რამაზ კვარაცხელია ,,ყაჩაღობის ისტორიული მიმოხილვა’’
2011-03-12, 8:11 PM





ყაჩაღობის ისტორიული მიმოხილვა. ყაჩაღობის ცნება საქართველოსა და საზღვარგარეთის         ქვეყნების სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით

1. ყაჩაღობა ქართული სამართლის ძეგლების მიხედვით

საქართველოში უძველესი დროიდან დიდი ყურადღება ექცეოდა საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოში სამართლებრივი დონე იმ დროსთან შედარებით გაცილებით მაღალ დონეზე იდგა, რადგან ჩადენილ ქმედებებს შედარებით სწორი კვალიფიკაცია ეძლეოდა.
ქართული სამართლის ისტორიის შესწავლა ცხადყოფს, რომ საქართველოში მოქმედი ქართული სამართლის ძეგლებში აღწერილ დანაშაულთა დისპოზიციები არსებულ დროსთან შედარებით მაღალი დონის იყო. მაგალითად, ქონების დაუფლების მიზნით ჩადენილ მკვლელობა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ითვლებოდა და მას "მეკობრეობა” და "ავაზაკობა” ეწოდებოდა, ხოლო მის ჩამდენ პირს "მეკობრე” და "ავაზაკი”. არსებული წყაროებიდან ირკვევა, რომ დაზარალებულს "მიმძლავრებული” ეწოდებოდა. (VI მსოფლიო კრების ძეგლისწერა 130 და ბასილი ეზოს მოძღვარი, თამარის მეორე ისტორიკოსი). ფაქტიურად ანგარებით მკვლელობას სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად მიიჩნევდნენ, თუმცა როგორ ხდებოდა ანგარებითი მკვლელობისა, ქურდობის და ყაჩაღობის დროს ჩადენილი მკვლელობის ერთმანეთისაგან გამიჯვნა ძნელი სათქმელია, მაგრამ როგორც წყაროების შესწავლით ირკვევა, გიორგი ბრწყინვალის `ძეგლისდებაში~ ტერმინები _ მოპარვა და სამეკობრო საქმე ერთი და იგივეა. `ძეგლისდებაში~ საუბარია ცხენის მოპარვაზე, რაშიც ფარული მოქმედებაა ნაგულისხმევი. სიტყვები `მპარავობა~ და `მეკობრეობა~ უფრო ფართო მნიშვნელობისა იყო, ვიდრე ქურდობა.
საქართველოში ძველად სხვისი ქონების ფარულად მითვისებას "პარვა”ერქვა, ხოლო მიმთვისებელს- "მპარავი”. როდესაც მიმთვისებელი ცხადად მოქმედებდა და ძალით იტაცებდა, მაშინ ამას "რბევა”-ს და "მიმძლავრება”-ს, მომქმედ პირს კი "მძლავრებელ”-ს ეძახდნენ.
ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოში საკმაო ისტორია აქვს. მპარავთმძებნელის ინსტიტუტის ნაცვლად სვიმონ მეფის სიგელში მეკობრეთმძებნელი დამკვიდრდა, ხოლო სახელის შინაარსი, დაახლოებით, იგივე დარჩა. სვიმონ მეფის სიგელშიც მეკობრეთმძებნელი სპეციალური მოხელეა, რომლის მოვალეობას საკუთრების უფლების დაცვა შეადგენს. `დამნაშავეს, რომელიც საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულს ჩაიდენს, ძეგლში ქურდი ეწოდება,~ ხოლო ქურდობას, როგორც დანაშაულის სახეს _ მოპარვა. პროფ. ივ. სურგულაძე თვლის, რომ გიორგი ბრწყინვალის `ძეგლისდებაში~ ტერმინები _ მოპარვა და სამეკობრო საქმე ერთი და იგივეა. `ძეგლისდებაში~ საუბარია ცხენის მოპარვაზე, რაშიც ფარული მოქმედებაა ნაგულისხმევი. სიტყვები `მპარავობა~ და `მეკობრეობა~ უფრო ფართო მნიშვნელობისა იყო, ვიდრე ქურდობა. მეკობრე და მპარავი სხვის ნივთს ჩუმად ან ხშირად აშკარად იტაცებდა, ე. ი. სხვისი ქონების აშკარა გატაცება-ძარცვის ან ყაჩაღობის ნიშნებითაც ხასიათდებოდა.
