მთავარი » ფაილები » მწერლობა

ბიჭი ივანიშვილი
2011-07-17, 2:44 PM

***

დაუშვით ფარდა! აღარ მინდა ეს კომედია,

გაყიდეთ შირმა! სამართალი ეს ხომ ღმერთია,

დალეწეთ კიბე! რომ ვეღარ შესძლონ ასვლა გველებმა,

ჩატეხეთ სცენა! რომ ჩაიყლაპოს რაც ჰგმეს ბერებმა,

ჩარაზეთ კარი! რომ არ გაიქცნენ ეს უვიცები,

დარეკეთ ზარი! ხალხს დაუბრუნეთ ძველი მიწები,

აანთეთ შუქი! რომ დაინახონ ბრმებმა სინათლე,

აინთეთ გული! რომ დაანახოთ ბავშვებს სილაღე,

დახიეთ ფული! რომ მივეჩვიეთ ჩვენ ანგარებას,

აცხონეთ სული! არ ვეზიაროთ ჩვენ ამ გაგებას,

გიყვარდეთ ღმერთი! ის ხომ ჩვენთვის ერთადერთია,

მომბეზრდა ლექსი! ისევ იწყება ის კომედია......

-ანი

ჩუმი გემბ-ანი,

სანდომი-ანი,

ხალხი ჯაბ-ანი,

ადამი-ანი.

ხან სევდი-ანი,

ხან გული-ანი,

მაგრამ ყოველთვის,

თავაზი-ანი.

ომახი-ანი,

ქართული ბ-ანი,

იქნებ დამითმო,

მე ცოტა ხ-ანი.

დღეა მზი-ანი,

ხალისი-ანი,

მე ვარ ჭკვი-ანი,

შენ- საქმი-ანი.

და აქ დამთავრდა,

ეს ''ბალაგ-ანი'',

იქნება მომცე,

მე გასაქ-ანი : )

1 აპრილი

რაღაც არ მჯერა მე ამ თარიღის

ალბათ იმიტომ რომ ყველა– ტყუის

სიცრუეში ვართ გადავარდნილი

სიმართლე ფულში? ტოლია– ნულის

კალენდარში კი ის დგას ამაყად

დასცქერის მაისს,ივნისს და ივლისს

სიყალბე ჰქვია მთავარ იარაღს

ჩემთვის ფარსია....სხვისთვის კი...ივლის !

უაზრო დიალოგი

მომნატრებია ფურცელი,თაროზე კალამი წუხს.გრძნობები რა მაქვს? - უცვლელი,თქვენ კი იფიქრებთ - უხ!"რა ვერ დაწერე სათქმელი?""რატომ დაგვტანჯე ყველა?""რით ვერ შეაქე საქები?""რისთვის ითხოვე შველა?""ამდენი ლექსი გოგოზე,უკვე უაზროს გხდის.დაწერე...ალტერეგოზე,ზღვაზე, ფერდობზე მთის.ზღაპარი,პროზა,ლირიკა,პოემა,სონეტი,იგავი....არ შეიცვალო მიმიკა,იყავი ის,ვინც იყავი..."მესმის რჩევები უცხოსგან,მოყვრისგან მესმის რჩევა.ტოლი ვარ ჩემზე უფროსთან,ლექსის წერის მაქვს ჩვევა.თუ არ ავღწერე მწკრივებად ველი, ჩემი ქვეყანა, დაღლილი კენწვლით.სექტემბრის ძღვენი, ქართული რთველი,მტერი ვაშინე თავ-პირის ლეწვით.თუ არ მივმართე საკუთარ ნეკნებს,გაშვების მერე უფრო რომ მიყვარს.თუ დავუწესებ საზღვრებს ჩემ ვნებებსდა ვერ  ვაჩვენებ სულს, მდიდარ მყინვარს.მაშინ რად მინდა რომ ვწერო ლექსი,რომ შევეჭიდო ამდენ ლირიკას.სახლში მყავს მშვიდად მოკვდავი ექვსი,მათთან კი შევცვლი, შევცვლი მიმიკას

სხვისი სოფელი


ხარობდა ვაზი მდინარის პირას,

ქარის წისქვილთან ჯირითობს ცხენი.

ორთქლი აწუხებს დაღალულ მინას,

ალადასტურის დიდია ძღვენი.

ივსება მოლი ცხოვრების არსის,

ოქროსფერივით ყვითელ თავთავით.

ჩემი ბაბუა ისევ იქ არ ზის,

ხარობს სხეულით, გულით და თავით.

გიზგიზებს ცეცხლი ძირძველ ბუხარში,

წამოდუღდება ოდნავ მაჭარი.

ცხოვრება ჩაყრის სიტკბოს ბურახში,

რომელსაც დალევს: მუშა, მწყემსი, ვაჭარი.

