ომის დანაშაულობანი (War crimes)
2011-04-04, 0:22 AM
ომის დანაშაულობანი (War crimes) - ომის კანონებისა და ჩვეულებების განსაკუთრებით სერიოზული, მძიმე დარღვევები, რომლებსაც მიეკუთვნება: მკვლელობა, წამება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მონობაში ან სხვა მიზნით გარეკვა, სამხედრო ტყვეთა ან გემის კატასტროფაში მოყოლილ პირთა მკვლელობა და წამება, მძევალთა მკვლელობა; კერძო ან საზოგადოებრივი ქონების ძარცვა, სამოქალაქო დასახლებული პუნქტების უმიზნოთ განადგურება-გაპარტახება და სხვ. ეს დანაშაულობები ჩამოთვლილია ნიუნბერგის 11946 წლის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის (იხ. ომის დამნაშავეები, ნიუნბერგის პროცესი) წესდებაში (მე-6 მუხ.).


ომის დანაშაული წარმოადგენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ დანაშაულებს (რომის სტატუსისი მე-5 მუხლის 1 პუნქტიას ,,ც"). რომის სტატუტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, თუ რა ჩაითვლება ომის დანაშაულებად. სტატუტი ოდ-ად მიიჩნევს როგორც ომის მსხვერპლთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს, ასევე ომის წარმოების აკრძალულ მეთოდებსა და საშუალებებს გარდა ამისა, მე2(ე) პუნქტი ეხება არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტებს და, ამრიგად, არ გამოიყენება შიდა წესრიგის დარღვევისა და დაძაბულობების დროს, როგორებიცაა: არეულობები, ძალადობის ცალკეული და სპორადული შემთხვევები ან სხვა მსგავსი ხასიათის აქტები; ის ეხება შეიარაღებულ კონფლიქტებს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როდესაც მიმდინარეობს ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტი სამთავრობო ძალებსა და ორგანიზებულ შეიარაღებულ დაჯგუფეფებს შორის ან ასეთ დაჯგუფეფებს შორის.


რომის სტატუტი განსაზღვრავს, თუ რა ჩაითვლება ომის დანაშაულებად. კერძოდ, 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების მძიმე დარღვევა ანუ ქმედებები, რომელიც მიმართულია ჟენევის კონვენციების დაცვის ქვეშ მყოფი პირების ან საკუთრების წინააღმდეგ; განზრახ მკვლელობა; წამება ან არაადამიანური მოპყრობა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერიმენტები; მძიმე ტანჯვის, სხეულის მძიმე დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება; საკუთრების უკანონო, უაზრო და ფართომასშტაბიანი განადგურება და მითვისება, რაც გაუმართლებელია სამხედრო აუცილებლობით; სამხედრო ტყვის ან სახვა დაცვის ქვეშ მყოფი პირის იძულება, იმსახუროს მოწინააღმდეგე სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში; სამხედრო ტყვის ან სხვა დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის სამართლიანი და ნორმალური სასამართლო განხილვის უფლების ჩამორთმევა; უკანონო დეპორტაცია ან გადაადგილება, ან უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა; მძევლებად აყვანა; იმ კანონებისა და ჩვეულებების მძიმე დარღვევები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოიყენება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების დროს, კერძოდ, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება: განზრახ თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, ან ცალკეულ სამოქალაქო პირებზე, რომლებიც უშუალოდ არ გამოიყენებიან საომარ მოქმედებებში; განზრახ თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე, ე. ი. იმ ობიექტებზე, რომლებიც არ გამოიყენებიან სამხედრო