პრობლემები სასჯელის კვალდაკვალ
2011-02-25, 11:33 PM


რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს? – ეს მარადიული კითხვაა, რომელიც დიდი ხანია არ ასვენებს კაცობრიობას და ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი დღესაც არ არსებობს. ადამიანი ამოუცნობი ფენომენია, რომლის დროსაც და სივრცეში ვითარდება, აზროვნების ახალი სტილი უყალბდება. განვითარებასთან ერთად იგი უფრო მეტის მიღწევას ცდილობს და საკუთარი სტატუს აღარ აკმაყოფილებს. კაცობრიობასთან ერთად იზრდება ადამიანის დანაშაულებები ფანტაზია და შესაბამისად ყალიბდება დანაშაულის ახალი სახეები. დანაშაულს მუტაციის საოცარი უნარი გააჩნია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის საზოგადოება სასჯელის დაწესებით ცდილობს.
სასჯელზე საუბრისას საინტერესოა ის ფაქტი, თუ როგორ აღიქვმდა მას საზოგადოება კაცობრიობის განვითარების თითოეულ ეტაპზე. სასჯელის ცნებან და მიზნებმა გრანდიოზული სახელცვლიბები განიცადეს, დაწყებული ტალიონის პრინციპის არსებობის დროიდან, ვიდრე ჩვენს ეპოქამდე, რომელიც სასჯელს მრავალ კეთილშობილურ მიზანს უკავშირებს. საზოგადოების საწყის ეტაპზე სასჯელი სხვა არაფერი იყო თუ არა სამაგიეროს მიზღვა ან შურისძიება დამნაშავეზე. შუა საუკუნეების კანონიკურ თეორიებში სასაჯელს აღიქვამდნენ, როგორც განსაწმენდელს, რომლის შეფარდებაც დამნაშავეს კვლავ აძლევდა უფალთან მიახლოვების საშუალებას. ისინი უარყოფდნენ სასჯელის მომავლისკენ მიმართულ მიზნებს და მას მხოლოდ წარსულის დარეგულირებად მიიჩნევდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ განსხვავებით აწმყოსაგან, შორეულ წარსულში სასჯელისა და დანაშაულის თანაფარდობის პრობლემად მწვავედ იდგა. ადგილი ჰქონდა აშკარა შეუსაბამისობას სასჯელის სიმძიმესა და დანაშაულის ხასიათს შორის, რაც მეტად არაჰუმანური სასჯელების გამოყენებას იწვევდა, როგორიც იყო სიცოცხლის მოსპობა, ასოთდამაზიანებელი სასჯელბი, ძელზე გასმა ა.შ.
თანამედროვე ეპოქის უდიდესი მონაპოვარია სწორედ ის, რომ მოხდა არაჰუმანური სასჯელების აღმოფხვრა და შეძლებისდაგვარად გამოსწორდა დანაშაულისა და სასჯელის თანაფარდობის პრობლემაც, დაწესდა დასჯადი ქმედებების შეფარდება მხოლოდ კანონის ნორმატიული ნების საფუძველზე. ცნობილი იტალიელი კრიმინალისტი, ჩეზარე ბაკერია, თავის ნაშრომში "დანაშაულისა და სასჯელის შესახებ” ზემოთხსენებული პრობლემის თაობაზე ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში წერდა, რომ სასჯელისა და დანაშაულის არასწორი შეფარდება თვით ახალ დანაშაულს იწვევს. " ერთისა და მეორის არასწორი განაწილებით წარმოიქმნება წინააღმდეგობა..., რომელიც გამოიხატება იმაში, რომ თვით სასჯელი იწვევს დანაშაულს ".
