ფსიქოლოგია
2011-10-17, 9:51 PM
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება.

ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ან/და ”თვითს”(Self) ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს.

პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს ”სულის შესახებ”, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა განხილული ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი.

ფსიქოლოგიური კვლევა თავისთავშივე გულისხმობს ისეთ მეცნიერულ მოთხოვნებს როგორიცაა ფაქტების აღწერა, გამოკვლევა და წინასწარმეტყველება.

შესაბამისად, ამ მეცნიერებისათვის დამახასიათებელია კითხვები: რა? როგორ? რატომ?

თუ გარკვეულ მეცნიერებათა პრეროგატივის მიღმა ხვდებოდა კითხვა ”რატომ?” ეს ფსიქოლოგიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ადამიანური ქცევის გამოვლინებათა მიღმა იმალება გარკვეული მოტივები-განზრახვები, რომელთა წვდომაც ამ შეკითხვის დასმას აუცილებლად გულისხმობს.

განხრები

ფსიქოლოგიას გააჩნია რამოდენიმე ძირითადი განხრა. ფიქოლოგიის ძირითადი განხრებს წარმოადგენს: ზოგადი ფსიქოლოგია, დიფერენციალური ფსიქოლოგია, გენეტიკური ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, პათოფსიქოლოგია, ასაკობრივი ფსიქოლოგია და ორგანიზაციული ფსიქოლოგია.

ზოგადი ფსიქოლოგია შეისწავლის ზრდასრული, ნორმალური, კულტურის თანამედროვე დონეზე მყოფი ადამიანის ფსიქიკის ზოგად კანონზომიერებებს.

დიფერენციალური ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანთა შორის არსებულ ფსიქოლოგიურ სხვაობებს, იმ თავისებურებებს, რომლებიც ახასიათებს სხვადასხვა ტიპის, ასაკის, სქესის, პროფესიის თუ ეროვნების ადამიანებს; აგრეტვე კონკრეტული პიროვნებების ინდივიდუალურ მახასიათებლებს.

გენეტიკური ფსიქოლოგია შეისწავლის ისეთ ფსიქიკურ კანონზომიერებებს, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ადამიანის ევოლუციის პროცესში და არა კულტურული განვითარების სტადიაზე.

სოციალური ფსიქოლოგია ადამიანის, როგორც სზოგადოებრივი არსების ფსიქიკურ თავისებურებებს იკვლევს. მისთვის ნიშანდობლივია საზოგადოების გავლენა ინდივიდზე.

პათოფსიქოლოგია იკვლევს ფსიქიკის ანომალიურ, პათოლოგიურად შეცვლილ ფორმებს, რაც თავს იჩენს ფსიქიკურ დაავადებათა შემთხვევებში;

ასაკობრივი ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ფსიქიკის განვიტარებას და ცვალებადობას ონტოგენეზში, ე.ი. მისი ცხოვრების განმავლობაში-დაბადებიდან სიკვდილამდე.

ორგანიზაციული ფსიქოლოგია შეისწავლის პროფესიული შრომის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს ამ პროცესის რაციონალიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით; ასევე სამუშაო პირობების ადეკვატურობასა და შრომისუნარიანობის ზრდას.

ფსიქოლოგია სხვა ფუნდამენტურ მეცნიერებებს შორის ყველაზე ბოლოს გამოეყო ფილოსოფიას, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვით: ზიგმუნდ ფროიდს (ფსიქოანალიზის ფუძემდებელი) და ვილჰელმ ვუნდტს (პირველი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიური ლაბორატორიის შემქმნელს, რომლის მოწაფეც იყო ქართული ფსიქოლოგიის მამა, განწყობის თეორიის ავტორი დიმიტრი უზნაძე).
კატეგორია: ფსიქოლოგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1838 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]