სამიზნეთ; დარტყმების განზრახ მიყენება ჰუმანიტარულ დახმარებაში ან მშვიდობის მხარდამჭერ მისიაში გაეროს წესდების შესაბამისად მონაწილე პერსონალზე, ობიექტზე, მასალებზე, ქვედანაყოფებზე და გადასაზიდ საშუალებებზე, ვიდრე მათ აქვთ ის დაცვის უფლება, რაც ენიჭებათ სამოქალაქო პირებს ან სამოქალაქო ობიექტებს შეიარაღებული კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; განზრახ თავდასხმა, როდესაც ცნობილია, რომ ასეთი თავდასხმა გამოიწვევს სამოქალაქო პირთა შემთხვევით დაღუპვას ან დაზიანებას ან სამოაქალაქო ობიექტების დაზიანებას, ანდა ბუნებრივი გარემოს ფართომასშაბიან, ხანგრძლივ და მნიშვნელოვან ზიანს, რომელიც არათანაზომიერი იქნებოდა კონკრეტული და უშუალოდ მოსალოდნელი სამხედრო უპირატესობისა; ნებისმიერი საშუალებით ქალაქებზე, სოფლებზე, საცხოვრებლებსა ან შენობაზე თავდასხმა, ან მათი დაბომბვა, რომლებიც არ არიან დაცული და არ გამოიყენებიან სამხედრო სამიზნედ; იმ კომბატანტის მოკვლა ან დაჭრა, რომელმაც დადო იარაღი ან არ გააჩნია დაცვის საშუალება და უსიტყვოდ დანებდა; დროებით ცეცხლის შეწყვეტის აღმნიშვნელი ალმის, ეროვნული დროშის ანდა გაეროს ან მოწინააღმდეგის განმასხვავებელი სამხედრო ნიშნის და ფორმის, აგრეთვე ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული განმასხვავებელი ემბლემების არასათანადო გამოყენება, რამაც ადამიანთა სიკვდილი ან მათი მძიმე ფიზიკური დაზიანება გამოიწვია; ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ თავისი სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაყვანა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ან ოკუპირებული ტერიტორიის მთელი მოსახლეობის თუ მისი ნაწილის დეპორტაცია ან გადაადგილება ამ ტერიტორიის საზღვრის ფარგლებში თუ მის გარეთ; რელიგიური, საგანმანათლებლო, ხელოვნების, სამეცნიერო ან საქველმოქმედო მიზნებისათვის განკუთვნილ შენობებზე, ისტორიულ ძეგლებზე, საავადმყოფოებზე ან ავადმყოფთა და დაჭრილთა თავმოყრის ადგილებზე დარტყმების განზრახ მიყენება, თუ ისინი არ გამოიყენებიან სამხედრო სამიზნედ; მოწინააღმდეგის განკარგულებაში მყოფი პირების ფიზიკური დამახინჯება ან მათზე ნებისმიერი სახის სამედიცინო თუ სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება, რაც გაუმართლებელია აღნიშნული პირის სამედიცინო, სტომატოლოგიური ან სტაციონალური მკურნალობის თვალსაზრისით, ამასთან, არ ხორციელდება მისი ინტერესებიდან გამომდინარე და იწვევს ამ პირის ან პირთა სიკვდილს, ან სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს მათ ჯანმრთელობას; მოწინააღმდეგე მხარის ქვეშევრდომთა ან მისი შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა ღალატით მკვლელობა ან მათთვის ჭრილობის მიყენება; იმის გამოცხადება, რომ დანდობა არ იქნება; მოწინააღმდეგის საკუთრების განადგურება ან ხელში აგდება, თუ ეს განადგურება ან ხელში ჩაგდება განპირობებული არ იყო იმპერატიული სამხედრო აუცილებლობით; იმის გამოცხადება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეთა უფლებები და სარჩელები სასამართლოში გაუქმებული, შეჩერებული ან მიუღებელია; მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეთა იძულება, მონაწილეობა მიიღონ მათი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო მოქმეებებში, მიუხედავად ამისა, იყვნენ თუ არა ისინი ომის დაწყებამდე მეომარი მხარის სამსახურში; ქალაქის ან ადგილმდებარეობის გაძარცვა, თუნდაც შტურმით აღებისას; შხამიანი ნივთიერების ან