მთავარი » ფაილები » მწერლობა

პროსპერ მერიმე - კარმენი
2011-08-18, 10:51 AM




http://lh4.ggpht.com/-RGdiYPVbqZQ/TisN_iC-0ZI/AAAAAAAAAAA/85GLsP2gL-E/s1600/Prosper%2BM%25C3%25A9rim%25C3%25A9e%2BCarmen.jpg
მარტოოდენ თოფის დანახვა ჯერ კიდევ არ მაძლევდა უფლებას ეჭვი შემეტანა უცნობის პატიოსნებაში.

ესპანეთში სიგარის შეთავაზება და მიღება, ისევე როგორც აღმოსავლეთში პურ-მარილის გაზიარება, საკმარისია იმისათვის, რომ სტუმარ - მასპინძლური დამოკიდებულება დამყარდეს.


მე საკმარისად ვიცნობდი ესპანელების ხასიათს, რათა სავსებით დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ საშიში არაფერი მომელოდა ისეთი კაცისაგან, რომელმაც ჩემთან პური გატეხა და თამბაქო მოწია.

საშიშ არსებასთან ყოფნა ერთგვარ სიამოვნებასაც გვგვრის, განსაკუთრებით, როდესაც ვგრძნობთ, რომ ის მოთვინიერებულია.

პატივი ვცეთ მის საიდუმლოს!

განა ცრურწმენაა ეს სინდისის ალღო, რომელიც ყოველგვარ მსჯელობას ეწინააღმდეგება?

მგზავრობაში კაცმა ყველაფერი უნდა გამოსცადო.

კატების და ქალების ჩვეულება ხომ ასეთია, როცა ეძახი არ მოდიან, როცა არ ეძახი, მაშინ მოდიან.

კარმენის ტომის ხალხისათვის თავისუფლება ყველაფერია, ისინი მზად არიან თუნდ მთელი ქალაქი გადაბუგონ, ოღონდ ნურც ერთი დღით ნუ ჩასვამთ ციხეში.

როდესაც ადამიანი ციხეში ზის, მას ყოველთვის ახარებს ის აზრი, რომ გარეთ ვიღაც მეგობარი დაინტერესებულია მისი ბედით.

ძაღლი და მგელი დიდი ხნით ვერ შეეგუებიან ერთმანეთს.

მე მატყლითა ვარ შემოსილი, მაგრამ ცხვარი არ გახლავართ!

კარმენის განწყობილება ჩვენებურ ამინდს ჰგავდა. ჩვენს მთებში ქარიშხალი არასდროს არ არის ისე ახლოს, როდესაც მზე ყველაზე უფრო ბრწყინავს.

სასიამოვნო ცხოვრებაში მუნმა ქავილი არ იცის.

როცა ქალი გიყურებს, დიდი საქმე არ არის, სიკვდილს მაგრად დაუხვდე.

კაცი ისე გახდება არამზადა, თვითონ ვერც კი გაიგებს.

ბოლოს და ბოლოს ამ ხალხის ცხოვრება იმდენად უბედურია, რომ სიკვდილი არ აშინებთ.

მოკუმულ პირში ბუზი ვერ შეფრინდება.
კატეგორია: მწერლობა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 724 | რამოტვირთვები: 1 | რეიტინგი: 4.3/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]