ქალის “შებმის” პრინციპები
2011-06-11, 2:24 PM

როგორც ჩანს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ საკითხს ისე განიხილავენ, როგორც სოციალურ მეცნიერებას. მინდა, ერთ-ერთი მათგანის აღმოჩენები გაგაცნოთ.

ალბათ არ დამიჯერებთ, რომ ვთქვა, ამ ინფორმაციას შემთხვევით გადავაწყდი მეთქი, თუმცა ნამდვილად ასეა, რადგანც ასეთ თემებზე წიგნებიდან სწავლა ცოტა არასერიოზულად მეჩვენება. მაგრამ ამ ინფორმაციამ ჩემი ყურადღება, რა თქმა უნდა, მიიპყრო.

როგორც ჩანს, მართლაც არსებობს ადამიანი (და ალბათ არა მარტო ერთი), რომელმაც სუსტი სქესის ფსიქოლოგიაში რაღაც ძალიან ნიშანდობლივი დაინახა (ისეთი რამე, რაც შეიძლება გივი სიხარულიძემაც არ იცის). ამ ადამიანმა, რომელიც მხოლოდ ასაკსა და სიმაღლეს ამხელს, ქალების მოჯადოების მისეული მეთოდი შეიმუშავა, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, უნივერსალურია, და ამართლებს მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეუხადავი ან ღარიბია კაცი, ან რამდენად ლამაზი და შეძლებულია ქალი.


ამ ადამიანმა თავის აღმოჩენები წიგნში გააერთიანა, რომელსაც "ჯადოსნური ტაქტიკა” უწოდა.

ამ წიგნის ავტორი აღნიშნავს, რომ თავიდან ისიც ჩვეულებრივი მამაკაცი იყო, რომელსაც ქალების მოხიბვლა მაინც და მაინც არ ეხერხებოდა და მსგავს სიტუაციებში მხოლოდ იღბალზე იყო დამოკიდებული, ისევე, როგორც, მისივე თქმით, 95%. ახლა კი იგი ბევრად წარმატებულია ქალებთან ურთიერთობაში და სრულიად უცნობი ქალის მოხიბვლას პირველი გამოლაპარაკებისთანავე ახერხებს. იგი ირწმუნება, რომ მეთოდები, რომლებიც მან შეიმუშავა ყველა შემთხვევაში ამართლებს.

მოდი, მოხერხებულობისთვის პირდაპირ თქმაში გავაგრძელებ თხრობას, ოღონდ ეს ციტირება არ იქნება. მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რაც მნიშვნელოვანია. უკეთესი იქნება, თუ ნებისმიერი ასაკის მდედრობითი სქესის წარმომადგენელს სიტყვა "ქალში” გავაერთიანებთ.

 

ალბათ ყოველთვის გიკვირთ, როცა შეუხედავ, უფულო და ამავდროულად გაუნათლებელ და დაუხვეწავი მანრების მქონე კაცს ლამაზი ქალის გვერდით იხილავთ, ალბათ გიკვირთ, როგორ ახერხებს ეს ხეპრე მის მოხიბვლას. საქმე ის გახლავთ, რომ ქალების მოხიბვლა საერთოდ არ არის დამოკიდებული არც გარეგნობაზე, არც გალანტურ მანერებზე და არც ფინანსურ შესაძლებლობებზე. საიდუმლო იმ ფსიქოლოგიურ დეტალშია, რომელიც ყველა ქალს ერთნაირად ახასიათებს.

ზოგადად, ადამიანს ორი გონება აქვს. ერთით ის ლოგიკას მიყვება, მეორით კი – გრძნობებს. ქალების შემთხვევაში ბევრად მეტია გრძნობის ფაქტორი, ვიდრე გონებისა. ქალს (მიუხედავად იმისა, გაცნობიერებული აქვს თუ, არა) მიაჩნია, რომ მთავარი არ არის გარეგნობა, ან ფული, მთავარია ვნება. მოკლედ რომ ვთქვათ, მას მიაჩნია, რომ მამაკაცზე არჩევანის შეჩერებისას მას პასუხი გულმა უნდა უკარნახოს, და არა გონებამ. მისი აზრით, მსგავს სიტუაციაში გრძნობა არ ცდება. ეს იმგვარი ფსიქოლოგიური აქსიომაა, რომ ქალი მისგან ვერ გათავისუფლდება, რამდენჯერაც არ უნდა დარჩეს მოტყუებული, ან იმედგაცრუებული. თუმცა, კაცს თეორიული ცოდნა უნდა ჰქონდეს, იმისთვის, რომ შეძლოს ქალის ამ თვისების სათავისოდ გამოყენება. ამგვარ ცოდნას ვერც შეიძენ ვერც ოჯახში, ვერც ნაცნობთა წრეში. მე თავად ამ მეთოდის აღმოჩენას და დახვეწას წლები შევალიე. არ დარჩენილა შეკითხვა, რომელიც არ დავსვი, არ არსებობს ნიუანსი, რომელიც გაუგებარი დავტოვე. ვეკითხებოდი მათ, ვინც ქალების მოხივლას წარმატებით ახერხებდა და ათასგვარ ინფორმაციას ერთმანეთს ვუკავშირებდი.