მოწამლული იარაღის გამოყენება; მგუდავი, მომწამვლელი ან სხვა აირების, აგრეთვე ყოველგვარი მსგავსი სითხის, მასალის ან საშუალების გამოყენება; ისეთი ტყვიების გამოყენება, რომლებიც ადვილად ფეთქდება ან ბრტყელდება ადამიანის სხეულში, როგორიცაა მყარგარსიანი ტყვიები, რომელთა გარსი არ ფარავს ტყვიის მთელ გულს ან აქვს ჩანაჭრები; ისეთი იარაღის საბრძოლო მასალის ან ტექნიკის, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევენ გადაჭარბებულ ზიანს ან უსარგებლო ტანჯვას, ან რომელიც იწვევს შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ნორმათა განურჩეველ დარღვევას, ამასთან, თუ ასეთი იარაღი, საბრძოლო მასალა ან ტექნიკა, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ასეთი მეთოდები ექვემდებარება საყოველთო აკრძალვას და შესწორებების სახით შეტანილია ამ წესდების დანართში, 121-ე და 123-ე მუხლების სათანადო დებულებების შესაბამისად; ადამიანის ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა; გაუპატიურება, სქესობრივ მორჩილებაში ყოლა, პროსტიტუციის იძულება, იძულებითი ორსულობა, რაც განსაზღვრულია მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის (ფ) ქვეპუნქტით, ძალადობით სტერილიზაცია ან სქესობრივი ძალადობის სხვა სახე, რომელიც ასევე ჟენევის კონვენციების მძიმე დარღვევაა; სამოქალაქო ან სხვა დაცვის ქვეშ მყოფი პირის თანდასქრების გამოყენება ცალკეული პუნქტების, რაიონების ან შეიარაღებული ძალების სდამხედრო მოქმედებებისაგან დაცვის მიზნით; დარტყმების განზრახ მიყენება იმ შენობებზე, მასალებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე ან სატრანსპორტო საშუალებებსა და პერსონალზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იყენებენ ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებულ განმასხვავებელ ემბლემებს; ომის წარმოების საშუალების სახით სამოქალაქო მოსახლეობაში შიმშილის განზრახ გამოწვევა სასიცოცხლო მნიშვნელობის საგნების ჩამორთმევით, მათ შორის ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული დახმარების გაწევისათვის განზრახ ხელის შეშლა; თხუთმეტი წლის ასაკამდე ბავშვების გაწვევა ან შეგროვება ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის ან მათი გამოყენება სამხედრო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.


მე-8 მუხლის მე-2 (ც) ქვეპუნქტის თანახმად, არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციებისათვის საერთო მე-3 მუხლის მძიმე დარღვევები, კერძოდ, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება, ჩადენილი იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურად არ მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში, მათ შორის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი იმ პირების წინააღმდეგ, რომელთაც დადეს იარაღი ან აღარ შესწევთ ბრძოლის უნარი ავადმყოფობის, მიღებული ჭრილობის, პატიმრობის ან სხვა მიზეზის გამო: ძალადობა ჩადენილი ადამიანის სიცოცხლის ან პიროვნების წინააღმდეგ, კერძოდ, ყოველგვარი მკვლელობა ნებისმიერი ფორმით, დამახინჯება, სასტიკი მოპყრობა ან წამება; ადამიანის ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა; მძევლების აყვანა; განაჩენის გამოტანა ან მისი აღსრულება სათანადოდ დაფუძნებული სასამართლოს მიერ წინასწარი განხილვის გარეშე, იმ ყველა იურიდიული გარანტიის დაცვით, რომლებიც საყოველთაოდ სავალდებულოდ არის აღიარებული; მე-2 (ც) პუნქტი ეხება