საქართველოს სისხლის სამართლის 39-ე მუხლში მოცემულია, რომ "სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია”. ამ განმარტებაში ასახულია ის შინაარსი, რომელსაც თანამედროვე ეპოქა სასჯელს ანიჭებს. საინტერესოა, რას ნიშნავს სამართლიანობის აღდგენა სასჯელის შეფარდების გზით? ხომ არ მივყავართ ამას ჩვენს მიერ მრავალჯერ უარყოფილ სასჯელის მიზანთან – შურისძიებასთან, სამაგიეროს მიზღვასთან და ა.შ.? ბუნებრივია, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენით დამნაშავე არღვევს არსებულ მართლწესრიგს, ირღვევა სამართლიანობის პრინციპი და შესაბამისად, უსამართლობის ჩამდენის დასჯა, გარკვეულწილად, სამართლიანობადაც აღიქმება. ცხადია, რომ დამნაშავე უსამართლობას სჩადის. კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა დამნაშავეს ეგონოს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედება სულაც არ არის უსამართლობა. იგი ხომ დანაშაულს იმიტომ სჩადის, რომ მასში სამართლებრივი წესრიგისადმი პატივისცემის გრძნობა არასაკმარისად არის აღზრდილი. საზოგადოების მხრიდან სასჯელის დაწესება და მისთვის სამართლიანობის აღდგენის მიზნის მინიჭება იმას ემსახურება, რომ მიუთითოს თითოელ დამნაშავეს, თუ რა არის სამართლიანი და რა უსამართლო, სჩადის რა უსამართლობის აქტს, იგი დაისჯება მისივე ქმედებიდან გამომდინარე.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააცნია. რესოციალიზაციაზე საუბრისას პრობლემა იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად შეიგნებს დამნაშავე იმას, რომ საზოგადოება მის გამოსწორებაზე ფიქრობს და არა მასზე შურისძიებაზე. დამნაშავეთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სასჯელი საზოგადოების მხრიდან სამაგიეროს მიზღვაა და არავითარ შემთხვევაში მასზე ზრუნვა ან მისი რეაბილიტაციის საშუალება. სწორედ ამის გამო ხდება, რომ ერთხელ სასჯელმოხდილი მეორედაც არ ერიდება სხვა უფრო მძიმე ქმედების ჩადენას. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ პრევენციული მიზანი რიგ შემთხვევებში ვერ ხორციელდება.
რაც უფრო მძიმეა დანაშაული, მით უფრო ძნელია დამნაშავეებში კანონის პატივისცემის გრძნობის აღძვრა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დამნასავის პიროვნება მის მიერ ჩადენილ დანაშაულამდე არ დაიყვანება. არის შემთხვევები, როცა პირი ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას და სასჯელის მოხდის შემდეგ საზოგადოებას გამოსწორებული უბრუნდება. რესოციალიზაციაზე საუბრისას ძირითადი ორი პრობლემა განიხილება: ერთი მხრივ, კანონმდებელმა სსკ-ში მიგვითითა, რომ სასჯელის ერთ – ერთი უმთავრესი მიზანი რესიციალიზაციაა და დამნაშავის რეაბილიტაციის საქმეშ საზოგადოებამ დიდი წვლილი უნდა შეიტანოს. მეორეს მხრივ, კი პრობლემა იმაში მდგომარეობს,თუ რამდენად განახორციელებს საზოგადოება ამ ქმედებას, როგორ მიიღებს იგი ნასამართლევ ადამიანს? ხშირ შემთხვევაში არ ენდობიან და გაურბიან, ეს კი აშკარადარ არის მისი რეაბილიტაციის მცდელობა.
ამდენად, იქმნება საშიშროება, რომ სასჯელი მიზნები მხოლოდ ფორმალობაა, თუმცა ეს საკითხი განსჯის საგანია. მისი რეალობად ქცევა ისევა დამიკიდებული საზოგადოების ქცევაზე, როგორც დამნაშავის შეგნებაზე. ამ პრობლემის გადაჭრა ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს და ყველაზე მთავარი, ს.ს კოდექსი განმარტავს "სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1512 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]