2011-04-05, 9:02 PM | |
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან.” უფროსების მიმართ შემწყნარებლობა შემთხვევითი არ იყო. ბრძენმა პლატონმა მშვენივრად იცოდა, რომ ღვინოს შეუძლია სიბერის ტვირთი შეამციროს, დააბრუნოს ახალგაზრდული სიმკვირცხლე, გაფანტოს ნაღველი, შეცვალოს ზნე ხასიათი და სხეულს მოქნილობა და სიმარდე მიანიჭოს. თანამედროვე ექიმები ამ მოსაზრებას იზიარებენ. ხარისხიან ღვინოს ნამდვილად შეუძლია, ახალგაზრდობის ელექსირი გახდეს. ღვინით მკურნალობა განსაკუთრებით
პოპულარულია საფრანგეთში. ფრანგ ექიმებს გაბედულად შეჰყავთ ღვინო ვენაში,
კუნთებსა და ფილტვების ჩირქოვან კერებშიც კი.
დალიე და ისუნთქე
ღვინო კიბოს მკვლელი
ღვინის ხუთი პლუსი ეთილის სპირტი ანტიმჟანგავია. აბრკოლებს თრომბის წარმოქმნას, ათეროსკლეროზის განვითარებას და გულის იშემიურ დაავადებას. იცავს სტრესისა და იონიზირებული რადიაციისაგან. ორგანული მჟავები ღვინის გემოსა და არომატს განსაზღვრავენ, ბაქტერიების ზრდა-განვითარებას კი აფერხებენ. მინერალური მარილები აუცილებელია ადამიანის ყველა ორგანოს მუშაობისათვის. 250 მლ ღვინო მინერალური მარილების დღიური მოთხოვნების 3-10%-ს, ხოლო იოდისა და ფტორის 50%-ს შეიცავს. ვიტამინები ღვინოში უფრო მეტია, ვიდრე მაჭარში. 250 მლ. ღვინო ყველა ვიტამინის დღიურ მოთხოვნას დაახლოებით 5 პროცენტით აკმაყოფილებს, ხოლო P ვიტამინისა და ფოლის მჟავას-50%-ით. პოლიფენოლები, ბუნებრივი ანტიმჟანგავები, ღვინოში ძირითადად ფლავონოიდების სახით და ადვილად შესათვისებელი ფორმითაა წარმოდგენილი.
ღვინის სმის ხელოვნება საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღეგრძელები ყოველდღიურად სადილის შემდეგ ჭიქა ღვინოს სვამენ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები თითქმის არ აწუხებთ. მთავარი მოხმარების კულტურაა. კარგად დაღეჭილი საჭმლის შემდეგ სადილზე 1-2 ბოკალი ხარისხიანი ღვინის დალევა (უკეთესია მშრალი წითელი) სასარგებლოა. სასურველია, ღვინო ცხელ კერძთან ერთად მიირთვათ. სადილის შემდეგ 1-2 ბოკალი ღვინო სტრესსა და დაძაბულობას მოგიხსნი, სისხლძარღვებსა და გულზე სასიკეთოდ მოქმედებს. ღვინომ რომ სარგებლობა მოგიტანოთ და არ გავნოთ, ხარისხიანი, ზომიერი დოზით და აუცილებლად ჭამის შემდეგ უნდა მიირთვათ. | |
ნანახია: 1041 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |