დავითი (მიქელანჯელო)
2011-03-05, 0:34 AM

დავითი — რენესანსული პერიოდის მიქელანჯელოს მარმარილოს ქანდაკება, რომელიც შეიქმნა 1501–1504 წლებში. მისი სიმაღლე შეადგენს 5,17 მეტრს. ქანდაკება გამოსახავს ბიბლიურ პერსონაჟს, ისრაელის მეორე მეფეს დავითს. დავითის ქანდაკება შექმნილია დაკვეთით და წარმოადგენს წინასწარმეტყველთა ქანდაკებების სერიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც უნდა განთავსებულიყო ფლორენციის საკათედრო ტაძრის სახურავის აღმოსავლეთით. თუმცა, საბოლოოდ მისი განთავსება მოხდა მოედანზე სინიორის სასახლესთან ახლოს, რომელიც წარმოადგენდა ფლორენციის სამთავრობო სასახლეს. ქანდაკების გახსნა მოხდა 1504 წლის 8 სექტემბერს. მალევე ქანდაკება გახდა ფლორენციის რესპუბლიკის თავისუფლების დაცვის სიმბოლო, რადგანაც დამოუკიდებელ ქალაქ–სახელმწიფოს იმ ხანად ყოველმხრივ ემუქრებოდა საფრთხე მასზე უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე სახელმწიფოებისგან. დავითის ქანდაკება 1873 წელს გადატანილ იქნა ფლორენციის აკადემიის გალერეაში. მოგვიანებით კი მის განთავსების თავდაპირველ ადგილას დაიდგა მისი ასლი.




დავითის მზერა
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება









Michelangelos David.jpg
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1245 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]