლსტოი

7. "სიყვარული წარმოსახვის ბატონობაა გონებაზე.”
— კარლი

8. დააფასეთ სიცილი: რამდენიც არ უნდა იყოს ქვეყნად სიცილი, ის მეტი არასდროს იქნება.”
— სოკრატ

9. "ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია.”
— სენტ-ეგზიუპერი

10. "გახსოვდეთ, რომ მე უფრო მეტი მივიღე ალკოჰოლისგან, ვიდრე მან ჩემგან.”
— უინსტონ ჩერჩილი

11. განდგომა სინამდვილეში იმაში კი არ გამოიხატება,
რომ ყველაფერი ამქვეყნიური მოვიცილოთ, არამედ
იმაში, რომ ამქვეყნიურში ღვთაებრივი დავინახოთ”
— შრი სატია საი ბაბა

12. "ბუნებაში შეგვიძლია ვჭვრიტოთ შემოქმედის საქმეები და მათი საშუალებით მივიდეთ შემოქმედის შეცნობამდე.”
— ამპერი

13. "შემთხვევას ზედმეტ სახელად ქვია ,,განგება”.”
— ნაპლეონ

14. "სიყვარული ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ეს თვით ცხოვრების სუნთქვაა. ჩვენ პატარა ხეს დიდი სიყვარულით ვზრდით. როდესაც იგი იზრდება და ბოლოს და ბოლოს გამხმარ ხედ იქცევა, ყოველგვარი შეცოდების გარეშე ვჭრით მას. რა დიდი სიყვარულით ვუვლიდით პატარა ხეს! ვზრდიდით, სანამ მასში სიცოცხლე იყო. როდესაც იგი ხმელი და უსიცოცხლო გახდა, მისდამი ჩვენი სიყვარულიც დასრულდა. დედა ბავშვობიდან გვიყვარს, რომელმაც დაგვბადა და გაგვზარდა. მაგრამ როცა კვდება, მის სხეულს წვავენ და მასზე მიბმულობას არ განიცდიან. რა არის ის, რაც წინათ გვიყვარდა? ჩვენ ცოცხალი არსება გვიყვარდა. ამრიგად, სიყვარული და სიცოცხლე ურთიერთდაკავშირებულია.”
— შრი სატია საი ბაბა

15. "ბევრი ადამიანი ძეხვას ჰგავს,რითაც გასტენავ,იმის მქონებელია.”
— კუზმა პროტუკოვი

კაცი, რომელიც დილით კოცნის მეუღლეს 5 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობს, ვიდრე ის ვინც არ კოცნის

1)რობი უილიამსი სკოლაში ცნობილი იყო როგორც "ადამიანი ვინც წარმატებას ვერ მიაღწევს”

2)”ბიზნეს კურიერი” პირველი ბიზნეს გადაცემაა ქართულ ტელესივრცეში, რომელიც ქართულ ბიზნესს აშუქებს

3)წელიწადში ადამიანი დაახლოებით 1140 სატელეფონო ზარს ახორციელებს

4)მერი სტიუარტი გახდა შოტლანდიის დედოფალი, როდესაც ის მხოლოდ 6 დღის იყო

5)თხუნელას შეუძლია ერთ ღამეში 95 მეტრიანი ტუნელის გათხრა

6)ვაშლი წყლის ზედაპირზე ტივტივებს, რადგან მისი შემადგენლობის 25% ჰაერია

7)ალ კაპონეს სავიზიტო ბარათზე ეწერა, რომ ის მეორადი ავეჯის გამყიდველი იყო

8)ერთადერთი მეფე ულვაშის გარეშე ბანქოს დასტაში გულის მეფეა

9)ამერიკაში დაახლოებით 52.6 მილიონი ძაღლია

10)კატას 30 უცვლელი კბილი აქვს

11)მსოფლიოში უფრო მეტი ქათამი არსებობს, ვიდრე ადამიანი

12)არავინ იცის მოცარტი სად არის დაკრძალული

13)პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და "Playboy”-ის დამაარსებელი ჰიუ ჰეფნერი ბიძაშვილები არიან

 

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1944 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]