“უნიჭო” მხატვრების კონკურსი
2011-02-27, 0:02 AM

"მონალიზას ღიმილი"

(note: უბრალოდ რითმაში გავივარჯიშე, ნუ მიიღებთ სერიოზულად და ნუ მკითხავთ ვის ეძღვნება)

მას ვერ დახატავ ალბათ, ტიციან,
(ეს ჯადოქრებმაც კი არ იციან)

და შენც ვერ შეძლებ ამას, ველასკეს,
თუმც აჯადოვებ, ვიცი, ყველა სქესს.

"პიკაSOS მონალიზა"

მისი ნაკვთები ისე "პრიკაზობს”,
გაუჭირდება აღქმა პიკასოს.

თვით იმპრესია დაითრგუნა,  კლოდ
ვერც შენ დახატავ ვიცი უნაკლოდ.

"უსასრულობას ვფიცავ π–სა, რომ
მას ვერ შევწვდები” – ბრძანა პისარომ

მისი ფეხები, გრძელი, სალვადორ,
მოგეჩვენება, წესით, ალვად ორ,

"მონა დალი"

"შენ რას დახატავ, აფრენ?” – უარი!
უძლური არის აქ რენუარი.

იგივე უთხრას მისმა წრემ ფრანტებს,
(სხვა მუზა ჰყავდეთ, დაე, რემბრანტებს)

პრინცი ეკუთვნის, თეთრი პეგასით…
შეხედა, გახმა ფუნჯი დეგასი.

"მე მას დავხატავ” – ბრაზით ვინ ჩივის?
ჰეჰ, რომ იცოდე, ხატავ, ვინჩი, ვის.

"ნორმალური მონა ლიზა"

"ღირსებას რატომ მიქელ, "angel”-ო?” –
ვერ მოახერხებ, მიქელანჯელო.

ეჰ, ცარიელი გრაფა ელის ამ
კანდიდატურას რაფაელისა.

ნუ ვეჭიდებით მოდი, ლიანებს,
უარი ვუთხრათ მოდილიანებს.

ფუნჯში ღვთაებრივს ჩავღვრით თუ ბენზინს,
იმედი უნდა გვქონდეს რუბენსის.

"რუბენსს წააგავს"

ქრთამად არ გაჭრის money მანესი
ხაზისგან ($) უმალ გაყო მან "S”–ი.

მისი მშვენებით წელში მოდრეკილ,
რაღას დახატავს ტულუზ–ლოტრეკი.

აღბეჭდვა რომ არ დაუპიროს მან,
აქვე ვეტყვი რომ: "გეყოს, ფიროსმან!”

* * *

ჰო, გვიანია, გაჩნდა თუ ნება,
ამ გოგოს ხატავს თავად ბუნება :P


კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1197 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]