მთავარი » ფაილები » გასართობი

მითები იმაზე, თუ რა მოსწონთ მამაკაცებს
2011-02-27, 0:06 AM

მითები და მითები…. თურმე, ქალები რომ დარწმუნებულები ყოფილან, კაცები ასე და ისეო, სულაც არ ყოფილა მართალი. ზოგიერთი რამე მაინც… დაინტერესდიით? მაშინ ხო იცით საითაც?

#1 მითი იმაზე, რომ მამაკაცებს მოსწონთ მანიკური და პედიკური

მამაცათა უმრავლესობას უარყოფითი განცდა ეუფლება, როცა ხედავს გრძელ, სისხლისფერ წითლად შეღებილ ფრძხილებს. ეს ისეთივე ეროტიულია, როგორც უროლოგთან ვიზიტი. თურმე მამაკაცთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ჩვეულებრივ, ადამიანურ ფრჩხილებს, ანუ რაც უფრო ბუნებრივია, მით უკეთესია.

მითი #2 დიდი მკერდის მიზიდულობის ძალის შესახებ
ეს მითი აბსოლუტურად შეესაბამება სიმართლეს… განა ცუდია ეს? მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალის მთავარი სილამაზე საერთო ფარმონიაა გარეგნობაში.

#3 მითი ცხოვრებისეული მისწრაფებისა თავისუფლებისაკენ
ყოველი მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უნდა ოჯახის შექმნა. ეს ნამდვილად ასეა. კაცს უნდა მოძებნოს თავის მეორე ნახევარი, ყავდეს შვილები, იყიდოს სახლი მთაში, სადაც იქნება ბავშვების ჟივილ-ხივილი… ვიღაცას ეს კოშმარი ადრე უდგება, ვიღაცას – გვიან. აბა წარმოიდგინეთ, გაცვლიდით თავისუფლებას ჯოჯოხეთზე?

#4 მითი იმაზე, რომ ყველა მამაკაცი ოცნებობს საკუთარი შეყვარებულის (ან ცოლის) მეგობართან სექსზე.
ყველა არა. ბევრია ასეთი მამაკაცი, თუმცა ყველაფერი იმ მეგობარზეა გამოკიდებული. თუ შეყვარებული მეგობრობს ულვაშიან დეიდასთან, მასთან პირველივე შეხვედრისას ფესვებშივე ისპობა ნებისმიერი ეროტიული ილუზია.

#5 მითი, რომ კაცის გულისკენ გზა კუჭზე გადის
კაცები არც ეგეთი პრიმიტიულები არიან. იმისათვის, რომ კაცზე საჭირო ეფექტი სწრაფად მოახდინო, მრავალმხრივი ეფექტებია საჭირო – საჭმელი, ეროტიული და ფსიქოლოგიური.კაცი უნდა იყოს მაძღარი, სექსუალურად დაკმაყოფილებული და საკუთარ თავში დარწმუნებული. ყველა ეს პუნქტი აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მამაკაცის მთელი ბიუჯეტი ე.წ. "მშრალი რაციონის” გამრავალფეროვნებას შეეწირება.

#6 მითი, რომ ჯენლტმენებს ქერები ურჩევნიათ
არსებობენ მანიაკები, რომლებიც მხოლოდ ქერა ქალებზე არიან ჩაციკლულნი, თუმცა საბოლოო ჯამში – ეს არ არის მთავარი. საერთოდაც, თანამედროვე ქალებისთვის ეს სულაც არ არის პრობლემა, ამიტომ საკითხი იხსნება დღის წესრიგიდან. ქალის თავი საკმარისია იყოს დაბანილი, ფარული მობინადრეებისა და ბაკენბარდების გარეშე.

#7 მითი, რომ კაცებს მოსწონთ "სწერვები”
"სწერვები” არავის მოსწონს. უბრალოდ, ლამაზი”სწერვები” ყურადღებას იქცევენ, მაგრამ არა – სიმპათიას. ლამაზი "სწერვები” დიდი მკერდით – გაძლევენ ძალას, რომ თვალები დახუჭო მათ სულიერებაზე.

#8 და ბოლო მითი, რომ ყველა მამაკაცი ნაგავია (რუსულად козел, თუმცა თხა ქართულში არც მთლად სალანძღავად ჟღერს, ამიტომ ჩავანაცვლე).
რა თქმა უნდა არ არიან…. ნუ, ყველა მაინც…

პ.ს. პოსტი ბიჭის დაწერილია და მე ვთარგმნე…


კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 183 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]