ფრაზები, რომლებსაც საკუთარ ჩვენებებში ბრალდებულები წერენ
2011-06-05, 11:06 PM


ეს ამონარიდები რეალურად არსებული ბრალდებულების საქმის მასალებიდანაა ამოღებული. რომელიც ერთმა პრაქტიკოსმა ადვოკატმა მომაწოდა. მგონი, არაიურისტებისათვისაც ისეთივე სასაცილოდ საკითხავი იქნება, როგორც პრაქტიკოსი ადვოკატებისთვის.

დამნაშავის ფსიქოლოგია ცალკე შესწავლის საგანია და ამაზე საინტერესო წიგნებიც არსებობს. დაინტერესებული მკითხველისთვის ამ საკითხზე ცალკე პოსტს მოვამზადებ მოგვიანებით.

ამჯერად კი მხოლოდ რამდენიმე მაგალითს წარმოგიდგენთ, თუ როგორ ამართლებენ ბრალდებულები საკუთარ ქმედებას. ისინი, რაღა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები არიან.

 

1. "ჩვენ მივედით მოქალაქესთან და ვთხოვეთ ასანთი მოეცა. მან გვიპასუხა, რომ 3 წელი კარატეზე დადიოდა. შეგვეშინდა და ტირილი დავიწყეთ. ცრემლის მოწმენდის დროს შემთხვევით მის თვალზე მომიხვდა ხელი და მიტო გაუსივდა თვალი. მოქალაქემ კი ფული თავად მომცა, რომ ცრემლი შემეშრო”.

2. "მეზობლის ქათამი ტალახიანი იყო და გადავწყვიტე, მებანავებინა. საამისოდ ქვაბით წყალი შევათბე და შიგ ქათამი ჩავსვი, მაგრამ საქმეს შევყევი და ქათამი ქვაბში ჩამრჩა. მოვითხოვ!! რომ მეზობელმა თვითონ აბანაოს ქათმები!”

3. "დაშავებულს რომ მივუახლოვდი, ფეხი ქვას წამოვკარი და თავის დაჭერის მიზნით მის ჩანთას მოვკიდე ხელი, ინერციით 150 მეტრი გავირბინე, რამაც გააჩინა ქურდობის მცდელობის ილუზია”.

ფრაზები _ რომლებსაც საკუთარ ჩვენებებში ეჭვმიტანილები წერენ:

1. "ჩემი ცოლი, გარეთ შიშველი არ გამიგდია, უბრალოდ, მინდოდა მოვხვეოდი და მეკოცნა. მან კი ეს ვერ გაიგო და ყვირილი ატეხა. ნაჯახით კი კოღოებს დავდევდი. ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქ"
2. "პოლიციას კი არ გავექეცი, არამედ__ჩქარი ნაბიჯით გავასწარი"
3. "ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში არ ვმართავდი, ის თავისთვის მიდიოდა. ამიტომ ჩემი დასჯა მართებული არ არის"
4. "არ ვიგინებოდი, სულელი ხომ არა ვარ, რომ კონსერვატორიის შენობაში შევიგინო? გთხოვთ ჩემს მიერ დასახელებული მიზეზი სერიოზულად მიიღოთ"
5. "ჩვენ მივედით მოქალაქესთან და ვთხოვეთ ასანთი მოეცა. მან გვიპასუხა, რომ 3 წელი კარატეზე დადიოდა.შეგვეშინდა და ტირილი დავიწყეთ. ცრემლის მოწმენდის დროს შემთხვევით მის თვალზე მომიხვდა ხელი და მიტო გაუსივდა თვალი. მოქალაქემ კი ფული თავად მომცა, რომ ცრემლი შემეშრო"
6. "გვიან ღამით ჩემი სახლიდან მუსიკის ხმა კიარ ისმოდა არამედ სასიამოვნოდ იღვრებოდა"
7. "სამსახურში ნასვამი იმიტომ გამოვცხადდი, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში დამაჯარიმებდნენ"
8. "გუშინ სამსახურში სულის საზეიმო მდგომარეობის გამო არ გამოვცხადდი. დილით სიდედრი გავაცილე, რომ გამგზავრება არ გადაეფიქრებინა"
9. "პლიაჟზე ქალებს საცურაო ტრუსს იმიტომ ვხდიდი, რომ მათ სხეულებს თავისუფლად ესუნთქა"
10. "მეზობლის ქათამი ტალახიანი იყო და გადავწყვიტე, მებანავებინა. საამისოდ ქვაბით წყალი შევათბე და შიგ ქათამი ჩავსვი, მაგრამ საქმეს შევყევი და ქათამი ქვაბში ჩამრჩა.მოვითხოვ !! რომ მეზობელმა თვითონ აბანაოს ქათმები!"
11. "მოხუც მეზობელს ცარიელი ბოთლი მცირე ძალით ჩავარტყი და ძალიან გამიკვირდა, რომ ტვინის შერყევა მიიღო, რადგან არ მეგონა, მას საერთოდ ტვინი თუ ქონდა"
12. "დაშავებულს რომ მივუახლოვდი, ფეხი ქვას წამოვკარი და თავის დაჭერის მიზნით მის ჩანთას მოვკიდე ხელი, ინერციით 150 მეტრი გავირბინე, რამაც გააჩინა ქურდობის მცდელობის ილუზია”

კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1431 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
  • gi2gi 2011-06-06

    აქ მე ვფიქრობ ადამიანის ფანტაზიას და წარმოსახვის უნარს უნდა გასესვას ხაზი... თუ რა ღრმა და უკიდეგანოა ადამიანის ფანტაზიია biggrin

  • mari 2011-06-06

    sasaciloa satirali rom ar iyos, is rom swored advokatebi cdiloben moifiqron msgavsi "margalitebi" radgan, rogorme mati dacvis qvesh myofi, sasamartlos "klanchebidan" daixsnan:D biggrin

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]