ბრძნული გამონათქვამები
2011-03-12, 8:04 PM





დიდი ადამიანი თავის სიდიადეს პატარა ადამიანებთან ურთიერთობებში ამჟღავნებს— კარლეილი

დრო არ მოდის, დრო მიდის და ვინც მას არ გაჰყვება დაიღუპება’— ჯავახიშვილი

ადამიანი ეძებს მარტოობას სოფლად, ზღვის პირას, მთებში. შენც გენატრება ამისთანა მარტოობა? ვინ დაგიშლის, რომ როცა გნებავს საკუთარ გულს შეახიზნო თავი! დამიჯერე, ვერსად იმისთანა მშვიდობიანს და წყნარს ბინას ვერ იპოვი, თუ კი შენს გულს შერჩენია თუნდა ერთი ნაპერწკალი გრძნობა მართლისა. ეგ მართალი საკმაოა ვიგრძნოთ თუნდ ერთ წუთს და მაშინ მაშვალობა და ნეტარება მისაწვდომად ადვილია. ბედნიერია, ვისაც თავისსავე გულში აქვს თავისი წმინდათა-წმინდა— მარკუს ავრელიუსი

მღელვარება, შიში, მწუხარება კი არ გვაშორებს სიკვდილს, პირიქით გვაახლოებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ გადაჭარბებული მხიარულება არ შეჰფერის ადამიანებს, რაკი მოკვდავნი არიან.— ლაბრუიერი

თუ გსურს რაიმე გააკეთო, დაეკითხე ცოლს და გააკეთე საპირისპიროდ.— ბალზაკი

რომ გაგიკვირდეს ერთი წუთიც კმარა; რომ გასაკვირველი საქმე გააკეთო-მრავალი წელია საჭირო.— ჰელვეციუს

კაცის ცთუნებაა ქალი დასაბამიდანვე.— ჩოსერი

ყოველი ჭეშმარიტების საწინააღმდეგო მტკიცება – ჭეშმარიტებაა.— ჰესე

თუ ადამიანი გულში საკუთარ თავს ებრძვის იგი რაღაცად ღირს— ბრაუნინგი

ერი არ მოკვდება, თუ თავს არ მოიკლავს.— რალფ უოლდი ემერსონი

ღვთის შეწევნით ჩვენ მონიჭებული გვაქვს სიტყვის, სინდისის თავისუფლება, მაგრამ ჩვენ გვაქვს აგრეთვე გონიერება, რომელიც გვკარნახობს, რომ უმჯობესია ნაკლებად გამოვიყენოთ ისინი.— მარკ ტვენი

სხვათა ბედნიერებას რომ ვეძებთ, საკუთარს ვპოულობთ.— პლატონი

ნუ გეშინია სრულყოფილების, რადგან მას ვერასოდეს მიაღწევ.— სალვადორ დალი

აღსასრული ერთხელ დგება ჩვენ კი მთელი სიცოცხლე ველით მას. სიკვდილის შიში უფრო საზარელია, ვიდრე თვით სიკვდილი.— ლაბრიუერი

სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს— წმ. ანტონი დიდი

ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.— სტენდალი

როდესაც პითაგორამ თავისი ცნობილი თეორემა აღმოაჩინა, ღმერთებს მსხვერპლად ხარი დაუკლა. მას შემდეგ, აღმოაჩენს თუ არა ვინმე რომელსამე ჭეშმარიტებას, ხარებს შიშის ძრწოლა და კანკალი აიტანს ხოლმე.— ბერნე

მას აქეთ რაც ადამიანები არსებობენ, ნაკლებ სიამოვნებას იღებს ადამიანი”— ფრიდრიხ ნიცშე

მე მხოლოდ ვხნავდი და ვბარავდი ჩემს ყანას, ბედისწერა ყრიდა შიგ თესლს— პოლ ვალერი

ადამიანი იმდენ ხანს არ ცოცხლობს, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.მთელი სიცოცხლის განმავლობაში უშვებს შეცდომებს და ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია არის-მოკვდეს გამოსწორებული.— კუპერი

სრულყოფილი ქალი ბევრად უფრო მაღალი არსებაა, ვიდრე სრულყოფილი კაცი,მაგრამ ამავდროულად ძალზედ იშვიათი.— ნიცშე

ვფიქრობ, ხანდახან წერაც გმირობაა – თუ ნაწერი განსასჯელად სულელებს მიეცემათ— სოკრატე

ღმერთი მასშია ვისაც უყვარს და არა მასში ვინც უყვართ— ბევერლი სილზი

ყველა ქალი სფინქსია, ოღონდ იდუმალებას მოკლებული— ოსკარ უილდი

”იცხოვრეთ ინტენსიურად, მგზნებარედ, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ცხოვრებისა.”— ოშო

"სანამ ცოცხალი ხართ, არავინ იტყვის თქვენს სასარგებლოდ კარგს, როცა მოკვდებით, ყველა ბედნიერი იქნება, რამეთუ ბოლოსდაბოლოს მოიმოქმედეთ რაღაც კარგი _ მოკვდით.”— ოშო

სარდალი, რომელიც ბრძოლის დაწყების წინ რეზერვებზე და მაშველ ძალაზე ფიქრობს, უკვე წაგებული აქვს ბრძოლა.— ნაპოლეონი

ვისაც შეყვარებული ქალი არ უნახავს,ის ვერ იტყვის ,რა არის ქალი— თეოფილ გოტიე

ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი.— მონტენი

სათნოება ის კი არ არის,რომ უარი თქვა მანკიერებაზე, არამედ ის,რომ არ ელტვოდე მას.— ბერნარდ შოუ

ყველა ვინც აცხადებს, რომ სხვა ბრიყვი ადამიანია, ბრაზობს, როდესაც ამ უკანასკნელს შესაძლებლობა ეძლევა საწინააღმდეგო დაამტკიცოს.— ნიცშე

როცა პირველად ნებდება, ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო სათამაშო. ქალი ფიქრობს, რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო წუთი.— სტენდალი

გულქვა დიაცი სატანაზედ უარესია.— შექსპირი

ნუ იქნები მეტად ტკბილი, რომ არავინ გადაგყლაპოს და ნურც მეტად მწარე, თორემ უკან გადმოგაფურთხებენ.— დემოკრატე

ნუ გაწყვეტ მეგობრიბის ძაფს-თუ მისი გასკვნა მოგიწია, კვანძი სამუდამოდ დარჩება.— განდი

შეიძლება გაუგო ადამიანს, რომელიც უცხო ენაზე ლაპარაკობს, მაგრამ ვერ გაუგებ მას, ვინც შენი ენის სიტყვებში სრულიად განსხვავებულ აზრებს დებს— ჟან როსტანი

მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში.— შექსპირი

ძალზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა,რომელიც ყოველთვის მართალია— აგატა კრისტი

ფული ეს რაღაც მეექვსე გრძნობაა, რომლის გარეშეც დანარჩენი ხუთი სრულფასოვნებას კარგავს— სომერსეტ მოემი

ოჯახში თუ ბავშვი არ იზრდება, იგი იღუპება.— ლაუბი

მოზომე შენი ნაბიჯი და ხმა შენი, რამე თუ არაფერია ვირის ხმაზე უარესი მოსასმენი— კონსტანტინე გამსახურდია

და ბოლოს, თქვენი აზრით: ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებებს?

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 3060 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]