მთავარი » ფაილები » საინტერესო

50 ქალი
2011-08-02, 6:19 PM

THE SECOND SEX

Simone de Beauvoir

სიმონა 1908 წელს პარიზში დაიბადა. ეს ის პერიოდია, როცა ფრანგული ბურჟუაზიული საზოგადოება, ხავსს ეჭიდებოდა და სტატუსის დაკარგვა ისეთი რანგის ტრაგედიამდე იყო ასული, რომ ახალდამთავრებული მსოფლიო ომი არაფრად იყო ჩასაგდები. სიმონა პრესტიჟულ კათოლიკურ სკოლაში გაგზავნეს, საიდანაც, 14 წლის ასაკში, ათეისტი დაბრუნდა.

სიმონას ახალგაზრდობა ფემინიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს დაემთხვა. მეოცე საუკუნის ოციან წლებში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის პირველი ტალღა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა.  ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობის მოთხოვნისა და  სქესთა შორის არსებული უთანასწორობასა და ამ დისკრიმინაციის გამომწვევი ისტორიული, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ფაქტორების შესახებ საზოგადოების  ცნობიერების ამაღლებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა. რევოლუციურმა ტალღამ მსოფლიო მოიცვა. ქალთა ემანსიპაციის უმთავრეს ამოცანად არჩვენებში მონაწილეობის უფლების მოპოვება წარმოადგენდა. პირველი თაობის ფემინისტეტების ბრძოლა წარმატებით დასრულდა. მრავალწლიანი ვნებათაღელვა ჩაცხრა, თუმცა, როგორც გაირკვა, გენდერული თანასწორობის მისაღწევად კიდევ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი.

ამასობაში სიმონამ პარიზის უნივერსიტეტში ლიტერატურის შესწავლა დაიწყო, სადაც გაციცნო თავისი მომავალი მეორე ნახევარი ჟან-პოლ სარტრი.

1929 წლიდან სიმონა ფილოსოფიის მასწავლებელია. ის რუანში გადავიდა სამუშაოდ და დაუახლოვდა თავის მოსწავლეებს, ოლგა კოზაკიევიჩსა და ბიანკა ლამბლენს, რომლებთანაც ჰომოსექსუალური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, ეს ფაქტორი, ჟან-პოლთან ჰარმონიულ თანაცხოვრებაში, ხელს არ უშლიდა. შემდეგ ოლგა სარტრის, ოლგას მომავალი მეუღლე ჟაკ-ლორან ბოსტი კი  – სიმონას საყვარელი გახდა.

სარტრთან, რეიმონ არონთან, მიშელ ლეირისთან, მორის მერლო-პონტისთან, ბორის ვიანთან და კიდევ რამდენიმე მემარცხენე ინტელექტუალთან ერთად, ბოვუარმა დააარსა გაზეთი Les თemps Modernes, რომლის მიზანიც თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით  ეგზისტენციალიზმის თეორიის გავრცელება იყო.

1949 წელს კი მისი მორიგი წიგნი "მეორე სქესი” გამოვიდა. სიმონი ფემინისტთა მეორე ტალღის ფუძემდებელი აღმოჩნდა. დიახ, მეორე ტალღის ნიშნულად 1949 წელი ითვლება, სიმონ ბოუვარის მსოფლიო ბესტელერის, "მეორე სქესის” გამოსვლის დღე! "ქალთა აღორძინების"  ეპიცენტრი გახდა აშშ, სადაც შეინიშნებოდა დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის, პირველ რიგში კი რასიზმის ლიკვიდაციისაკენ მიმართული დემოკრატიული პროცესების გააქტიურება.

ფემინისტთა მეორე ტალღა, განსაკუთრებით სამოცდაათიან წლებში, რადიკალიზმით გამოირჩეოდა.  ცდილობდნენ,  რევოლუციის გზით, ერთხელ და სამუდამოდ,  პატრიარქალური საზოგადოება დაემხოთ და გენდერული ბალანსისთვის მიეღწიათ. პროტესტი ისევ სქესობრივ უთანასწორობაზეა მიმართული, მაგარამ აქცენტი უკვე  ისეთ ასპექტებზეცაა, როგორიცაა ოჯახი, სექსუალობა და შრომა; ემანსიპაციისათვის ბრძოლის ახალი ტალღა განპირობებული იყო ღრმა სტრუქტურული ცვლილებებით სოციუმში, უპირველეს ყოვლისა კი, საზოგადოებრივ წარმოებაში ქალთა შრომის წილის ზრდით. ( წყარო )

