ორსულთა სიზმრების თავისებურებები
2011-10-17, 10:05 PM
ჩვენი სიზმრები არც თუ იშვიათად-ყველაზე საუკეთესო მრჩევლის, მოკარნახის და დამხმარის როლში გვევლინებიან. სიზმარი ჩვენი მეტად მგრძნობიარე სფეროს-ქვეცნობიერების მუშაობის გამოხატულებაა. თუ თქვენ რაღაც არ გახსოვთ, ან ცნობიერების დონეზეარ გესმით, სწორედ ქვეცნობიერება მოგაწვდით დროულ ხილვით სახებას, რომელიც პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ამიტომ კარგია, თუ შეეცდებით დაიმახსოვროთ სიზმრები და დილით, გაღვიძებისთანავე ჩაიწეროთ, რადგან ეს საკუთარი სულიერი მდგომარეობის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. რამდენადაც ორსულობის დროს ხდება სწორედ მხედველობითი სფეროს აქტივაცია, სიზმრებიც უფრო შთამბეჭდავი და შინაარსიანია, ვიდრე ორსულობამდე. 
ფსიქოლოგების აზრით, არსებობს რეალისტური (რომლებც ჩვენს ცხოვრებისეულ სიტუაციებს ასახავენ) და სიმბოლური სიზმრები(რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს სურვილებთან და შიშის გრძნობასთან). ორსულ ქალთა უმრავლესობის სიზმრები შეფერილია მკვეთრი და ცოცხალი ფერებით, რაც ჰორმონალური გარდაქმნებით და მშობიარობამდელი განცდებით აიხსნება.
ორსულთა სიზმრებიდან ფსიქოლოგები გამოყოფენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს, რომლებიც ძირითადად დაორსულების პირველი კვირების მანძილზე შეიძლება მოევლინოს ქალს. მან ჯერ კიდევ არ იცის თავისი დაორსულების შესახებ და ინტუიციით კი უკვე ხვდება მასში მიმდინარე ცვლილებებს. ქალის ორგანიზმმა უკვე იცის ახლადჩასახული სიცოცხლის შესახებ და ტვინში სპეციფიკურ სიგნალებს აგზავნის.
რა სახის ინფორმაციის მიღება შეიძლება სიზმრებიდან ორსულობის დროს? დავუშვათ, გესიზმრებათ თქვენი მომავალი შვილი პატარა ასაკში- ეს ნიშნავს, რომ თქვენ მზად ხართ დედობისათვის.
მომავალი შვილი შეიძლება მოგევლინოთ ზრდასრული ადამიანის ან ახალშობილის სახით, რომელიც უკვე დადის, ლაპარაკობს და ამოსდის კბილები – ამგვარი სიზმარი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი დედობრივი სფერო ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და თქვენ ფსიქოლოგიურად არ ხართ მზად მშობიარობისათვის. თქვენი ტვინი თავს არიდებს შიშის გრძნობას სიზმრის საშუალებით, სადაც ხდება ერთგვარი "მონტაჟი”: თქვენ ხდებით უკვე გაზრდილი შვილის დედა.
თუ თქვენი მშობიარობა დაგესიზმრათ, ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად მზად ხართ მისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება დაგესიზმროთ ჩქარი სვლა მანქანით ან ციცაბო მთიდან ქვემოთ სრიალი ( ესეც მშობიარობის სურათებია).
არსებობს სიზმრების ისეთი კატეგორია, რომლებიც რეალურ სიტუაციას პირიქით ასახავენ. სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ თქვენ ცდებით ამა თუ იმ საკითხში.
რასაკვირველია, ყველა სიზმარი არ გვაცნობებს პრობლემების შესახებ. თუ დაგესიზმრათ მშობიარობა და განიცადეთ სიმშვიდის გრძნობა, ან მშობიარობის დროს ყველა აზრი პატარას დასტრიალებდა- იმის მანიშნებელია, რომ მშობიარობისთვის მზად ხართ. თუ ამასთან ამგვარი სიზმარი შეფერილია მკაფიო და ცოცხალი ფერებით-ეს ნიშნავს, რომ ხართ კარგ ფიზიკურ ფორმაში, რაც თავის მხრივ თქვენს ჰარმონიულ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე მეტყველებს.
კატეგორია: ფსიქოლოგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1170 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]