მთავარი » ფაილები » გასართობი

გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა!
2011-02-27, 0:24 AM


"ამორძალის ოცნება"

დილით, როგორც კი ავდექი,
პამელამ ყავა მომართვა:
"დალიე, საყვარელოო” -
ალერსიანად მომმართა.

შაქარი აკლდა, ვიხმარე
მასზე კარატეს ილეთი,
შესარიგებლად ვაჩუქე
"ბიტლზის” კონცერტის ბილეთი.

ობამას "დავუმესიჯე”:
"რა დედისგან ხარ შობილი?”
ბუს სამი კვერცხი გავყიდე
ვიყიდე ავტომობილი.

ზარს მიშვებს რონალდინიო
ფულს მომთხოვს ასე მგონია,
ჩვენი ნაკრები ფეხბურთში
მსოფლიოს ჩემპიონია.

ელტონ ჯონსა და მადონას
მივეცი ავტოგრაფები,
ბრიტნი სპირსს გავაწმენდინე
მთელს სახლში ფანჯრის რაფები.

"ევრონიუსი” დავხურე,
არ მომწონს გადაცემები,
კარიბის ზღვაში ჩავძირე
მეკობრეების გემები.


"კარიბის ზღვის ფსკერის დამანაგვიანებლები"



ზუსტად ათ წამში გავტეხე,
"მაიკროსოფტის” საიტი,
თემქაზე დავიბარე და
ვამღერე ბარი ვაიტი.

იმდენი ვურტყი ბინ ლადენს,
ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან,
სარკოზის გადმოვაფურთხე
პირდაპირ ეიფელიდან.

ჯეკი ჩანს ვთხოვე, "ბუტკიდან”
ამომიყოლა ნაღები,
ორივე ფეხზე მეკიდა
სემირამიდას ბაღები.

ამპუტირებულ ვენერას,
კვლავ დავუბრუნე ხელები,
შაკირამ გამიპრიალა
დილისთვის ფეხსაცმელები.


"ან ხელები მომეცით, ან რამე მაინც ამაფარეთ, სირცხვილია!" - ვენერა

ბავშვების ძიძად ჯოლი მყავს,
პირადი მძღოლი – პიტია!
ჯესიკა ალბა გულს მირევს,
იმდენჯერ შემომიტია.

სანტა-კლაუსი გავპარსე
არ დაუჯეროთ, ფარსია!
როლს მთავაზობდნენ, დავცინე -
ვურჩიე ენდი გარსია.

ღამით პამელა მათბობდა
კვლავ ცხელი ყავით, გათოშილს,
ჯერ ინტერნეტში შევედი,
მერე, ბარეღამ, ”ნატოში”.

რაცა ვთქვი, არის სიმართლე
მეტის თქმა არა მინდა რა,
თქვენს დარწმუნებას არც ვცდილობ,
გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა!


კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 330 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]