"თანამეროვე საზოგადოებაში ქალის დაჩაგრული მდგომარეობის აღწერით, ბოვუარი  ფემინიზმის მთავარი ფიგურა გახდა. ქალის მდგომარეობის მისეულმა ანალიზმა, რომელიც მითების, ცივილიზაციების, რელიგიების, ანატომიისა თუ ტრადიციების საფუძველზე კეთდებოდა, ბევრში აღშფოთება გამოიწვია. ყველაზე დიდი სკანდალი მოყვა დედობისა და აბორტის შესახებ მისეულ მსჯელობას. ქორწინება კი ბოვუარს  საზიზღარ ბურჟუაზიულ ინსტიტუტად მიაჩნდა, რომელიც ქალს ქმრის დომინაციის ქვეშ აყენებს.” ( წყარო )

ბარემ აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” გრძელდება და თითოეულ თქვენგანს შეუძლია, ზემოთხსენებული ავტორის შემოქმედებას თუნდაც  ერთი ხმა მაინც შეაწიოს.

***

Sharbat Gula

ეს ფოტო ბევრს გვინახავს.  შარბატი 1972 წელს, ავღანეთში დაიბადა. 12 წლის იყო, როცა პაკისტანში, ავღანეთის ოკუპაციის დროს, ცნობილმა ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა Steve McCurry-მ, ფოტოზე დააფიქსირა. უცნობი ავღანელი გოგონას ფოტო 1885 წელს – NATIONAL GEOGRAPHIC-ის გარეკანზე მოხვდა.  ფოტომ დიდი პოპულარობა მოიპოვა. გოგონა კი ერთ-ერთი გავლენიანი გამოცემის 2011 წლის ნომერშიც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თვალების მქონე ადამიანად  დასახელდა. მასზე უამრავი მითი და ლეგენდა შეითხზა. მისი მისტიკური, ლამაზი თვალები მხატვრების და პოეტების შთაგონების წყაროც გახდა. ფოტოზე იმდროინდელი ავღანეთის მდგომარეობა იკითხება – შიში და სასოწარკვეთა.

2002 წელს ავღანეთს ჟურნალისტების დელეგაცია კვლავ ეწვია და პოპულარული გოგონას ძიება დაიწყეს. იპოვეს. თვალები ისევ ლამაზი აქვს. მის მზერაში ისევ ავღანეთია, მაგრამ უკვე სხვანაირი, მწანე თვალებით ავღანელი ქალი გვიყურებს.

***

ორი რომანტიკული ვამპირი ქალის მიერ კუბოში ატეხილი სექსის ამბავი

ელფრიდე იელინეკი


მის შესახებ დაწერა რომ გადავწყვიტე, დაბადების წლის მოსაძებნად, გუგლს მივაშურე და არაჩვეულებრივ პუბლიკაციას წავაწყდი. ავტორი ის ქალბატონია, რომელსაც ამ სიაში სიამოვნებით შევიყვანდი – წინ კი ბევრ პათეტიკურ სიტყვას წავუმძღვარებდი ( ოღონდ, გულწრფელად), მაგრამ მერიდება. ანა კორძაია-სამადაშვილი ჩემი მანიაკური აკვიატების მორიგი ობიექტია. როგორც მჩვევია, ჩემეული ავტორიტეტის გავლენის ქვეშ მოვექეცი და იელინეკის შესახებ ერთი წინადადების გამართვაც ვერ მოვახერხე – "ვისაც ის სტატია აქვს წაკითხული, მერე ეს რომ ნახოს, რა სირცხვილია”… მოკლედ, თავი ძალიან დეგენერატად რომ არ მეგრძნო, გადავწყვიტე, არაფერი დამეწერა. უბრალოდ, ანას რამდენიმე წინადადებას დავესესხები, დანარჩენი კი "ცხელი შოკოლადის” ვებ-გვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ.

