ნამუზარი ფრაზები და სხვა
2011-02-27, 0:32 AM


1. "რა პლასტიკური ოპერაცია უნდა გააკეთოს ქირურგმა, რომელსაც საკუთარი გვარისათვის კუზი ვერ მოუშორებია”ჩემი მუზა

2. "თუკი ღმერთი ნამდვილად არსებობს, მაშინ მაიკლ ჯექსონი პირველ ივნისს უნდა გარდაცვლილიყო”სტივენ რაითი

შეკითხვა: "რატომ მოკვდა მაიკლ ჯექსონი 3:15-ზე?" პასუხი: "რადგან დიდი ხელი სწორედ ამ დროს ჩაეჭიდა პატარას" (ამერიკული შავი იუმორი)

3.  "პოლიტიკოსს სჭირდება უნარი, იწინასწარმეტყველოს, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ, შემდეგ კვირას, შემდეგ თვეს, ან, შემდეგ წელს და კიდევ ერთი უნარი, მომავალში იმის ასახსნელად, თუ რატომ არ მოხდა ეს ყოველივე”  - უინსტონ ჩერჩილი

4.  "პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც გპირდება ხიდის აშენებას იქ, სადაც მდინარეც კი არ არის”ნიკიტა ხრუშჩოვი

5. "ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება”© ტროელები

6. "შენ შეცდები იშვიათად, თუკი ერთი იშვი ათად” – ჩემი მუზა

7. "თუკი ჰარი პოტერი ასეთი ძლიერი ჯადოქარია, მაშინ რატომ ვერ ახერხებს ის, რომ მხედველობის პრობლემა მოიგვაროს?!” - ამერიკელი ინტრიგანი

8. "When you reach the EVEREST, please, sit down, HAVE A REST”მუზა

9. ბრძნული ბიზნეს-რჩევა:


"ფულის გაორმაგების უსწრაფესი გზა – მისი შუაზე გადაკეცვა და ჯიბეში ჩაბრუნებაა”

10."სანამ აქლემს ალაჰს მიაბარებდე, იქამდე ბაგაზე კარგად მიაბი”;
       "ქალს რაც უფრო ნაკლები აცვია, მამაკაცს მით მეტის დანახვა სურს”
– "ალი და ნინო

11.


"ამის თარგმნა ავტორის შეურაცხყოფა იქნება"

12. "დავის დროს სამი მხარე არსებობს: შენი მხარე, ჩემი მხარე და სწორი მხარე” – უცნობი ავტორი

13.


"მე არასოდეს ვამთავრებ არაფ..."

14. კათოლიკური ეკლესიის რეკლამა:


"ლოგინში დარჩენა და "ოჰ, ღმერთო”-ს ძახილი, ეკლესიაში სიარულს არ გულისხმობს”

15. "არსებობს ისეთი შეკითხვები, რომელსაც google-ც ვერ უპასუხებს”კათოლიკური ეკლესიის კიდევ ერთი სარეკლამო ფრაზა

16. "სიგარეტისათვის თავის დანებების საუკეთესო გზა  ასანთის სველი ღერებით სიარულია” - უცნობი ავტორი

17. ვINც ღVINOVER ITAS… – მუზა (ციკლიდან "ჯერ ქართულად, მერე ლათინურად წასაკითხი მოწოდებანი”)


18.  -კარგი, ჩვენ გავიხადეთ ტანსაცმელი. მე შენს ზემოთ ვარ… როდისღა უნდა ვიგრძნოთ სიამოვნება?

- არ ვიცი, მაგრამ მე თავი უკვე მტკივა…

19. "საუკეთესო მეგობრები ეს ადამიანთა ის კატეგორიაა, რომელიც შენ მიერ მოყოლილ ანეგდოტზე იცინის სამჯერ. პირველად  – როდესაც მოუყვები, მეორედ – როდესაც აუხსნი და მესამედ, როდესაც ხუთი წუთის შემდეგ ის ამ ანეგდოტს რეალურად მიხვდება…”

20. "ადამიანები თავს გრძნობენ მარტოსულად იმიტომ, რომ ხიდების ნაცვლად კედლებს აშენებენ” - უცნობი ავტორი


კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1156 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]