გამონათქვამები
2011-04-07, 6:52 PM


1.ბერნე- დაავადება ათასგვარი არსებობს, ჯანმრთელობა კი -ერთი.

2.ფენელონი- კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას.

3.შექსპირი- სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.

4.დუსოლი- თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები.

5.შილერი- ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.

6.სენტ- ეგზიუპერი-გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.

7.ბიუფონი- არაფერი არ არის ისე გადამდები, როგორც შეცდომა, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი სახელი.

8.პასკალი- რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში.

9.ციცერონი- ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს, სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს.

10.ჰელვეციუსი- რომ გაგიკვირდეს ერთი წუთიც კმარ; რომ გასაკვირველი საქმე გააკეთო-მრავალი წელია საჭირო.

11.შექსპირი- მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში

12.ნაპლეონი- შემთხვევას ზედმეტ სახელად ქვია ,,განგება”.

13.კარლეილი- ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა ადამიანი თავის თავს სრულად უცდომელად მიიჩნევს.

14.სერვანტესი- მრავალსიტყვაობა ყოველთვის უსიამოვნების მომგვრელია.

15.ნიცშე- კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.

16.რუსო- ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა.

17.,ვისრამიანი”- უმეცარი მოყვარე მოსისხლესა უარეაო.

18.ებნერ-ე შენბახი-გეშინოდეს კაცისა, რომელიც თავისი სათნოებით ტრაბახობს.

19.გაიბელი- ჭაღარა თავს სწავლა ეძნელება.

20.სენტ- ეკზიუპერი-ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია.

21.ჩინელი ფილოსოფოსი- გზა მიზანია და მიზანი გზაა

22.ფროიდი- ადამიანი, რომელმაც პირველად შეძლო შუბის მაგივრად შეურაცხმყოფელი სითყვა ეხმარა, იყო ცივილიზაციის დამაარსებელი

23.ფრომი- ”ეხლა” და "აქ” მარადისობაა

24.გოეთე- გონება სასტიკია,გული ჯობია გონებას.

25.იოსეფ ბროდსკი- ციხე არის დროის სიჭარბით კომპენსირებული სივრცის უკმარისობა

26.მაქს პლანკი- ჭეშმარიტება არასდროს არ იმარჯვებს, უბრალოდ მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან.

27.გოეთე- სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.

28.კრილოვი- ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე,მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე
ვერასოდეს მიაღწევენ.

29.სტეინბერგი- ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს,იგი მალევე შეგიძულებს უსაბაბოდ.

30.ნაპოლეონი- ჭეშმარიტი სიმდიდრე ქონების სიდიდე კი არ არის,არამედ მისი გონიერი მოხმარებაა.

31.გარნეზია- ოქროს დრონი იყვნენ მაშინ,როცა ოქრო არ ბატონობდა.

32.ჰოლბახი- ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდა.

33.ბელინსკი- ადამიანი ყოველთვის ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო და იქნება ადამიანისთვის.

34.თუ ადამიანი დღეში რამდენჯერმე გესალმება, ესე იგი, ის შენ ვერ გამჩნევს.

35.აინშტაინი- ღმერთი კამეთელს არ აგორებს

36.არტურ შოპენჰაუერი- ვისაც მარტოსულობა არ უყვარს, მას არც თავისუფლება უყვარს.

37.კ.გამსახურდია- ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე,გახსოვდეს რომ სულ პატარა დაიბადე

38.პლინიუსი- ”გულმშვიდად მოსმენა საყვედურისა იმის თვისებაა,ვინც ხშირად ღირსი ყოფილა ქების”

39.ჟან ჟაკ რუსო- ცდომასთან ათასი გზა მიდის ჭეშმარიტებასთან ერთი

40.სოკრატი- ჭამისთვის კი არ ვცოცხლობთ არამედ ვჭამთ იმიტომ რომ ვიცოცხლოთ

41.პლატონი- სიხარულიც და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას

42.ბერნანდ შოუ-” ლოდინმა დაგღალა?წარმოიდგინე,რამდენად აუტანელი იქნებოდა,არაფერს რომ არ
ელოდე.”

43.თეოფილ გოტიე-” ვისაც შეყვარებული ქალი არ უნახავს,ის ვერ იტყვის ,რა არის ქალი.”

44.კლავდიუსი- ყოველთვის ნუ იტყვი იმას რაც იცი,ხოლო ის -კი იცოდე,რასაც ამბობ

45."მოთმინების უნარი,ეს არის ბოლო გასაღები,რითაც კარის გაღება შეიძლება”

46.ოლდოს ჰაქსლი-” შესაძლოა ეს სამყაო სხვა პლანეტის ჯოჯოხეთია”

47.ალ კაპონე- ”ტკბილი სიტყვით და პისტოლეტით უფრო მეტს მიაღწევ, ვიდერ მარტლო ტკბილი სიტყვით.”

48.ფრიდრიხ ნიცშე- ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო

49.ჰერმან ჰესე- ჩემსა და შენს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ შენ უცნაური დაჟინებით ეძებ ამ განსხვავებას

50.მარკ ტვენი- წიგნებს, წიგნებს ერიდეთ, ისინი ამბის ნახევარს ყვებიან

51.დემოკრიტე- ვინც ზომიერებას გადასცდება მისთვის ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსიამოვნო ხდება

52.დემოკრიტე- საკუთარი შეცდომების დავიწყება თავხედობას ბადებს

53.შექსპირი- ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია, თურმე ცხოვრება ეს ნიღბების კარნავალია

54.სტალინი- რატომ არ ვტირით მაშინ, როცა ყველაზე ძვირფას განძს-ახალგაზრდობას ვეთხოვებით? ნუთუ სიკვდილი უფრო საშინელებაა, ვიდრე ის რომ მშვენიერებისგან განძარცვულ შენს თავს უყურებდე

55.საგნით სიბრძნეს წერენ, ცრემლით კი სიყვარულს

56.დემოკრიტე- ნუ იქნები მეტად ტკბილი, რომ არავინ გადაგყლაპოს, და ნურც მეტად მწარე, თორემ უკან გადმოგაფურთხებენ

57.ბრაუნინგი- თუ ადამიანი გულში საკუთარ თავს ებრძვის იგი რაღაცად ღირს

58.სჯობს სწრაფად დაიწვა ვიდრე ნელნელა ჩაქრე.

59.ბერნარდ შოუ- თუ შენ გაქვს ვაშლი და მეც მაქვს ვაშლი და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ისევ თითო-თითო ვაშლი გვექნება, მაგრამ თუ შენ გაქვს იდეა და მეც მაქვს იდეა და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ორ-ორი იდეა გვექნება.

60.ჯინ კოკტო- ჩვენ უნდა გვჯეროდეს იღბალის. აბა სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ იმ ადამიანების წარმატება ვინც ჩვენ არ მოგვწონს?

61.ნაპოლეონი- თუ გინდა რომ საქმე კარგად გაკეთდეს, თავად გააკეთე ის.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 982 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]