 

ამის შემდეგ ავტორი გვთავაზობს 5 განსხვავებულ მეთოდს, თუ როგორ გამოველაპარაკოთ ქალს ტიპიურ სიტუაციაში, რის მერე რა უნდა ვთქვათ და ყურადღებას ამახვილებს იმ შეცდომებზე, რომლებსაც კაცები ასეთ დროს უშვებენ ხოლმე.

რა თქმა უნდა, ავტორი მხოლოდ მცირე ნაწილს გვთავაზობს მაგალითად და ამბობს, რომ წიგნში შემდგომი ნაბიჯებიც დეტალურადაა აღწერილი. ვინც მის მეთოდებს გამოიყენებს, წიგნის ავტორის თქმით, ქალები ისე გახდებიან მასზე დამოკიდებულნი, როგორც ნარკოტიკზე.

მაშ ასე, ვაგრძელებ პირდაპირ თქმაში თხრობას:

 

ხრიკი პირველი

ქალების მოხიბვლაში ვერასდროს იქნებით წარმატებული, თუ მეტისმეტად ადრე გამოაჩენთ მისდამი ინტერესს.

ტიპიური სიტუაცია: _”გამარჯობა, მე იკა ვარ, ძალიან ლამაზი ხარ, გახდები ჩემი შეყვარებული?” თქვენ ალბათ 9999-ე ხართ ვინც მას ასე მიმართა და რა თქმა უნდა, ის მოიქცევა ისე, როგორც დანარჩენ 9999 შემთხვევაში – უარს გეტყვით. ასეთი მიდგომა მამაკაცს თავიდანვე წამგებიან პოზიციაში აყენებს.

ახლა კი მოდი, სწორად გავაკეთოთ, ისე, როგორც მე ვიქცევი ხოლმე ასეთ დროს.

მე: _ლამაზი ხარ, მაგრამ იცი, ცოტა მეშინია ლამაზი ქალების… მკითხე რატომ.
ის: _რატომ?
მე: _იმიტომ, რომ ლამაზი ქალების უმეტესობა უინტერესო პიროვნებაა და ცდილობენ, ეს გარეგნობით დაფარონ.

პირველი ნაბიჯი გადადგმულია: მისი ყურადღება მოვიპოვე. ის ფიქრობს, "მან კომპლიმენტი მითხრა, მაგრამ რაღატომ თქვა, რომ ლამაზი ქალები ხშირად უინტერესოები არიან. ის ფიქრობს, რომ მე ასეთი ვარ? მას მოვწონვარ, მაგრამ ფიქრობს, რომ სულელი ვარ, ესეიგი არ მოვწონვარ, თუ მოვწონვარ? ის სხვებს არ ჰგავს, ახლოს უნდა გავიცნო.”

აქ მთავარია იგი ფიქრის რეჟიმში ჩააყენო. ვერ უნდა მიხვდეს, მოგწონს, თუ არა. ამ დროს შენ მის სრულფასოვნების შეგრძნებას ეხები და მისგან განსხვავებულ ყურადღებას იღებ.

ხრიკი მეორე

ამ ხრიკს ვიყენებ ხოლმე, როცა ვხვდები, რომ ქალი უარს მეუბნება და ზედაც არ მიყურებს. ამ ხრიკის გამოყენების შემდეგ მას ისეთივე მდგომარეობაში ვაყენებ, როგორშიც ჩვეულებრივ, მე უნდა ვიყო.

თუ ქალი მეტისმეტად ხისტია და შეკითხვაზე, "გამარჯობა, მე იკა ვარ, შეიძლება შენი გაცნობა?” პასუხობს, "დაახვიე”, მაშინ ტაქტიკა უნდა შეცვალო. მაგალითი:

მე: _გამარჯობა, მე იკა ვარ, შეიძლება შენი გაცნობა?
ის: _დაახვიე…
მე: _ უცხოებთან ყოველთვის ასეთი უხეში ხარ? შენთვის ზრდილობა არ უსწავლებიათ?
ის: _უკაცრავად?!
მე: _არა, ვერ გაპატიებ, გამაბრაზე, ჯობია შენგან შორს დავიჭირო თავი, კარგად…

ეს პასუხი მას პირღიას ტოვებს. როგორც წესი, ასეთ დროს ის მე წასვლის საშუალებას არ მაძლევს, ან ისეთ რამეს მეუბნება, რომ დიალოგი გაგრძელდეს.

