გენდერული ბალანსი
2011-02-25, 11:36 PM


"ქალებს ზეცის ნახევარი უკავიათ, რა იქნებოდა,
რომ მათ პარლამენტის ნახევარი შეევსოთ?"
პორტუგალიის პარტეტული პარლამენტი.

თუკი ევროპის საბჭოში უკანასკნელი ორმოცდაათი წლის მანძილზე რაიმე შეიცვალა, ეს უპირველეს ყოვლისა, ქალთა მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ტრანსფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბური გარდაქმნაა კაცობრიობის ისტორიაში. ამჟამად, უმდიდრესი ქვეყნების მცხოვრებელთა უმეტესი ნაწილი თვლის, რომ გენდერული თანასწორობის საკითხი მოგვარებულია ან, უკიდურეს შემთხვევაში არ მიიჩნევს მას განსაკუთრებით პრობლემურად.
მართლაც, ევროპული საზოგადოების დონეზე ბევრი რამ შეიცვალა. ახლა წევრ ქვეყნებს ქალი ლიდერები ჰყავთ ისეთ თანამდებობებზე, რომლებზეც წინათ მათი ყოფნა წარმოუდგენელი იყო. ხშირად მინისტრთა კაბინეტებიც კი უახლოვდებიან გენდერულ ბალანსს. თუმცა, ამ თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი ძალზედ არათანაბარია. გენდერული თანასწორობის ახალ პირობებზე გადასასვლელად ყველა სექტორი მოქნილი არ აღმოჩნდა, ეს განსაკუთრებით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ეხება. მართალია, ლიდერებს შორის საკმაოდ მიღებულია შეხედულება იმის თაობაზე, რომ გენდერული თანასწორობა უკვე მიღწეულია, მაგრამ შეუძლებელია, ამ აზრს დავეთანხმოთ. მითუმეტეს, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, იღვაწონ უფრო მაღალი დონის გენდერული თანასწორობისთვის. ეს დოკუმენტურადაა გაფორმებული საერთაშორისო, ეროვნულ და დარგობრივ შეთანხმებებში. გენდერული თანასწორობა დაკავშირებულია სოციალური სამართლიანობის ხარისხის, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ბუნების ფუნდამენტურ ცნებებთან. არსებობს იმის სერიოზული ნიშნები, რომ ორივე სქესის ჩართვას პოლიტიკაში შედეგად მოაქვს უკეთესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და იგი პასუხობს მოქალაქეთა ჭრელი შემადგენლობის მოთხოვნებს. გენდერულ ბალანსს პოლიტიკურ ასპარეზზე სააშკარაოზე გამოაქვს მივიწყებული ან ახალი პრობლემები. ქალების შესაძლებლობათა გამოყენება საზოგადოებრივ სექტორში სასარგებლოა კონკურენციის თვალსაზრისით. ათენის დეკლარაციის (1992) თანახმად, ქალები ფლობენ კაცობრიობის ნიჭისა და უნარ-ჩვევების ნახევარს და მათი არასაკმარისი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დანაკარგია მთელი საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ძალისხმევისა და ხანგრძლივი ძიების შედეგად 1995 წელს მიღებული იქნა პეკინის მოქმედების პლატფორმა. მისი ძირითადი ამოცანა ისეთი პროგრამების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქალებისთვის ძალაუფლების მინიჭებას და მათ კარიერულ წინსვლას. საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები კარგად გამოდგება ურიც უწყებების დასარწმუნებლად იმაში, რომ ასეთ ინიციატივებს მხარს უჭერენ არა მხოლოდ ქალთა მოძრაობის თავგამოდებული აქტივისტები, არამედ პროგრესირებადი საზოგადოების უდიდესი ნაწილიც. გამოკვლევებიდან უკვე ნათლად ჩანს, რომ ქალების ყოფნა იწვევს ახალი აქცენტებისა და მიდგომების გაჩენას. