,,ბოლო დღე’’ ნინი გიორგაძე
2011-04-25, 12:08 PM

ბოლო დღე

 

   როცა მთელი გონებით იაზრებ, რომ დღეს არის ბოლო, გადამწყვეტი დღე, უცნაურად იქცევი: ხვალინდელი ან ზეგინდელი დღისთვის არ ინახავ სითბოს და უხვად გასცემ დადებით ემოციებს მათ მიმართ, ვინც გიყვარს. სიცივისთვის დრო, უბრალოდ, არ გრჩება, რადგან სწორედ დღესაა ის ბოლო დღე, როცა შეიძლება კარგ მეგობარს გულით ეურთიერთო. ჩვენს სათქმელს ხვალისთვის ვერ გადავდებთ, როცა ვიცით, რომ ხვალ ან შენ, ან ის, ვისაც ვუთმობთ ძვირფას დროს, შეიძლება, არც ვიყოთ… როცა ამას ხვდები, კარგ თვისებებთან ერთად ბევრ უარყოფით მხარესაც ავლენ, მაგალითად, ეგოიზმს, რადგან გსურს, რომ დარჩენილი დრო გაატარო მასთან, ვისთანაც გსიამოვნებს, და მას სხვებს ვერ უთმობ, რომ ვერ წაგართვან სიხარული. ამ დროს აგრესიაც ბობოქრობს სულში –  სულის კიდეებს გიჟივით აწყდება და ყმუის, როცა სხვა მაინც ახერხებს "რჩეულის” თავისკენ წაყვანას, როცა შენ მარტო რჩები და სიბნელეში ჭვრეტ, ელოდები, როდისღა დაგიბრუნებენ მას, ვინც გინდა იყოს შენი მსმენელი და დამფასებელი… თუ გესმის დროის ვერაგობის არსი, უთუოდ ემოციური და აქტიური წარმოჩინდები მათ თვალში, ვისაც ხშირად საკუთარი ემოციებით ღლი. ზოგჯერ იმდენად ბევრს მოითხოვ, რომ საკუთარ თავში ღრუტუნი გესმის და ტვინში საღორეს ერეკები. ასეთ დროს პირდაპირ გახლიან, რომ ეგოისტი ხარ, იმას კი, ალბათ, ვერ ხვდებიან, რომ ეს საღორე კი არა, მის მიმართ დაგროვებული სითბოს დუღილია, დიდი სურვილი, რომ კვირაში თუნდაც ერთი დღე დაუთმო მას, რადგან შენი ნახვა უზომოდ ახარებს და ბედნიერია, როცა თავის სათქმელს პირადად გეუბნება. თუ გრძნობ, რომ ის, ვინც შენკენ მოისწრაფის და გელის, ვისაც სისულელემდე დიდი გულწრფელობით მოსწონხარ, თუკი ის ცოტათი მაინც იმსახურებს შენს ყურადღებას, დათმე დღის 1-2 საათი მის სანახავად, რადგან ამის მოხდენა "ხვალ”, "ზეგ”, "მაზეგ”, შესაძლოა, გვიან იყოს… თუ სიცივე და ემოციების მოთოკვა გახასიათებს, შეგიძლია მისი დანახვისას ლოყაზეც კი არ ეამბორო, მაგრამ სანამ მასთან ჭიშკრიდან მომავალ გზაზე მოაბიჯებ, მიეცი თუნდაც ცრუ იმედი, რომ ამას იზამ – ასე ხომ ემოციურ მეგობარს წამიერად მაინც გაახარებ (მას ხომ სხვა არაფერი უნდა). როცა დასასრულს გამძაფრებულად ელი, უტოპიურ ოცნებებსაც კი ეპოტინები – მომავალში მათზე ოცნების საშუალებაც კი, შესაძლოა, არ მოგვეცეს. მისი ეგოიზმიც სწორად ამითაა განპირობებული – შენდამი სიყვარულით, შენზე ოცნებითაც კი, თუნდაც იცოდეს, რომ მისთვის უტოპია ხარ. უნებურად ბრაზდები მასზე, ვისთვისაც ახდენილი ოცნება ხარ, შენთვის კი ისეთივე მიუწვდომელი რჩები… ეს არაა შური… თუმცა, ალბათ, სწორედაც რომ არის და იმ უარყოფით მხარეთთაგანია, რასაც ვავლენთ, როცა კარგისკენ თავისშეუკავებლად, გულწრფელად ვისწრაფვით. და თუკი მისი გრძნობები ძალიანაც არ გაწუხებს – არ უუარო მისი ემოციები… შესაძლოა, ცხოვრების დინების არსში გარკვეულმა შენს გარდა სხვა ვერც მონახოს იმისთვის, რომ "ბოლო დღე” მასთან ერთად გაატაროს და უსასრულო დასასრულს გულდაწყვეტილი, თავჩაქინდრული წაჰყვეს…

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1045 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
  • gi2gi 2011-05-15

    ki gamegeba raRac smile :):):)

  • nini 2011-05-12

    ohoo mzrunveloba kaii xo ici :D:D:D

  • gi2gi 2011-05-11

    ვებ.გვერდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პოსტების ავტორების აზრი და დამოკიდებულება მსგავს საკითხებზე ! გვერდის ადმინისტრაცია ყოველთვის გულისყურით მოეკიდება მათ შეხედულებებს... ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოსტების და სტატიების ავტორთა პოზიციები. ამიტომ ვზრუნავთ წელიწადში 12 თვე, დღეში 24 საათი, იმისათვის რომ მათ სიამოვნება მივანიჭოთ!!!
    პატივისცემით მთავარი ადმინისტრატორი: გ.კალმახელი...
    smile love

  • nini 2011-05-11

    ohooo )))) sxvatashoriiss ara es martla amistvis ubraloOood chemtvisa dacreilli magmar ar chamitvalot umadurobashi admino da madlobas mogixdit .....

  • gi2gi 2011-04-25

    ძალიან საწყენია , რომ ამისთანა კარგი ესსე უნდა წაიშალოს გვერდიდან ავტორის თხოვნით...

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]