10 პროდუქტი, რომელთა გამოგონებასაც შემთხვევითობას უნდა ვუმადლოდეთ
2011-09-04, 2:07 PM


1.ყავა (Coffee)
ლეგენდის თანახმად ეთიოპიელმა მწყემსმა კალდიმ (Kaldi) შეამჩნია, რომ მისი თხები ენერგიულად ხტოდნენ მას შემდეგ, რაც ღეჭავდნენ მკვეთრი წითელი ფერის კენკრას ერთერთი ბუჩქიდან. მწყემსმა თავის თავზე გამოსცადა ეს ,,ხილი”, რის შემდეგაც მარცვლები ადგილობრივ ისლამურ მონასტერში წაიღო იმამთან. მოძღვარმა დაგმო მარცვლების გამოყენება და ისინი ცეცხლში შეჰყარა. ჰაერი გამაბრუებელი არომატით აივსო. დამწვარი მარცვლები ნაკვერჩხლიდან ამოიღეს, დანაყეს და ცხელ წყალში ჩაყარეს. ასე მოადუღეს პირველი ფინჯანი ყავა.

2.კარტოფილის ჩიფსები (Potato Chips)

1853 წელს შეფ-მზარეული ჯორჯ კრამი (George Crum) ძალიან გააღიზიანა მისმა კლიენტმა, რომელიც განუწყვეტლივ აბრუნებდა შემწვარ კარტოფილს მასთან სამზარეულოში იმ საბაბით, რომ ის არ იყო საკმაოდ ხრაშუნა. კრამმა გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა აბეზარი კლიენტისთვის. მან კარტოფილი ძალიან თხელ ნაჭრებად დაჭრა, შეწვა და მარილი დაუმატა. მოხდა ის, რასაც მზარეული ნამდვილად არ ელოდა – კარტოფილის ჩიფსები ჰიტად იქცა. მათ ,,სარაგოტას ჩიფსები” (,,Saragota Chips”) უწოდეს კალიფორნიის შტატის იმ ქალაქის პატივსაცემად, სადაც ისინი გამოიგონეს.

3.სპილოსძვლისფერი საპონი (Ivory Soap)

როდესაც კომპანია ,,Procter & Gamble”-ის საპნის დამამზადებელი განყოფილების მუშა შესვენებაზე სადილად გავიდა, მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმ ინოვაციაზე, რომელიც ცოტა ხანში ახალ სიტყვას იტყოდა საპნის წარმოებაში. საქმე ისაა, რომ მუშას შემთხვევით დაავიწყდა საპნის მიქსერის გამორთვა, ამიტომაც ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით ჰაერი მოხვდა საპნის იმ პარტიაში, რომელსაც კომპანია უშცებდა ,,თეთრი საპნის” სახელით. უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, მუშამ ეს შემთხვევა დამალა და პროდუქცია ბაზარზე გავიდა. ყველაფერი მხოლოდ მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელობამ მოსახლეობისგან მოთხოვნა მიიღო საპონზე, რომელიც წყალში ,,ტივტივებდა”. ასე შეიქმნა ამ კომპანიის ყველაზე წარმატებული პროდუქტი.

4.ფეიერვერკი (Fireworks)

როგორც ამბობენ, ფეიერვერკი გამოიგონეს ჩინეთში 2000 წლის წინ. ლეგენდის თანახმად, მზარეულმა შემთხვევით ერთმანეთში შეურია ნახშირი, გოგირდი და გვარჯალა. შეგახსენებთ, რომ დენთის შემადგენლობაა გოგირდი+გვარჯალა+ნახშირი. რად უნდოდა ეს ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ ხვდებით ალბათ რაც მოხდა:)))

5.ფლეი-დოუ (Play-Doh)

ეს სახალისო საბავშვო პროდუქტი, რომლითაც ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, თავდაპირველად შექმნილი იყო შპალიერის საწმენდად:)))

6.როგეინი (Rogaine)

ეს ცნობილი თმის ცვენის საწინააღმდეგო პრეპარატი მას შემდეგ გამოიგონეს, რაც 80-იან წლებში მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ თმა უხშირდებოდათ პაციენტებს, რომლებიც სისხლის წნევის დასარეგულირებლად პრეპარატ მინოქსიდილს (Minoxidil) იყენებდნენ, რომლის საბაზრო სახელებიცაა როგეინი (Rogaine), ლონიტენი (Loniten), ავაკორი (Avacor) და მინტოპი (Mintop).

7.ვიაგრა (Viagra)

ვიაგრა გამოგონილი იქნა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია ,,ფაიზერის” (,,Pfizer”) მეცნიერების მიერ, რომლებიც მუშაობდნენ მედიკამენტზე გულის დაავადებების მქონე ავადმყოფთათვის. წამალს ჰქონდა გვერდითი ეფექტი – სისხლის ნაკადს აგზავნიდა სხეულის სულ სხვა ნაწილისკენ:))) ეს ფაქტი ნამდვილ აღმოჩენად იქცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ერექციული დისფუნქციით იტანჯებოდნენ.

8. მიკროტალღოვანი ღუმელი (Microwave Ovens)

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეიტონში (Raytheon) მომუშავე ინჟინერმა პერსი სპენსერმა (Percy Spenser) აღმოაჩინა, რომ მაგნეტრონის ხელსაწყოსთან მუშაობისას მის ჯიბეში შოკოლადის ფილა გალღვა. მიხვდა რა, რომ გამოსხივების გამოყენება შეიძლებოდა საჭმლის მოსამზადებლად, სპენსერმა შექმნა პირველი მიკროტალღოვანი ღუმელი, რომელიც 1.5 მეტრი სიმაღლის იყო.

9.ხილის ნაყინი (Popsicles)

1905 წელს 11 წლის ფრენკ ეფერსონს (Frank Epperson) ღამით გარეთ დარჩა გაზიანი ტკბილი წყლის დამამზადებელი ხელსაწყოები. მეორე დილით ჯოხი, რომლითაც ის წყალს და არომატულ ფხვნილს ერთმანეთში ურევდა, ტკბილი ყინულით იყო დაფარული. ეს იყო პირველი ხილის ნაყინი. 18 წლის შემდეგ ეფერსონმა მოიპოვა პატენტი მისი გამოგონების საწარმოებლად. თავიდან პროდუქტს ,, Eppsicles” დაარქვა საკუთარი გვარის პირველი ასოებიდან გამომდინარე, მაგრამ ვინაიდან მისი პატარა შვილები ნაყინს ..Popsicles” უწოდებდნენ, მოგვიანებით ტკბილეულს სახელი ოფიციალურად გადაერქვა.

10.შოკოლადის ორცხობილა (Chocolate Chip Cookies)

ეს მოხდა მასაჩუსეტში 1930 წელს. პატარა სასტუმროს მფლობელმა რუთ უეიქფილდმა (Ruth Wakefield), გამოელია რა კაკაო, სცადა გამოეცხო შოკოლადის დესერტი მისი კლიენტებისთვის შოკოლადის ფილის ნატეხების გამოყენებით, რომლებიც მთლიანად არ გადნა.მაგრამ პეჩენიამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1448 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
  • nini 2012-01-27

    es viagras garda ganxibluli var :D :))

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]