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული ფაქტი დაედო საფუძვლად სუსტი სქესის წარმომადგენლების როლის ზრდას პოლიტიკურ პარტიებში. თუმცა ეს, პირველ რიგში, ამ უკანასკნელთა ინტერესებიდან გამომდინარეობს. ვინაიდან დაბალანსებული ორგანიზაციის იმიჯი დამატებითი ხმებისა და დაფინანსების მიღების ერთ-ერთი გარანტიაა. ასე მაგალითად, საფრანგეთი იყენებს სახელმწიფო სუბსიდიებს პარტიებისთვის და მოითხოვს, რომ ფონდების სულ ცოტა ერთი მერვედი დაეთმოს ქალთა საქმიანობას. ვფიქრობ, ეს საკმაოდ სერიოზული და ნაყოფიერი წახალისებაა, რაც რეალურად გაზრდის ქალთა დასაქმების ხარისხს. ძალზე საინტერესო ფაქტს ჰქონდა ადგილი პორტუგალიის შემთხვევაში. პოლიტიკოსებმა ყველა პარტიიდან შეავსეს პარლამენტის ადგილები პროპორციით 50/50-ზე, რათა წარმოეჩინათ იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს დაბალანსებული პარლამენტი. Yყველა წევრს, იმჟამად თუ წარსულში ეკავა არჩევითი თანამდებობა. სესიის მსვლელობისას მათ იმსჯელეს დემოკრატიის ბუნებაზე, მოქალაქეობასა და პარიტეტზე. მოვლენა ფართოდ გააშუქა პრესამ. იგი შეიძლება, განვიხილოთ, როგორც ჭკვიანური, სხარტი, პრაქტიკული მაგალითი, რომელმაც შედარებით მცირე რესურსით ფართო ზეგავლენის მოხდენა მოახერხა. ამჟამად, უკვე არსებობს იმის ილუსტრაცია, თუ როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს ნამდვილი მსოფლიო, რომელშიც საპარლამენტო პარიტეტი დამყარდება.
ქართულ სინამდვილეში სიტყვა გენდერი უცხო ხილი აღარ არის, თუმცა მისი კონტექსტის გააზრებას საზოგადოებაში სხვადასხვანაირია. Bბევრს ჰგონია, რომ იგი ფემინისტური ტალღიდან მომდინარე ქალის პრობლემაა. სინამდვილეში ეს ორივე სქესისთვის თანაბარ მნიშვნელოვანი ტერმინია. საქართველოში უკვე აღინიშნა გენდერული კვირეული, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციები დაჯილდოვდნენ. გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს პარლამენტთან ერთად ამ პროექტს სამი წლის მანძილზე განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ერთ-ერთი სტრატეგია პოლიტიკასა და ზოგადად, გადაწყვეტილებების მიმღებ დონეებზე გენდერული თანასწორობის მიღწევაა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველოს პარლამენტის მხოლოდ 9,9 %-ს შეადგენს პარლამენტარ ქალთა რაოდენობა. ჩვენი ენა ერის კოდის მატარებელია და თუ დავაკვირდებით, ბევრი სიტყვა ქალით იწყება. ღეალურად კი სურათი ასეთია – ქალი ოჯახს გარეთ ნაკლებად არის წარმოდგენილი. ეს ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მანკიერი სტერეოტიპის შედეგია. პუბლიკა მამაკაცს უფრო აძლევს განათლების მიღების საშუალებას, ვიდრე – ქალს. რატომ? იმიტომ, რომ მათ თანამდებობაზე მოხვედრის მეტი შანსი აქვთ. საქართველოში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, მშობლები ინვესტიციას ყველაზე ხშირად ვაჟებზე აკეთებენ. ეს გზა კი დემოკრატიულ სახელმწიფომდე ნამდვილად არ მიგვიყვანს. მთავარია, საზოგადოება დარწმუნდეს ცვლილებების აუცილებლობაში, რასაც თან უნდა ახლდეს გრძელი, ვადაზე გათვლილი ამოცანები. საჭიროა, გაგრძელდეს ლიდერების მოტივირება, რათა მათ იღვაწონ გენდერული ბალანსის მისაღწევად
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1063 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]