არასაერთაშორისო ხასიათის შეერთებულ კონფლიქტებს და ამრიგად არ გამოიყენება შიდა წესრიგის დარღვევისა და დაძაბულობის დროს, როგორებიცაა: არეულობები ძალადობის ცალკეული და სპორადული შემთხვევები ან სხვა ანალოგიური ხასიათის აქტები: არასერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სასამართლოში დამკვიდრებული კანონებისა და ჩვეულებების სხვა მძიმე დარღვევები, კერძოდ, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება: დარტყმების განზრახ მიყენება სამოქალაქო მოსახლეობაზე ან ცალკეულ სამოქალაქო პირებზე, რომლებიც არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში; დარტყმების განზრახ მიყენება იმ შენობებზე, მასალებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე ან სატრანსპორტო საშუალებებსა და პერსონალზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იყენებენ ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებულ განმასხვავებელ ემბლემებს; დარტყმების გნზრახ მიყენება ჰუმანიტარულ დახმარებაში ან მშვიდობის მხარდამჭერ მისიაში გაეროს წესდების შესაბამისად მონაწილე პერსონალზე, დანადგარებზე, ობიექტებზე, მასალებზე გადასაზიდ საშუალებებზე, ვიდრე მათ აქვთ ის დაცვის უფლება, რაც ენიჭება სამოქალაქო პირებს ან სამოქალაქო ობიექტებს შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; რელიგიური, საგანმანათლებლო, ხელოვნების სამეცნიერო ან საქველმოქმედო მონებისთვის განკუთვნილ შენობებზე, ისტორიულ ძეგლებზე, ჰოსპიტალებზე ან ავადმყოფთა და დაჭრილთა თავმოყრის ადგილებზე განზრახ დარტყმების მიყენება, თუ ისინი არ გამოიყენებიან სამხედრო ობიექტებად; ქალაქის ან ადგილმდებარეობის გაძარცვა, თუნდაც შტურმით აღებისას; გაუპატიურება, სქესობრივ მორჩილებაში ყოლა, პროსტიტუციის იძულება, იძულებითი ორსულობა, რაც განსაზღვრულია მე-7 მუხლის 2 (ფ) პუნქტით, ძალადობით სტერილიზაცია ან სქესობრივი ძალადობის სხვა სახე, რომელიც ასევე ჟენევის ოთხი კონვენციისათვის საერთო მე-3 მუხლის მძიმე დარღვევაა; თხუთმეტი წლის ასაკამდე ბავშვების გაწვევა ან შეგროვება ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში ან დაჯგუფებებში სამსახურისათვის ან მათი გამოყენება სამხედრო მოქმედებებში აქტიური მონაწილოების მისაღებად; ბრძანების გაცემა იმის შესახებ, რომ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო სამოქალაქო მოსახლეობა გადაყვანილ იქნეს სხვა ადგილას, თუ ამას არ მოითხოვს აღნიშნულ სამოქალაქო პირთა უსაფრთხოება ან აუცილებელი სამხედრო მიზეზები; მოწინააღმდეგე მხარის კომბატანტის ღალატით მკვლელობა ან ჭრილობის მიყენება; იმის გამოცხადება, რომ დანდობა არ იქნება; კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის განკარგულებაში მყოფი პირების ფიზიკური დამახინჯება ან მათზე ნებისმიერი სახის სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება, რომლებიც გაუმართლებელია აღნიშნული პირის სამედიცინო, სტომატოლოგიურ ან სტაციონარული მკურნალობის თვალსაზისით, ამასთან, არ ხორციელდება ამ პირის ინტერესებიდან გამომდინარე და იწვევს იმ პირის ან პირთა სიკვდილს ან სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს მათ ჯანმრთელობას; მოწინააღმდეგის საკუთრების განადგურება ან ხელში ჩაგდება, თუ ეს განადგურება ან ხელში ჩაგდება განპირობებული არ იყო იმპერატიული სამხედრო აუცილებლობით.
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1328 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]