"Microsoft"-მა შეიძინა "Skype" 8,5 მილიარდ დოლარად
2011-05-18, 11:05 AM

 
"Microsoft"-მა შეიძინა "Skype" 8,5 მილიარდ დოლარად. ეს არის პირველი სერიოზული შენაძენი "Greenfield Online"-ის შეძენის შემდეგ (რომელიც "Microsoft"-მა 2008 წლის აგვისტოს 486 მილიონ დოლარად შეიძინა), ასევე ეს არის კომპანიის ყველაზე ძვირი შენაძენი, რომელმაც გაუსწრო წინა შენაძენს და რეკორდი დაამყარა (მან 2007 წლის მაისს 6 მილიარდად შეიძინა "aQuantive").
 
გადასახადის თანხებში შედის ასევე "Skype"-ის ვალები, იმას რომ ეს შეთანხმება შესრულდა, ადასტურებს "GigaOm"-იც და "Wall Street Journal"-იც.
 
აქედან გამომდინარე წარმოიქმნება კითხვა: ზედმეტი ხომ არ გადაიხადა  "Microsoft"-მა იმ კომპანიაზე, რომელიც წაგებაში მიდის? აზრები იყოფა, მაგრამ ეს თავიდანვე ცნობილი ნამდვილად არ გახდება, ათასი ანალიტიკიდან მხოლოდ რამოდენიმე პროცენტი შეძლებენ რამოდენიმე წლის შემდეგ იმის თქმას, რომ მათი წინასწარმეტყველებები ახდა.
 
Skype � ეს ფენომენალური სერვისია, მას ყავს 170 მილიონი მომხმარებელი� აღნიშნა სტივ ბალმერმა, Microsoft-ის ხელმძღვანელმა. � ერთად ჩვენ შევქმნით რეალური ურთიერთობის ერას, ისე, რომ მომხმარებლები შეძლებენ ყოველთვის იყვნენ კავშირში თავიანთ ოჯახთან, მეგობრებთან, კლიენტებთან და კოლეგებთან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.�
 
ეს შეთანხმება გადაარჩენს Skype-ს რთული ფინანსური მდგომარეობისგან. ამ სერვისის პოპულარობის მიუხედავად, მან ფულის გამომუშავება ვერ ისწავლა.
 
Skype-ის ყიდვა "Google"-საც უნდოდა და შესთავაზა კიდევაც 4 მილიარდი დოლარი.
 
"GigaOm"-ის ავტორი ომ მალიკი თვლის, რომ "Google" მოლაპარაკებებში �არასერიოზულად� მონაწილეობდა.
 
ამერიკელების თქმით, ეს შეთანხმება მოიზიდავს როგორც ბიზნეს ასევე უბრალო მომხმარებლებსაც.
 
Microsoft აპირებს პროგრამის ინტეგრირებას თავის სერვისებში - Xbox, Kinect, Windows Phone და ა.შ.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 769 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]