გაგრძელება:

ის: _არ მომწონხარ!
მე: _ყოველთვის ასე მეუბნებიან, როცა მოვწონვარ, რამე უფრო ორიგინალურს ვერ მოიფიქრებდი?
ის: _შენთან დაწოლას არ ვაპირებ
(ეს ალბათ უფრო ამერიკული ვარიანტი)!
მე: _სულ ორი წუთია გასული და უკვე სექსზე ფიქრობ, დაწყნარდი, საყვარელო.
ის: _ჩემს დაკერვას ცდილობ, არა?
მე: _ჰო, მაგრამ, მგონი მეტისმეტად ადვილია.
ის: _ვიცი, რასაც ცდილობ, არაფერი გამოვა.
მე: _ეტყობა, მართლა ძალიან მოგწონვარ, ძალიან ჩქარობ გამოხატვას.

მთავარი მიზანი მიღწეულია, მისი ყურადღება 100%-ით მოვიპოვე და ისე დავაინტრიგე, რომ შეიძლება თვითონაც აღაც გამიშვას ხელიდან.

ხრიკი მესამე

ამ ტაქტიკას თუ გამოიყენებთ, ქალს საშინელი ცნობისმოყვარეობა შეიპყრობს. ისე, რომ ის თავად გთხოვთ მასთან საუბრის გაგრძელებას. მაგალითი:

მე: _იცი, შენში რაღაც უცნაური შევნიშნე. იცი რა?
ის: _რა?
მე: _მოდი, მერე გეტყვი, ახლა შესაფერისი დრო არ არის.

კიდევ ერთი მაგალითი:

მე: _იცი, ორი რამ არ მომწონს ქალებში. პირველი, ის, რომ მათი უმეტესობა რასაც ამბობს, იმას არ ფიქრობს ან რასაც ფიქრობს, იმას არ ამბობს.
ის: _და მეორე?
მე: _არამგონია ახლა მზად იყო ამის მოსასმენად. როცა მზად იქნები, მერე გეტყვი.
ამას ამბობთ და თემას ცვლით.

შეიძლება რთული დასაჯერებელია, მაგრამ ამ დროს ქალს საშინელი ცნობიმოყვარეობა იპყრობს.

ხრიკი მეოთხე

ეს ხრიკი გამოგადგებათ ნაცნობი ქალის ყურადღების მოსაპოვებლად. მის განსახორციელებლად ტელეფონის ნომრის ცოდნაა საჭირო. ურეკავთ და შემდეგ შეტყობინებას უტოვებთ: "მისმინე, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა…” და აქ ამთავრებთ.

როგორც კი იგი ნახავს შეტყობინებას, იფიქრებს, რომ მართლაც რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა და დაგირეკავთ. ქალებს არ უყვართ, როცა რამე გაურკვეველი რჩება და აუცილებლად შეეცდება გაარკვიოს, რის თქმას აპირებდით. თუმცა, მის ზარს რაღაც პერიოდის განმავლობაში უპასუხოდ ტოვებთ, რითაც მისი ცნობისმოყვარეობა იზრდება. ძალაუნებურად იკვეთება მისი თქვენდამი ყურადღება, რაც რთული მოსაპოვებელია.

ხრიკი მეხუთე

უნდა გაუგზავნოთ თქვენს რჩეულს ტექსტური შეტყობინება შემდეგი ტექსტით: "ძალიან კარგი იყო, იგივე ხომ არ გაგვემეორებინა ამ საღამოს?” ის უეჭველად გამოგიგზავნით შეტყობინებას და გკითხავთ, რაზე ლაპარაკობთ. თქვენც მისწერთ: "მაპატიე, შემთხვევით შენ მოგწერე, კონკტაქტებში შენი სახელი მის ქვევითაა.”

ამ ხრიკის მეშვეობით მას აგრძნობინებთ, რომ "კონკურენტი” ჰყავს. შესაძლოა, თქვენ უბრალოდ ნაცნობები ხართ, მაგრამ თუ თქვენ მას მოსწონხართ, ეს ტაქტიკა იდეალურია იმისთვის, რომ მან თქვენ მიმართ თავისი გრძნობა ღიად გამოხატოს. სავარაუდოა, მიხვდეს კიდეც თქვენს ტაქტიკას, მაგრამ ამ შემთხვევაში ის იფიქრებს, რომ მისი მოშორება გინდათ,  რაც მის აზარტს და თქვენდამი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.

კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1334 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]