მთავარი » ფაილები » საინტერესო

10 საინტერესო ფაქტი სამყაროს შესახებ
2011-04-07, 6:50 PM

სამყაროსა და გალაქტიკების შესწავლამ დიდი და რთული გზა გაიარა გალილეოს,კოპერნიკისა და კეპლერის შემდეგ.მეცნიერები და ასტრონომები გამუდნებით იკვლევენ სამყაროს და სამყაროში მიმდინარე მოვლენებს.ახალი აღმოჩენები გვაოცებს, ზრდის ჩვენს თვალსაწიერს და ყოველთვის გვაფიქრებს სამყაროს უსასრულობაზე.

1.სამყაროში არსებობს მილიარდობით გალაქტიკა.თუ გასაოცარი არ არის, იმასაც დავამატებ რომ,თითოეულ გალაქტიკაში არის მილიარდობით ვარსკვლავი.ეს იმას ნიშნავს რომ სულ არსეობობს 10,000,000,000,000,000,000,000 ვარსკვლავი.ალბათ დასაფიქრებელია,შეიძლება თუ არა არსებობდეს სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც.

2.სინათლის შიჩქარე დაახლოებით არის 300000 კილომეტრი,თუ კი ოდესმე "ნასა” და კაცობრიობა შეძლებს ამ სიჩქარის განვითარებას,მიუხედავად ამისა 100,000 წელი გადვჭირდება მხოლოდ იმისთვის რომ "ირმის ნახტომს” გავცდეთ.

3.მზის სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად დაახლოებით 8 წუთი ჭირდება.ეს იმას ნიშნავს რომ,თუ კი მზე დაბნელდება ჩვენ ამას რვა წუთის შემდეგ გავიგებთ.

4.იუპიტერი არის მზის სისტემის "მტვერსასრუტი”,რომელიც შთანთქავს მეტეორებსა და კომეტებს.მეცნიერები ვარაუდობენ,რომ თუკი იუპიტერი არ "გაასუფთავებდა” გალაქტიკას,კომეტებისა და მეტეორების დედამიწაზე შეჯახების ალბათობა ათი ათასჯერ მაღალი იქნებოდა.

5.სატურნი ნაკლებად მკვრივია ვიდრე წყალი.ის წყლით სავსე ავზში რომ ჩაგვეგდო ყინულის ნატეხივით იტივტივებდა.

6.იუპიტერი უფორ მძიმეა,ვიდრე "ირმის ნახტომის” ყველა პლანეტა ერთად აღებული.

7.გაითვალისწინეთ ეს სტატისტიკა:სამყაროში ყოველ წამში ერთი ვარსკვლავი "ფეთქდება”.

8.შავი ხვრელი არის ნარჩენი ვარსკვლავისა,რომელიც ისეთი მკვრივია რომ სინათლესაც არ ძალუძს მისი გრავიტაციული ძალისგან გაგცევა.

9.შავი ხვრელები არსებობს მთელ სამყაროში და შესაძლებელია ის ჩვენ გალაქტიკაშიც არსებობდეს.

10.ვარსკვლავები ზომის მიხედვით კლასიფიცირებულია ჯუჯა ვარსკვლავიდან სუპერგიგანტურ ვარსკვლავამდე.სუპერგიგანტი ვარსკვლავის რადიუსი რამოდენიმე ათასჯერ აღემატება მზის რადიუსს.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 122 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]