მთავარი » ფაილები » საინტერესო

ბავშვის სქესი ჯერ კიდევ ჩასახვამდეა ცნობილი
2011-03-04, 11:48 PM



ჰონკონგის ერთ-ერთი კლინიკის თანამშრომლები იუწყებიან, რომ შესძლეს შეემუშავებინათ მეთოდიკა, რომლიც საშუალებას იძლევა, ჯერ კიდევ ჩასახვამდე დადგინდეს მომავალი ბავშვის სქესი. ეს მეთოდი მთლიანად ფეხმძიმობის მომსახურებისა და მშობიარობის პაკეტში შედის. დამატებით გადასახადს ჯერჯერობით არ საჭიროებს. ამჟამად მთავარია, დადგინდეს, სურთ თუ არა მშობლებს ჯერ კიდევ ჩასახვამდე იცოდნენ ბავშვის სქესი?

მეთოდის ავტორის მინ იუს განცხადებით, ამისათვის სამედიცინო გამოკვლევა საჭირო არ არის. სისხლის ანალიზი და სპეციალური ანკეტის შევსება სრულიად საკმარისია. გამოთვლის მეთოდიკაში გათვალისწინებულია აგრეთვე კალენდრული მონაცემები და მთვარის მდებარეობა. უფრო მეტიც, ეს მეთოდი ითვალისწინებს ფეხმძიმობის პერიოდში სპეციალური დიეტისა და ფიზიკური სავარჯიშოების სპეციალური კომპლექსის შერჩევას.

ავტორი არ აცხადებს, თუ რაზეა დაფუძნებული ეს მართლაც სენსაციური მეთოდი. ამბობს მხოლოდ, რომ ყველაფერი ციკლურობაზეა დამყარებული, რომელიც განსაზღვრავს კიდეც, როგორც სპერმატოზოიდის, ასევე კვერცხუჯრედის თვისებები და მიდრეკილებები. ეს პროცესი ახალი დაწყებულია და ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რამდენად ამართლებს იგი.

ავტორი იმედოვნებს, რომ შესაბამისი აპრობაციის შემდეგ, ამ მეთოდს ჩინეთშიც გამოიყენებს და სულაც არ აღელვებს იურიდიული აკრძალვა. საქმე ისაა, რომ ჩინეთის კანონმდებლობით, ექიმს, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევის შემდეგ, აკრძალული აქვს მშობლისთვის შვილის სქესის გამხელა. ამ კანონში არაფერია ნათქვამი ჩასახვამდე სქესის დადგენაზე, ამბობს მენ იუ და ჩინეთის დაპყრობისთვის ემზადება.
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 181 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]