როცა საქართველოში საგვარეულო წესწყობილება იყო, მაშინ მხოლოდ ერთსა და იმავე გვარისშვილობაში ჩადენილი მეკობრეობა, პარვა და რბევა ითვლებოდა სამარცხვინოდ. მაგალითად, თუ ამ გვარისშვილი ამგვარ საქმეებს თავის თანამოგვარეთა შორის ჩაიდენდა ეს საძრახისად ჩაითვლებოდა, ხოლო სხვა გვარის დარბევა, გაცარცვა და გაქურდვა თუნდაც ეს ნავარდობა მკვლელობით დამთავრებულიყო სასახელო საქმედ მიაჩნდათ.
VIII-XIII ს.ს. საქართველოში საგვარეულო წესწყობილების დარღვევისა და სახელმწიფო მოქალაქეობრივი და მამულიშვილური მიდგომის დამკვიდრების შემდეგ მეკობრეობა, პარვა და რბევა აღიარებულ იქნა ბოროტმოქმედებად და დაწესდა მის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრი სასჯელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვა, მეზობელი სახელმწიფოს მცხოვრების გაცარცვა დანაშაულად არ ითვლებოდა.
საქართველოში მეფეების მიერ გატარებულმა მკაცრმა სისხლის სამართლის პოლიტიკამ თავისი შედეგი გამოიღო. XII საუკუნეში საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრება გაცილებით უფრო მშვიდი იყო, რადგან პრაქტიკულად არ ხდებოდა პარვა და ავაზაკობა. მაგალითად, თამარ მეფის ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ "ჟამთა მისთა არა იყო მიმძლავრებული, არცა მტაცებელი, არცა მეკობრე და მპარავი”-ო. ქვეყანაში ასეთი კრიმინოგენული მდგომარეობა უნდა აიხსნას იმ პერიოდში საქართველოს მეფის გიორგი III-ს მიერ მოწვეული საკანონმდებლო კრების დროს დაწესებული მკაცრი სასჯელების შემოღებით.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თამარ მეფის დროს ყოველგვარი დანაშაულისათვის სასჯელი შემცირებული იყო, მხოლოდ მეკობრეებისთვის იყო მკაცრი სასჯელი დაწესებული. (ბასილი ეზოს მოძღვარი)
ჟამთააღმწერელის ცნობიდან ირკვევა, რომ საქართველოში XIII ს. შუა წლებშიც მეკობრეობისათვის ისევ მკაცრი სასჯელი ყოფილა დაწესებული. ამ ავტორის სიტყვებით მესტუმრე ჯიქურის ზეობის დროს ულუ-დავითის "სამეფოსა მპარავი და ავაზაკი არა იპოვებოდა, თუ სადა გაჩნდეს, ძელსა ჩამოჰკიდიან”-ო. იგივე წყაროს ცნობით XIII საუკუნის პირველ ნახევარში ოდიშში ბედიან დადიანის ჯონშერის ძის გონიერი მმართველობის წყალობით "მპარავი და ძვირის მოქმედი არა იპოვებოდა.”
როგორც ვხედავთ, საქართველოს ისტორიისათვის საკუთრების წინაარმდეგ მიმართულ დანაშაულთა ფორმები არც თუ უცხოა, მაგარამ XVI-XVIII საუკუნეებში განსაკუთრებით, ფართოდ გავრცელდა ისეთი საშიში სახეობები, როგორიც არის გზებზე ყაჩაღობა და ადამიანების მოტაცება, რომლებიც წარმოადგენდა საქართველოში დანაშაულებრივი ქცევის ძირითად ორგანიზებულ ფორმებს XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე.