ეზოებს შვენით ქვის ძველი ჭები,

ბავშვების სუნთქვა ოდის ეზოში.

გარშემო ტბები, ჭალები, მთები,

ახლაც კი ვნატრობ სუფრას ჩეროში.

ღამე, მდინარე იწვენს ანარეკლს,

მთვარის რომელიც თეთრად ელვარებს.

ცხვრებს დავიბრუნებ მთაში განარეკს,

მთვრალი დავიბყრობ მაღალ მწვერვალებს.

იხარა ვაზმა მდინარის პირას,

წისქვილთან მორჩა ჯირითს ის ცხენი.

ორთქლმა ჩალეწა დაღლილი მინა,

ალადასტურის დასრულდა ძღვენი.

უბრალოდ ნათქვამი

ლექსების მწამს,- უბრალოდ მაკვირვებს სტროფი.ვენდობი წამს,- უბრალოდ მაშინებს მორფი.მივყვები შუქს,- უბრალოდ მზის სხივი დამწვავს,სიგარას მუქს,- უბრალოდ ვერ ვუძლებ ნამწვავს.ვიგრძელებ გზას,- უბრალოდ დრო მრჩება ცოტა.დაგიყრი ბზას,- უბრალოდ ბევრი გაქვს ცოდვა.გიგულებ ძმად,- უბრალოდ მანახე სწორი.ვაგრძელებ სმას,- უბრალოდ ირხევა ჭორი.ვუჯერებ მითს,- უბრალოდ იმსხვრევა მალე.გავიშვერ თითს,- უბრალოდ ის, ვიღაც ვცვალე.გიტოვებ აქ,- უბრალოდ ბოთლები ვცალე.რაღაცა მაქვს....- უბრალოდ........სხვა გეტყვის მალე.

აჰა შენ :)


აჰა ! აივსო ლექსებით წიგნი,

ყველა შენზეა, მთებზეა, ზღვაზე.

როცა გიყურებ თვალებით ციგნის,

ნუ იშვერ თითებს ვიღაცა სხვაზე.

ფურცელს კიდევ ვღლი მელნით,

არ მინდა რითმა სხვაგან წავიღო.

თქვენ ქალბატონო მე ისევ გელით,

დანატოვარი გრძნობა ავიღო.

რა ვერ გაგტეხე? რით ვერ მობრუნდი?

კალმით ვეცადე მითების ლეწვა.

შემეტყო დაღლა, წამით მოვდუნდი,

დავკარგე გოგო გულზე რომ მეწვა.

როცა გაიშლის ცხოვრება აფრებს,

კაცი ადიდებს მისსავე მოდგმას,

მაშინ მიხვდები რომ იგი „აფრენს",

და ჩემზე იწყებ ტირილით მოთქმას.

მთაწმინდა

ჩრდილი მთაწმინდის ფერდზე,როგორ იღლება მთვარე.დღესაც დაიწვენს მკერდზე,ფიქრებს ნაცნობი მხარე.მამადავითი ბრაზობს,სტუმარი ქაოსს იწვევს.პანთეონისკენ ჩქარობს,პირჯვარს სულსწრაფად იწერს.ციდან ვარსკვლავთა მოდგმა,ეხმიანება მიწას.კაცობრიობის დოგმა,გაგიმტვრევს გულის ფიცარს.ატყდა ტკივილი, განცდა,ქალი უაზროდ მირბის.ნაბიჯი წამებს გასცდა,გულმა გაუსწრო სირბილს.თვალებზე ისევ ელავს,სასოწარკვეთის დაღი.წყვდიადი ღამე თელავს,ქალი აღარ სჩანს ლაღი.მიუახლოვდა საფლავს,მეფე პოეტის კუთხეს.სანამ ყვავილებს დაფლავს,"- წადიო" , ასე უთხრეს.ვერ გაუგია ამ ქალს,ვისი ხმა არის ციდან.მუხლები იწყებს კანკალს,ყმუილი ისმის ტყიდან.....თვალდახუჭული იმალებოდა,არ გაუჭირდა "იმ" ხმის მიხვედრადა სავალალოდ მეჩვენებოდა,გენიოსებთან მისი შეხვედრა.

ნიკოს წიგნაკი


ნიკოს წიგნაკი მიყვარს,

ვერ ვეგუები თაბახს.

სიმართლე უნდა ითქვას,

მე არ დაგიწყებთ ტრაბახს.

სხვაგან აღარ ვწერ არსად,

წიგნაკი დამაქვს  სულ თან.

მე ვთვლიდი მთავარ არსად,

ის რომ ახლოა სულთან.

ვცდილობ ოდნავ დავამოკლო ფრაზა,

სიტყვა-რომ მაქვს, შიგნით მე ვწერ წამსვე.

