რაა მამული თუ...
2011-07-02, 5:26 PM


რაა მამული თუ...

  • მეზობლები ერთმანეთის ცხოვრებაში ცხვირს არ ყოფენ
  • აღარ არის გაუთავებელი სმა–ჭამის სინდრომი ქვეყანაში
  • 20 წელს გადაცილებული ვაჟი/ქალი მშობლებთან აღარ ცხოვრობს
  • ქორწინებას მხოლოდ 30 წელს გადაცილების შემდეგ წყვეტენ
  • დედამთილი რძალს, რძალი მულს– აღარ ეკინკლავება/ეშუღლება
  •  ქალიშვილები აღარ არსებობენ და შესაბამისად აღარ ლაპარაკობენ/ქილიკობენ/ხუმრობენ ამ თემაზე ყველგან
  • და ა.შ.

ერთნი ამბობენ : ადრე თუ გვიან აქამდე მივალთ, გარდაუვალია ეს პროცესიო, გლობალიზაციაო: ამერიკანი– და ევროპიზაციაო...
მეორენი კი პასუხობენ: არ უნდა დავკარგოთ ჩვენი "მეობა, კაცობა, გაგება და ჩახუტებაო"
რაა მამულიო თუ :
 კაცებს:
  •   გვიან ღამე შინ დაბრუნებულ მეზობლის გოგოზე რამე ცუდი არ თქვი ან არ გაიფიქრე
  •  უმაქნისად არ იჯექი შუახნობამდე მშობლების კისერზე და მერე მათ კისერზევე არ მოიყვანე ცოლი
  • 20–30 წლის ასაკში მშობლების გავლენის და მფარველობის ქვეშ არ იყავი და მათ როგორც უნდათ ისე არ მოიქეცი
  •  დღეში ერთხელ მაინც არ აგინე ცოლს დედის ნათესაობა
  •  მწვადით და ხინკლით არ ამოიყორე მუცელი და ზედ წყალწყალა ლუდი არ მიაყოლე ოხრად
  •  ნასვამი არ დაჯექი საჭესთან 
  •  ცოლის მოყვანიდან 2 წლის თავზე მინიმუმ 1 საყვარელი მაინც არ გაიჩინე
ქალებს:
  • გადაღძუებამდე არ შეინახე ქალიშვილობა 
  • ისეთს არ გაჰყევი ცოლად , როგორიც არასდროს მოგწონდა და მერე მთელი ცხოვრება ტანჯვაში არ გაატარე;
  • არ გათხოვდი, შვილები არ გააჩინე და სახლში არ დაჯექი ნევროზებში ჩაფლული და მთელი შენი ცხოვრება ქმარს და შვილებს არ შესწირე მუხლჩახრილი შრომაში
  • დღეში ერთხელ მაინც დედამთილს ან მულს არ გაუმწარე ცხოვრება (თუ არ გაგიმართლა და გაუთხოვარი მული ხარ–მაშინ რძალს)
  •  სხვების დასანახად სახლი არ ალაგე, ჭურჭელი არ რეცხე – რაც არ უნდა დაღლილი იყო, არიქადა მეზობელმა არ შემომისწროს არეულ სახლშიო
  • ქმარზე არ თქვი მე ნუ დამანახებს და გამაგონებს თორე ისე სადაც უნდა იქ იაროსო

კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1472 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]