2. სისხლის სამართლის კოდექსებში ყაჩაღობის დისპოზიციის განვითარების ეტაპები
(1922 წლის კოდექსიდან 1999 წლის 22 ივლისს მიღებულ კოდექსამდე)

ჩვენ ზემოთ უკვე განვიხილეთ თუ როგორ იყო ჩამოყალიბებული ქართული სამართლის ძეგლებში ყაჩაღობის დისპოზიცია და როგორ ისჯებოდა ის მეფის დროინდელ საქართველოში. ამ პუნქტში კი განვიხილავთ საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან დღემდე მიღებულ კოდექსებში ყაჩაღობის დისპოზიციებს და იმას თუ რა სახის ტრანსფორმაცია განიცადა მუხლმა, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა ყაჩაღობისათვის 1922 წელს მიღებული კოდექსიდან 1999 წლის 22 ივლისს მიღებულ კოდექსამდე.
XX საუკუნის 20-იან წლებში ჩატარდა საკანონმდებლო რეფორმა, რომლის შედეგად შეიქმნა საბჭოური ეპოქის პირველი ორი კოდექსი (1922, 1928 წწ.)
1922 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 191-ე მუხლის მიხედვით ყაჩაღობა იყო "ქონების გატაცების მიზნით სააშკარაოდ თავდაცემა ცალკე პირისა ვისმეზე, რასაც თანა სდევდა ძალადობა, რომელიც დაზარალებულს სიკვდილს ან დაშავებას უქადდა.”
1928 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის თანახმად: ყაჩაღობაა "სხვისი ქონების წართმევის მიზნით, თუნდაც ერთი პირის სააშკარაოდ თავდაცემა, რასაც თან სდევდა დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის დამუქრება;
იგივე მოქმედება, უკეთუ იგი ჩადენილია განმეორებით, ან თუნდაც პირველადაა ჩადენილი, ხოლო მას თან მოჰყვა სიკვდილი ან მძიმე დაშავება;
შეიარაღებული ყაჩაღობა.”
საქართველოს 1960 წლის სისხლი სამართლის კოდექსში არსებობდა ორი სახის ყაჩაღობის ცნება: 1). სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლი "ყაჩაღობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცების მიზნით” და 2). სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლი "ყაჩაღობა”. პირველ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრული ყაჩაღობის დისპოზიცია შედგენილი იყო შემდეგნაირად: "ყაჩაღობა, ე. ი. თავდასხმა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დაუფლების მიზნით, რომელსაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა” მეორე სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის დისპოზიცია კი განიმარტებოდა შემდეგნაირად: "ყაჩაღობა, ე. ი. თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რომელსაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა”
როგორც ვხედავთ, 1960 წლის კოდექსში ცალცალკე იყო ჩამოყალიბებული სახელმწიფო და პირადი ქონების ყაჩაღური გზით დაუფლების ცნებები.
ამ მხრივ განსხვავებულია საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ყაჩაღობის ჩადენისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად ყაჩაღობა არის თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალა-დობით, ან¬და ასეთი ძალადობის მუქარით.
სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის I და II ნაწილით გათვალის-წინებული ქმედება (ყაჩაღობა) განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ამიტომ სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება მისი მომზადებაც. მცდელობა კი საერთოდ შეუძლებელია ყაჩაღობის დროს.
რაც შეეხება, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის II ნაწილს, იქ ჩამოყალიბებულია ისეთი დამამძიმებელი გარემოებები როგორიცაა: ყაჩაღობის ჩადენა ა) სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით; ბ) ყაჩაღობის ჩადენა ჯგუფურად; გ) ყაჩაღობის ჩადენა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის III ნაწილში არის შემდეგი მაკვალიფიცირებელი ნიშნები:Úყაჩაღობის ჩადენა ა) არაერთგზის; ბ) ბინაში უკა-ნონო შეღწევით; Gგ) დიდი ოდენობით ნივთის და¬უფლების მიზნით;
სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლს გააჩნია ასევე IV ნაწილი, რომელშიც ჩამოთვლილია შემდეგი დამამძიმებელი გარემოებები: ყაჩაღობის ჩადენა: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) იმის მიერ, ვინც ორ¬ჯერ ან მეტ¬ჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მარლთსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის; სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის III, IV ნა¬წი¬ლით გათვალისწინებული ქმედება განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე და¬ნაშაულთა კატეგორიას და ისჯება მისი, როგორც ჩადენა, ასევე მომზადება.

3. საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობაში ყაჩაღობის ცნების მიმოხილვა