ანა იხსენებს, როცა გამოცხადდა, ელფრიდე იელინეკი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდაო, ბედნიერი ვიყავი, თუნდაც იმის გამო, რომ ამ ამბავმა მრავალს მოუშალა ნერვები, ნეონაცისტებით დაწყებული და "საყვარლების” ქართული თარგმანის ხელნაწერის მკითხველი რამდენიმე პაწია მორალისტით დამთავრებული, ანუ სწორედ მათ, ვინც მე მიშლიან ხოლმე ნერვებს. და ის ფაქტი, რომ ქალბატონმა იელინეკმა მათთვის სათანადოდ მოახერხა ნერვების მოშლა, ჩემს მოშლილ ნერვულ სისტემას მალამოდ დაედოო, მაგრამ მე რა ვქნა, ანამ ჩემამდე რომ დაწერა და ნერვებმოშლილი დამტოვა? ვერაფერს ვიზამ. როგორც ჩანს, ნერვების მოშლა და ელფრიდე იელინეკი განუყოფელია. ელფრიდე ნერვებისმომშლელ რეალობაზე წერს, ადამიანის ხასიათის ყველაზე საზიზღარ მხარეებს აშიშვლებს და, ერთი შეხდვით, მის გარშემო, მის შესახებ და მის ირგვლივ კარგი, ლამაზი, მშვენიერი და ნორმალური არაფერი არსებობს, თუმცა, როგორც ანა ამბობს,  თავისი აშკარად ნაღრძობი ფსიქიკის მიუხედავად, ძალიან მიმზიდველი ქალი ბრძანდება.

"ელფრიდე იელინეკი 1946 წლის 20 ოქტომბერს დაიბადა, ისეთ პრივინციაში, ახლაც რომ მოწყენილობისგან სული ამოგხდება, და მაშინ ალბათ მთლად კოშმარი იყო.

1968 წელი მან მშობლების, დიქტატორი დედისა და შიზოფრენიკი მამის სახლში სრულ იზოლაციაში გაატარა, ოთახებში ბოლთას სცემდა და კედლებს თავს ურტყამდა – სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამის მერე მან თავისი პირველი ლექსები დაწერა, რომელთა წაკითხვას მტერსაც არ ვუსურვებ, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად პოეზიაა, ვერაფერს ვიტყვი.

გოტფრიდ ჰიუნგსბერგსი, რომელიც ამჟამადაც მისი ქმარია, 60-იანებში რაინერ ვერნერ ფასბინდერის წრეში ტრიალებდა. ცხადია, შვილი არა ჰყავს, არასოდეს გაუჩენია "ჭუპრივით თეთრი, მჩხავანა ძუძუმწოვარი” – ელფრიდე იელინეკმა უარი თქვა ერთადერთ საქმეზე, რომლის გაკეთებასაც მარტო, მამაკაცის მონაწილეობის გარეშე ვერ შეძლებდა.

ქალბატონი იელინეკი ხალისით ჰყვება თავისი არაჯანსაღი ფსიქიკის შესახებ, თავის მოკვლის საუკეთესო ხერხებსაც გასწავლით, მაგრამ საყვარელი მამაკაცების თემას არ ეხება. მისი  მეუღლის შესახებ ცნობილია, რომ ის მარტოსულია და ელფრიდეს მის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარი აკრძალული აქვს. ცნობილია – ეს თავად მწერალმა ბრძანა, თორემ ვინ რას გაუგებდა – რომ ელფრიდე სიამოვნებით იქნებოდა ლესბოსელი, რადგან ქალებთან ურთიერთობა ურჩევნია მამაკაცებთან ჭიდილს, მაგრამ ლესბოსელი არაა, რადგან ქალები უყვარს, მაგრამ არ მოსწონს.

ელფრიდე იელინეკს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, თუმცა ყოველთვის ფრიად სადავო ავტორი იყო. მისი შემოქმედების ძირითადი თემები მდედრის სექსუალობა და ავსტრიის საზოგადოებაა, რომლისთვისაც ნაცისტური წარსული დღემდე ვერ უპატიებია”.

ქალი, რომელიც…

***

პორტ ლიგატის ღვთისმშობელი


ელენე დიაკონოვა რუსი ინტელიგენტების ოჯახში დაიბადა, ყაზანში. მარინა ცვეტაევასთან მეგობრობდა. შემდეგ ჭლექით დაავადდა და შვეიცარიაში გაემგზავრა სამკურნალოდ, სადაც ცნობილ ფრანგ პოეტზე, პოლ ელუარზე იქორწინა. გალა მისი შთაგონების წყარო და მუზა იყო, ერთად ჩაებნენ სურეალისტურ მოძრაობაშიც.

ელენე პარიზის ელიტურ საზოგადოებაში მალე დაწინაურდა. მისი შთაგონებით იქმნებოდა შეუფასებელი ხელოვნების ნიმუშები. თავის შემოქმედებას გალას უძღვნიდნენ ლუი არაგონი და მაქს ერნსტი. ელენე, მაქს ერნსტის, ჯორჯო კირიკოსა და პაბლო პიკასოს მუზა და საყვარელიც მალევე გახდა.

