მთავარი » ფაილები » გასართობი

აფორიზმები ქალებზე
2011-02-27, 0:05 AM

რას ფიქრობენ ფილოსოფოსები…

1. აი, ყველზე სასაცილო თვისება ხანში შესული ქალების, რომლებიც ოდესღაც თავიანთი მშვენებით გვხიბლავდნენ: ვერ გაუგიათ, რომ ხიბლის ნატამალიც აღარ შერჩათ.
ფრანსუა დე ლაროშფუკო

2. ამ ქვეყანაზე ცოტაა ქალი, რომლის ღირსებაც მის სილამაზეს აღემატებოდეს.
ფრანსუა დე ლაროშფუკო

3. ამ ქვეყნად ცოტაა პატიოსანი ქალი, თავს რომ არ აბეზრებდეს საკუთარი პატიოსნება.
ფრანსუა დე ლაროშფუკო

4. არავინ არ ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს მისი საყვარელი გახდეს.
ონორე დე ბალზაკი

5. ბევრი ქალი – ბევრი სიტყვა.
ინგლისური ანდაზა

6. ბევრ ქალს შეუძლია მამაცაკის მოხიბვლა, მაგრამ მართვა ყველას არ შეუძლია.
ხალილ ჯებრამ ჯებრანი

7. ბუნებამ ქალს უთხრა : იყავი მშვენიერი, თუ შეგიძლია, ჭკვიანი, თუ გინდა, მაგრამ კეთილგონიერი აუცილებლად უნდა იყო.
პიერ ბომარშე

8. ბუნება ცდილობდა ქალის სახით შემოქმედების მწვერვალის შექმნას, მაგრამ შეცდა, თიხა ძალიან რბილი ამოარჩია.
გოთხოლდ ეფრაიმ ლესინგი

9. გიყვარდეთ და პატივი ეცით ქალს, ეძიეთ მასში არა მხოლოდ ნუგეში, არამედ შთაგონების ძალაც, ზნეობრივი და გონებრივი უნარის წყაროც.
ჯუზეპე მაძინი

10. დაკავებული ადამიანები ვერასოდეს აღიქვამენ ქალს.
ალექსანდრე დიუმა (მამა)

11. დედაკაცი, გენიალური ჯალათი, უნიჭიერესი მასწავლებელი, იყო და ყოველთვის იქნება მამაკაცის დამღუპველი.
ონორე დე ბალზაკი

12. დედაკაცს თუ გმირობა სურს, დაე ნახევარი საათი გაჩუმდეს.
ქართული ანდაზა

13. თუ გსურს მოიქცე ბრძნულად, უსმუნე ცოლს და აკეთე მისი საწინააღმდეგო.
სტენდალი

14. ის, ვინც ბრძენია ქალს გამოცდას არ დაუწყებს.
ლოპე დე ვეგა

15. ის, ვინც ქალს აქებს, მათ კარგად არ იცნობს, ხოლო ის ვინც ლანძღავს, მათ საერთოდ არ იცნობს.
გიომ პიგო-ლებრენი

16. კარგი ქალები ყოველთვის კარგ მამაკაცებზე უკეთესები არიან.
ნაპოლეონ I

17. მამაცაკი, რომელის პატივს სცემს ქალს, მიტოვებისას მას არ დაამცირებს.
უილიამ მოემი

18. ო, ქალი!… სუსტი და მზაკვარი ქმნილებაა…
პიერ ბომარშე

19. რაღა ოქროს რგოლი ღორის ცხვირში გაყრილი და რაღა უჭკუო ლამაზი ქალი.
ძველი აღთქმა.

20. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას: ქალებს სულიერი ინსტიქტი აქვთ.
ლერმონტოვი

21. ქალები მამაკაცების დედებული აღმზრდელები არიან.
ანატოლ ფრანსი

22. ქალების ხელში მამრობითი სქესიც უფრო ნატიფი ხდება.
ემანუელ კანტი

23. ქალი თავიდან ბოლომდე გულია.
ჟან პოლი

24. ქალის პატივისცემა – ეს წმინდა ვალია, ამას დაბადებიდან ყველა უნდა სწავლობდეს.
კარპიო ფელიქს ლოპე დე ვეგა

25. ქალი – ყოველი არსის გვირგვინია.
გოეთე

კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 230 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]