ყაჩაღობის საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ყაჩაღობის მუხლების დისპოზიციების შესწავლა და შედარება.
ამერიკის შეერთებული შტატებში „The Uniform Crime Reports"-ის მიხედვით ყაჩაღობა განიმარტება, როგორც „პიროვნების ან პიროვნებების მიერ ზედამხედველობის, მეურვეობის ან კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების გამოძალვა ან რაიმე ღირებულის წართმევის განზრახვა ძალადობის გამოყენებით, ან ძალადობის გამოყენების მუქარით ან ძალმომრეობით ან/და მსხვერპლის შეშინებით,."
1992 წლის"Bureau of Justice Statistic”- მოხსენება მსხვილი საქალაქო ოლქების სისხლის სამართლის დანაშაულზე ბრალდებულების შესახებ განმარტავს ყაჩაღობას, როგორც „უკანონოდ გამოძალვას რაიმე ღირებულისა ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით."
კალიფორნიის სისხლის სამართლის კოდექსის 211-ე პარაგრაფის მიხედვით ყაჩაღობა არის სხვისი პირადი ქონების ძალით მიტაცება იმ პიროვნებისგან, რომლის მფლობელობაშიცაა, ან მისი უშუალო თანდასწრებით და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ძალადობით ან შეშინებით.
ლუიზიანაში არსებობს გაძლიერებული ყაჩაღობის კანონი, რომლის მიხედვითაც გაძლიერებული ყაჩაღობა არის სხვისი ქონების ან რაიმე ღირებულების მიტაცება, სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანებით. (სხეულის სერიოზული დაზიანება)
ამავე კანონის მიხედვით "სხეულის სერეიოზულ დაზიანებად” ითვლება, როცა დაზიანება იწვევს ექსტრემალურ ფიზიკურ ტკივილს, სხეულის აშკარა დამახინჯებას, სხეულის რომელიმე ორგანოს ფუნქციის დაკარგვას ან თუ შექმნა სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე.
კენტუკის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ყაჩაღობა ორი კატეგორიისაა: I. (1) პირი ჩაითვლება პირველი კატეგორიის ყაჩაღობის ჩადენაში დამნაშავედ, თუ ის დანაშაულის ჩადენის დროს, ქურდობის (საუბარია ქონების დაუფლებაზე) დასრულების მიზნით იყენებდა ძალადობას ან იმუქრებოდა ფიზიკური ძალადობის გამოიყენებით და:
(ა) მან გამოიწვია ფიზიკური დაზიანება ნებისმიერი პირისა, რომელიც არ არის დანაშაულის მონაწილე; ან
(ბ) ის შეიარაღებული იყო სიცოცხლისათვის საშიში იარაღით; ან
(გ) ის იყენებდა ან იმუქრებოდა, რომ უშუალოდ გამოიყენებდა საშიშ იარაღს (საშუალებას) ნებისმიერი პირის საწინააღმდეგოდ, რომელიც არ იყო დანაშაულის მონაწილე.
II. მეორე კატეგორიის ყაჩაღობა
(1) პირი ჩაითვლება მეორე კატეგორიის ყაჩაღობის ჩადენაში დამნაშავედ, თუ ის ქურდობის ჩადენისას, ქურდობის დასრულების მიზნით იყენებდა ან იმუქრებოდა ფიზიკური ძალადობის უშუალო გამოყენებით.
გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს ზოგადად ყაჩაღობის (Raub) კატეგორიას, რომელიც მოიცავს ყაჩაღობას, მძიმე ყაჩაღობას, ყაჩაღობას, რომელსაც სასიკვდილო შედეგი მოჰყვა, ყაჩაღური ქურდობა, ყაჩაღური გამოძალვა და სხვ.
გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე მუხლის მიხედვით "ვინც ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით დაეუფლება სხვის მოძრავ ნივთს მისაკუთრების ან სხვისთვის გადაცემის მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ ერთი წლისა.
შესაძლებელია უფრო მაღალი სასჯელითაც.
ყაჩაღობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში:
1. ისჯება თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ 3 წლით.
ა). იარაღის ან სხვა საშიში საშუალების გამოყენების მუქარით;
ბ). დაზარალებულის წინააღმდეგობის თავიდან აცილების ან დაძლევის მიზნით იარაღის ან სხვა საგნის გამოყენებით;
გ). დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით;
2. ისჯება თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ 5 წლით.
ა). იარაღის ან სხვა საშიში საშუალების გამოყენებით;
ბ). ფიზიკური ძალადობა (წამება) დაზარალებულის სიცოცხლისათვის საშიში დაზიანების მიყენებით.
ყაჩაღობა, რომელიც გამოიწვევს დაზარალებულის სიკვდილს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.”