ადრე წიგნაკს რომ ვუწოდე „თაზა",

აღარ მინდა რომ შევარქვა „სავსე".

ჩემი ცა


ჩემი ცა ხარ,

ჩემი სუნთქვა.

ჩემიცა ხარ,

ამოსუნთქვა.

ჩემი მზე ხარ,

სულის სხივი.

რომ ჩემს „ზე" ხარ,

კი არ ვჩივი.

მინდა ფრენა,

ფერდი ღრუბლის.

მქონდეს ენა,

ვაჟას „დუბლის".

ვწერდე ულევს,

რითმის წყობას.

დღემდე ურევს,

ბავშვი ოთახს.

მორიგი ხუმრობა


გამოვიდა ქაქუცა,

ხელზე მომელაქუცა.

ოცნებებმა გაქუცა,

მკითხა თავმა გაქო ცაა?

აი ჩვენი თოთია,

აი, იქ, რომ ლოთია.

ცხოვრება რომ შფოთია,

საშველი ხომ ბოთლია.

მე არ მესმის ენვერის,

ოცნება აქვს დენვერის.

მე ხომ კარგად შემფერის,

სახლი ვაკე-ვერელის.

თავს იწონებს ტურფა კატო.

იმანჭება ნეტავ რატო?

შემოვარდა ჩემთან ნატო,

ნატო....აუф...თან რა N.A.T.O.?!

ეღიმება მსუნაგ თამაზს,

გოგოს ხედავს წითურს, ლამაზს.

ყველა ჯერზე მე მთხოვს ამას,

"დავაჯახო" ქეთას, ანას....

სახლს აშენებს მუშა ჯონი,

მუშახელის რომ აქვს გონი.

ეს არ არის ცუდი ტონი,

ჰოლივუდში თან (მემგონი).

მეხმარება ბაღში სლავა,

ენერგია როგორც ლავა.

დაამთავრებს და კვლავ წავა,

იქვე სძინავს, კი არ ავა...

მოკლედ, წავალ, დავისვენებ,

დამათენდა ღამე.

ხვალაც წუთში დავამატებ,

თუ დამჭირდა რამე.

ბავშვობა

სულ მინდა ვიყო პატარა ბავშვი,ქვიშის კოშკები ფეხით რომ ვთელო.არ ამივარდეს არასდროს თავში,სულ რომ მაგარი ლექსები ვწერო.მე მინდა ვიყო ცელქი ბიჭუნა,კლასის გოგონებს ვუშალო ნერვიმერე გავიგო ვინ დამიწუნა....რომ გავიზრდები, ვიცინო ბევრი.მინდა ჩავქოლო მეზობლის ძაღლი,ყველა ჩავლაზე ბოროტად მიყეფს.ვეხმარებოდე ბაბუას დაღლილს,როცა მოსავალს სულ მარტო იღებს.ეზოში მინდა რომ ვიყო ბურთით,ბაღში ვისწავლო "ზილინას" ცეკვა...მინდა დავბრუნდე სულ ერთი წუთით,იმ დროში, რასაც ბავშვობა ერქვა.

* * *


როცა მძინავს მესიზმრება უცნაური ამბები,

თითქოს მოცარტს შესძულდაო როიალის ჰანგები.

ვაჟამ თურმე ჩაიქნია ბუნებაზე ხელი,

ლმობიერი გამხდარაო მოსისინე გველი.

ჯარისკაცი აღარ დგება გულიანად მწკრივში,

მოყვარესთან მალავ იმას, მტერს რომ ახლი პირში.

ხმა გავარდა, შემოაკლდა კაზანოვას ქალებიო,

ბუცეფალიც აღარ დადის, მას მობეზრდა ნალებიო.

დაუნდობლად ასამართლებს ეს აზდაკი ძაღლს და ღორსაც,

მომიბრუნდა მწარედ საქმე, ეკლესიაც აღარ მლოცავს.

სასამართლოს მოსამართლე აღარავინ აღარ დარჩა,

დედოფალის სასახლეში ჩამოკიდეს რაღაც ფარჩა.

აირია ეს სოფელი, ნამდვილ სახეს ყველა კარგავს,

ვიღაც გოგო ავიჩემე, შეყვარებულს ნაღდად არ გავს.

მოკლედ....რომ არ გავაგრძელო ეს უაზრო ზღაპრები...

რომ არ ვნახო კიდევ ერთხელ უცნაური ამბები...

აღარ დავლევ ძილის წამლებს, დილით ადრე ავდგებ

.......


მომეცი,

მომეცი ნება რომ შენთან გავჩნდე,

რომ აგისრულო ყველა ოცნება,

შენი ცრემლების მდინარე გავხდე

და ის ყვავილი სულ რომ ოცდება.