1929 წელს, ბეამბოხე წყვილმა ახალგაზრდა, პერსპექტიული და ნიჭიერი ესპანელი მხატვარი, სალვადორ დალი გაიცნო. გაცნობიდან სამ წელიწადში გალამ დალიზე იქორწინა. იმ დღიდან გენიალური მხატვრის შემოქმედების ათვლის წერტილი ელენე დიანიკოვა გახდა.

"რატომ არის გალა ასეთი ძვირფასი ყველა მხატვრისთვის? რას აკეთებს ეს ქალი ისეთს, რომ ასე მნიშვნელოვანია მათთვის? ჩემი პასუხი ძალიან მარტივია: გალა არაფერსაც არ აკეთებს. გალა საშუალებას გაძლევს, გააკეთო. ის პოზირებს. პოზირება კი ნიშნავს სივრცის არქიტექტონიზებას; გარდა ამისა, თავისი პოზით ის "ქმნის სიჩუმეს”, აკმაყოფილებს წყურვილს და აქარწყლებს შეშფოთებას. ხოლო როცა თქვენ სეირნობთ, და თქვენი აზრები სადღაც შორს, მტანჯველი ძიების ნისლიან მიდამოებში დაეხეტებიან, გალა თქვენ მიგითითებთ ყვავილზე, რომელიც იმ ბილიკთან იზრდება, რომელზეც თქვენ  მიაბიჯებთ, და გაბრუნებთ  ხეხილის ბაღის სიცოცხლით აღსავსე იმ რეალობაში, რომლის სიახლოვესაც თქვენ დასეირნობთ. "შეხედე, როგორი ყვავილია”, – ამბობს იგი, და სწორედ ამ ყვავილის ნახვას გირჩევდათ მიშელ მონტენიც – გადაიკითხეთ იგი! — რათა ხელი შეუშალოთ თქვენს გონებას გახდეს ამაო ოცნებათა მსხვერპლი…” – წერლს დალი "მაგიური ოსტატობის 50 საიდუმლოში”.

დალი გალაზე 11 წლით იყო უმცროსი. ელენეს ყოველთვის ჰყავდა საყვარლები, სიცოცხლის ბოლომდე თავისი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა. ამავდროულად, უამრავ ახალგაზრდა ხელოვანს გზის გაკვალვაში ძალიან დაეხმარა.

გენიალური მხატვრის ცნობილ "პორტ ლიგარტის ღვთისმშობელზე” სწორედ გალაა გამოსახული.

***

The Witch of Wall Street

ჰენრიეტა გრინი

ჰენრიეტა გრინი 1834 წელს მასაჩუსეტსის შტატში დაიბადა. ერთი შეხედვით, ნორმალური ცხოვრება ჰქონდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მილიონერი გახდა. საბოლოოდ, მისმა კაპიტალმა 20 მილიარდი დოლარი შეადგინა. მის მფლობელობაში იყო საცხოვრებელი კვარტლები ჩიკაგოში და ნიუ იორკში, მაგრამ…

თავად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ნავთის ქურას არასდროს ანთებდა – იმ დროისთვის ძვირი სიამოვნება გახლდათ. ერთხელ მისი ვაჟი ავად გახდა. ჰენრიეტა დაფაცურდა და მთელი ხუთი დღე შესაფერის საავადმყოფოს ეძებდა. ისეთს, სადაც მის შვილს უფასოდ მოემსახურებოდნენ. ამასობაში ვაჟის მდგომარეობა დამძიმდა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

კაცია და გუნებაო. ბევრი ალბათ ჭკუას ისწავლიდა, მაგრამ..

უკვე მოხუცებულს, 82 წლის ასაკში, თავს მორიგი უბედურება დაატყდა! გაირკვა, რომ მისმა მზარეულმა რძის ბოთლში იმაზე დიდი თანხა გადაიხადა, ვიდრე ღირდა. განა შეიძლება, ამაზე დიდი უბედურება არსებობდეს მილიარდერი ქალბატონისთვის? არა. არ შეიძლება. ჰენრიეტას გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.

ქალი, რომელიც… თქვენ როგორ დააბოლოვებდით?

***

ანხელა მოლინა – ჩემი სატკივარი

ჩემი საყვარელი მსახიობი. პოსტის წერისას ფეისბუქის პროფილი განვაახლე და People Who Inspire You – ანხელა მოლინა მივუთითე. უგონოდ ვარ შეყვარებული. მისი ცეცხლოვანი თვალები 12342 წლის ასაკშიც ანთებული იქნება.

***

Giorgia Palmas

ქალი, რომელიც შეიძლება გაგხსენებოდათ, როცა პოსტის სათაური წაიკითხეთ.

***

THE RAP ON LINDA

წყარო: http://zur.ge
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 398 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]