მთავარი » ფაილები » იურიდიული ლიტერატურა

სისხლის სამართალი
2011-02-22, 8:13 PM



სისხლის სამართალი არის სამართლის ერთ-ერთი დარგი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება ითვლება დანაშაულად. ასევე თითოეული დანაშაულისათვის აწესებს შესაბამი სასჯელს.
როგორც პრაქტიკაში, ასევე დოქტრინაში განასხვავებენ მატერიალურ და პროცესუალურ სისხლის სამართალს.
ისტორი

ძველი ცივილიზაციები ერთმანეთისგან არ ასხვავებდნენ სისხლისა და სამოქალაქო სამართალს. პირველი დაწერილი სამართლის კოდექსები შუმერებმა შექმნეს. დღემდე არსებული აღმოჩენების თანახმად, პირველი დაწერილი კოდექსი მიიღო ურის ნეო-შუმერმა მეფემ ურ-ნამუმ დაახლოებით 2100-2050 წლებში ქრისტეს შობამდე. თუმცა, ცნობილია, რომ მანამდე არსებობდა ლაგაშელი ურუკაგინას კოდექსიც. სხვა უძველეს კოდექსთაგან მნიშვნელოვანია ასევე ხამურაბის კოდექსი, რომელიც ბაბილონის სამართლის ბირთვს შეადგენდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი გაიუსის კომენტარები თორმეტი ტაბულის კანონებზე ერთმანეთში ურევდა სისხლისა და სამოქალაქო სამართალს. სისხლისა და სამოქალაქო სამართლის ერთმანეთისგან გარჩევის პირველი მცდელობა შეიმჩნეოდა ინგლისის ნორმანების მიერ დაპყრობის პერიოდში.

ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, თანამედროვე სისხლის სამართალი მე-18 საუკუნეში ჩაისახა, როდესაც ძირითადმა ევროპულმა ქვეყნებმა მიიღეს შესაბამისი საერო კანონმდებლობა და მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად შექმნეს საპოლიციო სისტემები.

სისხლის სამართლის მიზნები

სასჯელის საშუალებით სისხლის სამართალი გარკვეულ მიზნებს ისახავს. სისხლის სამართლის მიზნები განსხვავებულია იმისდა მიხედვით თუ რა ტიპის სახელმწიფოა ან/და რა ტიპის საზოგადოებაა მოცემულ სახელმწიფოში. თუმცა, თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოების სისხლის სამართალში შემდეგი ხუთი მიზანი დომინირებს: სამაგიეროს გადახდა, პრევენცია, ინდივიდუალური დამნაშავის გაუვნებელყოფა, რეაბილიტაცია და რესტიტუცია.
სამაგიეროს გადახდა - სისხლის სამართლის ყველაზე ძველი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. აღნიშნული დოქტრინის მიხედვით, რადგანაც დამნაშავემ დანაშაულის ჩადენით დაუმსახურებელი უპირატესობა მოიპოვა ან/და ზიანი მიაყენა სხვებს მას ამისთვის სათანადო უნდა მიეზღოს.
პრევენცია - მიმართულია დანაშაულის თავიდან აცილებისაკენ. თუ ადამიანები დაინახავენ, თუ როგორ დაისაჯა მეორე ადამიანი სისხლის სამართლის დარღვევისთვის (მაგალითად მკვლელობისთვის) იგი შიშით აღარ ჩაიდენს დანაშაულს (ზოგადი პრევენცია) ან თავად დამნაშავე, რომელმაც თავად გამოსცადა სასჯელი სხვა სასჯელის შიშით აღარ ჩაიდენს დანაშაულს (ინდივიდუალური პრევენცია).
ინდივიდუალური დამნაშავის გაუვნებელყოფა- თუ სასჯელის საშუალებით დამნაშავის ძირითადი საზოგადოებიდან იზოლირება მოხდება, საზოგადოება დაცული იქნება მის მიერ დანაშაულის მომავალი ჩადენისგან.
რეაბილიტაცია - მიზნად ისახავს დამნაშავის გამოსწორებას და ძირიტად საზოგადოებაში ჯანსაღ წევრად დაბრუნებას. აღნიშნული მიზანი მეტნაკლებად დაკავშირევულია ინდივიდუალურ პრევენციასთან, რადგან საზოგადოების გაჯანსაღებული წევრისგან ნაკლებად მოსალოდნელია დანაშაულის ჩადება.
რესტიტუცია - არის დანაშაულის მსხვერპლზე ორიენტირებული სასჯელის თეორია, რომლის მიხედვით დანაშაულის მსხვერპლს უნაზღაურდება მიყენებული ზიანი. თუმცა, აღნიშნული მიზნის რეალიზების მექანიზმებს ცალკეულ სახელმწიფოებში ახდენს სამოქალაქო სამართალი.

აღსრულების მექანიზმი
თითოეული სამართლის დარგის სიცოცხლისუნარიანობა აღსრულების მექანიზმების ეფექტურობაზეა დამოკიდებული. სისხლის სამართალი სამართლის ის დარგია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აღსრულები მექანიზმები გააჩნია.

სისხლის სამართალს გააჩნია ნორმატიული და ინსტიტუციური აღსრულების მექანიზმები. ნორმატიულ მექანიზმებს შეადგენს პროცესუალური სამართლის კანონმდებლობა, რომელიც მატერიალური სამართლის აღსრულებისთვის აუცილებელ პროცედურებს ადგენს. ხოლო, ინსტიტუციებს შეადგენს: პოლიცია, პროკურატურა სასამართლო და პენიტენციური სისტემა.
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 758 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]