მომენდე,მომამნდე თავი, ფერმკრთალი სული,

შენი ფიქრები თოვლივით თეთრი,

ეგ ბროწეულის სადარი გული,

მთვრალი ლექსებით დღედაღამ ვეტრფი.

გახსოვდეს,

გახსოვდეს მე ვარ ის მოგონება,

ყოველ დილას რომ ღიმილით მხვდები,

მე ვარ ის კაცი, შენ რომ გენება

და ამ სიცილით მივხვდი რომ ხვდები.

!!!:)


როცა მძინავს მესიზმრება უცნაური ამბები,

თითქოს მოცარტს შესძულდაო როიალის ჰანგები.

ვაჟამ თურმე ჩაიქნია ბუნებაზე ხელი,

ლმობიერი გამხდარაო მოსისინე გველი.

ჯარისკაცი აღარ დგება გულიანად მწკრივში,

მოყვარესთან მალავ იმას, მტერს რომ ახლი პირში.

ხმა გავარდა, შემოაკლდა კაზანოვას ქალებიო,

ბუცეფალიც აღარ დადის, მას მობეზრდა ნალებიო.

დაუნდობლად ასამართლებს ეს აზდაკი ძაღლს და ღორსაც,

მომიბრუნდა მწარედ საქმე, ეკლესიაც აღარ მლოცავს.

სასამართლოს მოსამართლე აღარავინ აღარ დარჩა,

დედოფალის სასახლეში ჩამოკიდეს რაღაც ფარჩა.

აირია ეს სოფელი, ნამდვილ სახეს ყველა კარგავს,

ვიღაც გოგო ავიჩემე, შეყვარებულს ნაღდად არ გავს.

მოკლედ....რომ არ გავაგრძელო ეს უაზრო ზღაპრები...

რომ არ ვნახო კიდევ ერთხელ უცნაური ამბები...

აღარ დავლევ ძილის წამლებს, დილით ადრე ავდგები.­­

!!!!


მიყვარს ღამით ლექსის წერა, არ მეხება გარემო.

სიჩუმესთან მიმოწერა, ერთხელ უნდა გაგემო.

დილის რიჟრაჟს რომ შეიგრძნობ,

რომ არც გინდა გახედვა.

ღამის ხიბლსაც მყის შეიცნობ,

ეგრე იცის - თავხედმა. აგაყენებს, დაგსვამს მარტოს

, ხელში მოგცემს სავსე კალამს.

შეეცდება ნება დაგრთოს,

აზრი ჰგავდეს ძვირფას ალმასს.

როცა არღვევ იდილიას,

შენი „სი" რომ სხვისთვის „დო"-ა.

დღის და ღამის ჭიდილია,

თანაც შენი ძილის დროა.

!


ვისაც ვჭირდები იმასთან წავალ,

არ მოვიკითხავ შარშანდელ მოყვასს.

სახლიდან თუნდაც უწინდოდ გავალ,

სანამ სიცივე ბოლომდე მომკლავს.

იმასთან წავალ ვისაც ვჭირდები,

ვინც მე ყოველთვის გამიწევს ძმობას.

თუმცა დღითიდღე უფრო ვიზრდები,

ძმობის მაგივრად ვისწავლი მტრობას.

წავალ ვისთანაც მერგება ღვინო,

ვისთანაც მეთქმის ორიოდ სიტყვა.

ვაი, სულელო შენ ჩემო ტვინო,

ეს ხომ ჩემამდე მრავალჯერ ითქვა.

მე წავალ მასთან, ვინც მე მენდობა,

შევაქებ საქებს, დავგმობ დასაგმობს.

ღმერთისგან ვითხოვ მცირე შენდობას

და გავამართლებ მშობლის ნაამბობს.

მაგრამ ვერ მიხვდით ჩემ სათქმელს მგონი,

დილით რომ მიწევს ქუჩების ხვეტა.

ფიქრობთ, გიჟია...დაკარგა გონი,

ვიღას ვჭირდები მითხარით ნეტავ?!

<3


ერთხელ მახსოვს თოვდა,

ფანტელები თეთრი.

მიმოწერა გვქონდა,

წერილს ახლაც ვეტრფი.

ღამეს ფხიზლად ვათევ,

დარდი მახრჩობს ყელში.

გულში ვეღარ გატევ,

ვეღარც მუჭში,ხელში.

დამებინდა გონი,

აღარაფრის მჯერა.

შემიყვარდი მგონი,

ამას ატყობს ყველა.

შენეული სუნთქვა,

შორ ფიქრებში თვლემა.

მძიმე ამოსუნთქვა,

ხშირი გულის ცემა.

ღამის სინანული,

ტვინში მწარე სენი.

ხვალ კი - სიხარული,

კიდევ ნახვა შენი.



მოამზადა: გ. კალმახელიძე


კატეგორია: მწერლობა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1269 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]