აქედან ჩანს, რომ კოდექსში ყაჩაღობა (ღაუბ) განმარტებულია ვიწრო გაგებით, ვიდრე ყაჩაღობა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ყაჩაღობა, რომელსაც სასიკვდილო შედეგი მოჰყვება ჩადენილია, როცა შემსრულებელი „ძარცვის შესრულებისას... უყურადღებოდ იწვევს სხვა პირის სიკვდილს...." ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ შტატში ეს კატეგორია მიეკუთვნება სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას და შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მკვლელობა.
„ყაჩაღურ ქურდობად” ითვლება შემთხვევა, როცა ამსრულებელი, „დაკავებულია ქურდობის დროს და იყენებს ძალადობას პირის საწინააღმდეგოდ, ან ემუქრება სიცოცხლის ხელყოფით, მოპარული ქონების შენარჩუნების მიზნით..."
საინტერესოა ასევე გერმანიის კოდექსში ყაჩაღური გამოძალვის მუხლის არსებობა. გამოძალვა ჩადენილია პირის მიერ, რომელიც „ძალის გამოყენებით ან მუქარით პირს აიძულებს ჩაიდინოს დანაშაული, უსიტყვოდ დათანხმდეს შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე ქმედება, რაც იწვევს მსხვერპლის ან სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებას, პირადი ან მესამე პირის გამდიდრების მიზნით... ."
„ყაჩაღური გამოძალვად” ითვლება ქმედება, როცა გამოძალვა „ხდება პირის მიმართ ძალის გამოყენებით, ან სიცოცხლის დაუყოვნებლივ ხელყოფის მუქარით...," ერთი შეხედვით ეს დანაშაული ამერიკული კანონმდებლობის ფარგლებში უფრო ახლოსაა გამოძალვასთან, ვიდრე ყაჩაღობასთან, მაგრამ გერმანულ კანონმდებლობაში ყაჩაღობა უფრო ვიწროდ გაგებული კატეგორიაა, ვიდრე ყაჩაღობა ამერიკულ კანონმდებლობაში. ყაჩაღობას ესაჭიროება აქტიური ქმედება ამსრულებლის მიერ. თუკი ქონების გადაცემა ხდება გადატენილი იარაღის მსხვერპლის თავთან მიდებით, ასეთ შემთხვევაში დანაშაული განეკუთვნება „ყაჩაღურ გამოძალვას". ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მეტად შესაძლოა ყველა შემთხვევა „ყაჩაღური გამოძალვისა" ჩაითვალოს მხოლოდ ყაჩაღობად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ყაჩაღობა და გამოძალვა არის ფორმალური შემადგენლობის დელიქტები. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კი ყაჩაღობა მატერიალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ქონების დაუფლების შემთხვევაში, ხოლო გამოძალვა ფორმალური შემადგენლობისაა, ამიტომ თუ გამოძალვის დროს ადგილი ექნება პირის მიმართ ძალის გამოყენებას, ან სიცოცხლის დაუყოვნებლივ ხელყოფის მუქარას, იგი ჩაითვლება ყაჩაღურ გამოძალვად. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ზოგიერთ მუხლს მითითებული აქვს, რომ სხვისი ქონების უკანონოდ მითვისების (მისაკუთრების) მცდელობა სასჯელის ღირსია, მაგრამ ასეთ მითითებას ყაჩაღობის მუხლი არ იცნობს, აღნიშნული კი საკანონმდებლო ტექნიკის შედეგია და სულაც არ გამორიცხავს ყაჩაღობის მცდელობის დასჯადობას. ამდენად, გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსით ყაჩაღობის მცდელობაც დასჯადია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ყაჩაღობად არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ისეთი ქმედება, როცა თავდამსხმელმა მოითხოვა უძრავი ქონების თავის მფლობელობაში გადაცემა. მაგალითად, დუმბაძე თავს დაესხა პირს, რომელსაც ძალადობის გამოყენებითა და მოკვლის მუქარით მოსთხოვა ჩუქების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რათა მისთვის გადაეცა საკუთრების უფლებით ზღვისპირას მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული აგარაკი, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი არ გამოგვადგება, ვინაიდან, ხსენებული მუხლის დისპოზიციაში საუბარია სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმაზე, ხოლო აგარაკი არის უძრავი ნივთი და ამდენად ყაჩაღობის მუხლით ამ სახის თავდასხმის კვალიფიკაცია არ იქნება მართებული. ამ მაგალითში დამნაშავის ქმედება შეიცავს გამოძალვის ნიშნებს, მაგრამ გამოძალვის მუხლის დისპოზიცია ძალადობის დაუყოვნებლივ გამოყენებას არ ითვალისწინებს, ამდენად რა კვალიფიკაცია უნდა მიეცეს ამ ქმედებას? ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით.

რამაზ კვარაცხელია
სამართლის დოქტორი, პროფესორი

კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 2634 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]