ირვინგ სტოუნი – “წყურვილი სიცოცხლისა”
2011-10-18, 0:26 AM
http://mkitxveli.files.wordpress.com/2011/01/wyurvili-sicocxlisa-seria-oqros-biblioteka-t10.jpg
Irving Stone – Lust for Life

წარმოიდგინეთ, ორი ძმა სტუმრებს ელოდება. მოხარშეს 50 ცალი კვერცხი, ერთი კასრი ლუდი და "დიდებული” სუფრაც გააწყეს. სტუმრებც მოვიდნენ, იმხიარულეს თავისებურად, კვერცხებს სკამის სახელურებზე ტეხდნენ, კარგი დრო გაატერეს. არ ვიცი, რა იფიქრეთ, რა პროფესიის უნდა ყოფილიყო იქ შეკრებილი საზოგადოება, ალბათ ფანტაზიამ გაიღვიძა. პარიზში იმ  ღამეს მაგიდას (სიკვდილის შემდეგ მილიონებად გაყიდული ნახატების ავტორები) სეზანი, სიორა, გოგენი, ტულუზ ლოტრეკი და რუსო უსხდნენ. მასპინძლობას კი თეო და ვინსენტ ვან გოგები უწევდნენ.

ირვინგ სტოუნის ამ ბიოგრაფიულმა რომანმა ბევრი ფიქრი ამიშალა. ისე კაი ხანია ასეთი დიდტანიანი წიგნი აღარ წამიკითხავს, თუმცა, იმდენად დამაინტერესა, ვერც გავიგე, როგორ ჩავედი ბოლომდე. "წყურვილი სიცოცხლისა” ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებას ასახავს თუმცა ბევრ საინტერესოს იგებ გოგენზე, ტულუზ ლოტრეკზე იმ დროისთვის უცნობ მხატვრებზე. როგორ ცდილობენ თავის დამკვიდრებას, რა გაჭირვებაში ცხოვრობენ. თავად ვან გოგისთვის ყავა და შავი პური ერთადერთი საჭმელი იყო დიდი ხნის განმავლობაში.

როცა რამდენიმე თვის წინ მის ნახატებს ვათვალიერებდი ვერაფრით ვხვდებოდი "მზესუმზირებს”  და ფეხსაცმელებს რა კავშირი ჰქონდათ იმდენად სხვადასხვანაირია. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კი ბევრი რამ სხვანაირად დავინახე, მხოლოდ ნამუშვრების დასახელება, მიმდინარეობების ცოდნა სულაც არაა საკმარისი ამა თუ იმ მხატვრის გასაგებად. მაშინ არ ვიცოდი, რომ ვან გოგი ბორინაჟში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა, ამიტომაა მისი ზოგიერთი ნამუშევარი საოცრად შავი, ზოგი კი ასე მზიანი.

Pair of Shoes

ნათელი ფერები არლიში ჩასვლის მერე გაჩნდა და საუკეთესო ნახატები იქ შექმნა, თუმცა სწორედ ამ ქალაქში შეიშალა ჭკუაზე. მსგვასი ბედი გაიზიარა ბევრმა მხატვარმა.

საოცრად იმიქმედა ვან გოგისა და პოლ გოგენის ერთად ცხოვრების ეპიზოდმა. კარგად ჩანს ორი დიდი ხელოვანის სრულიად განსხვავებული ხედვა, ინდვიდუალიზმი, საკუთარი სტილი, ყველაფერში თანხმდებიან გარდა მხატვრობისა. მერე გოგენი მიდის და ვან გოგიც მისი წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს პოლის ცარიელი სკამის დახატვით აჩვენებს.

ამ წიგნმა ახალი ინტერესი გამიჩინა, პოლიტიკური იდეოლოგიების შესწავლიდან მხატვრობაში ვინაცვლებ. მსგავსი წიგნები თუ იცით სხვა მხატვრებზე მითხარით აუცლებლად.

მათი წარმატების საკუთარი თავის გარდა სხვა არავის სჯერა, ერთმანეთსაც სულ აკრიტიკებენ. "მზესუმზირებზე” ბევრი ყვითელი დაგითხიპნიაო, იმიტომ რომ ინდივიდუალურები არიან, საკუთარი სტილი აქვთ სხვა ვერც წარმოუდგენიათ, თუმცა თანხმდებიან მთავარზე:

"მთავარი ის კი არ არის, ზუსტად გადმოხატო საგანი, არამედ გადმოსცე მისი არსი. ფოტოაპარატისგან მხატვრობა იმით განსხვავდება, რომ ის უფრო შორს მიდის”

ვან გოგის სიდიადისა მხოლოდ ექიმ გაშეს სჯეროდა, ალბათ იმისაც, რომ წლების შემდეგ მისი პორტრეტი მსოფლიოს ძვირადღირებულ

გოგენის სკამი

ექიმი გაშე

ნახატების სიაში მეოთხე ადგილას გავიდოდა.

ყველანი ექცენტრიულები არიან, იმაზე მეც ვიფიქრე იმიტომ გაგიჟდა რომ ხატავდა თუ გიჟი იყო და იმიტომ ხატავდა.

თვითონ ამბობდა: "ამათ ჰფონიათ, რომ ხატვამ გამაგიჟა. შეიძლება ასეცაა, რადგან მხატვარი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც მეტისმეტად შთანთქავს თვალით დანახული."

სიკვდილის წინ ისევ მხატვრებს იხსენებს : "გოგენს, რომელიც სადღაც ბრეტანშია გადახვეწილი, ჟორჟ სიორას, რომელიც ხატვას შეეწირა, რუსოს, ცოცხლად რომ დასამარებულა თავის ჭუჭყიან სოროში.” ყველა მაშინ აღიარეს, როცა უკვე აღარ სჭირდებოდათ, ჯანმრთელობა შერყეულები ნაადრევად გარდაიცვალნენ. მერე ვფიქრობდი, იქნებ მართალიცაა და ასეთ პირობებში რომ არ ეცხოვრათ, იქნებ ვერც დაეხატათ ის, რაც დახატეს.

"ცოცხლად გახრწნილი ადამიანების მყრალი სუნით” გაჟღენთილ საავადმყოფოში ფულის ნაცვლად საკუთარ ნახატებს აძლევს ექიმს, ბოლომდე ძმა ინახავდა, რისთვის ქმნიდნენ ნახატებს, იმისთვის რომ ჩვენ გვენახა, მილიონებად გაყიდულიყო და ეს ფული ვიღაცის ჯიბეში წასულიყო, არ ვიცი ეს სუფთა ალტრუიზმია თუ არა, ალბათ ვერასოდეს გავიგებ. ისინი სხვანაირი ადამიანები არიან, მე კიდევ ჩვეულებრივი.

პ.ს. წიგნში დასახელებული მხატვრების ნახატებს დავდებ, თუ არ იცით, ვიცი დაგეზარებათ მათი მოძებნა და აქ მაინც ნახავთ, თუ იცით გაგიხარდებათ :)

finishing of spring ვან გოგი

ჟორჟ სიორა - პუანტილიზმის ფუძემდებელი

მონე - დუმფარები (შორიდან შეხედეთ)

დეგა - ბალერინები ცისფრებში

მონე

სეზანი

პოლ გოგენი

ტულუზ ლოტრეკი - საწოლში

კატეგორია: მწერლობა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 2196 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]