სულ კატალოგში მასალაა: 1057
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 4 ... 105 106 »

საქართველო | ნანახია: 1269 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-03-11 | კომენტარი (0)

ნათესაობა განიყოფა ხუთ წესად და აღირიცხება ხუთ ნაწილად: ერთი დედ-მამისაგან შობილი ორი ძე, არიან ძმები: ან ერთი მამისა და ორი სხვადასხვა დედისაგან ნაშობნიც იწოდებიან ძმებად, და არავის შეუძლია თქვას, რომ, რადგან ის სხვა დედისაგან იშვა, ჩემი ძმა არ არისო. სხვადასხვა მამისა და ერთი დედის შვილებსაც არ შეუძლიათ თქვან, რომ არა ვართ ძმები, ვინაიდან სხვადასხვა მამისაგან ვართო.
ძმებს შორის არის ორი თავი (ანუ ხარისხი) და მათ შვილებს ჰქვიათ პროტო ექსადელფია (ე.ი. პირველი ბიძაშვილები) და მათ შორის იქნება ოთხი თავი; ერთი მე, მეორე ჩემი ძმა, მესამე ჩემი შვილი, და მეოთხე ჩემი ძმისშვილი.
პირველი ბიძაშვილებიდან იშვებიან რა შვილები, იწოდებიან დევტერა ექსადელფიად (ე.ი. მეორე ბიძაშვილებად) და გახდება ექვსი თავი, ხოლო მეორე ბიძაშვილებისაგან რომელნიც დაიბადებიან, ეწოდებათ ტრიტა ექსადელფია (ე.ი. მესამე ბიძაშვილები) და მათ შორის იქნება რვა თავი.
რელიგია | ნანახია: 1328 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-06 | კომენტარი (1)

(ნიკეა)

[კანონი 1. საჭურისის მღვდლად კურთხევა]
თუ ვინმე ავადმყოფობის გამო ექიმის ხელით, ან ბარბაროსთა მიერ იქნა დასაჭურისებული, ასეთი შეიძლება იყოს სამღვდელო დასში. თუ ჯანმრთელმა დაისაჭურისოს თავი, მათ შესახებ სხვა სასულიერო პირებმა უნდა დაწვრილებით გამოიძიონ, უნდა ამორიცხონ სამღვდელო დასიდან და არც არასდროს არ უნდა დაუბრუნდეთ მათ მღვდლობის პატივი. ეს ნათქვამია მათზე, ვინც თვითონ გაბედავს დასაჭურისებას. თუ ვინმე, სხვა მხრივ ღირსეული, დაასაჭურისეს ბარბაროსებმა, ან მისმა ბატონმა, მისი მღვდლად კურთხევის ნებას იძლევა კანონი.

რელიგია | ნანახია: 1471 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-06 | კომენტარი (0)

საქართველოში ბევრისათვის არის ცნობილი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალული ბერი გაბრიელის საფლავი, რომელსაც მრავალი მორწმუნე ადამიანი მიეახლება რწმენითა და სასოებით.

მოგვითხრობენ შემდეგ ეპიზოდს მამა გაბრიელის ცხოვრებიდან:

ერთხელ, ახალგაზრდობაში, იგი მგზავრობდა გემით, რომელიც შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოცურავდა. მოულოდნელად ბორტს მიღმა აღმოჩენილი, იგი უფლის ნებას მიენდო. ტალღებმა ჩაითრიეს ჭაბუკის სხეული და ზღვაში დანთქმას იქადდნენ.

რელიგია | ნანახია: 1091 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-06 | კომენტარი (0)

გემის გადარჩენის ამბავი

ერთხელ მლოცველთა ჯგუფი წმიდა ნიკოლოზის წმიდა ნაწილთა თაყვანისსაცემად ის-ის იყო მირონისკენ უნდა გამგზავრებულიყო, რომ გემთან მივიდა ქალი და სთხოვა მგზავრებს, მისი ზეთი წაეღოთ წმიდა ნიკოლოზის კანდელში ჩასასხმელად. მგზავრებმა სიამოვნებით გამოართვეს ქალს ბოთლი და გზას გაუდგნენ. ქალის სახე კი ეშმაკს მიეღო, რადგან მლოცველთა საღუპვა სურდა. გამგზავრებიდან მეორე დღეს ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ნაფოტივით ახეთქებდა ხომალდს ასეთ-იქით. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. მგზავრებმა უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ უეცრად ზღვაში დაინახეს წმინდა ნიკოლოზი, რომელიც პატარა ნავით მშვიდად მიცურავდა მათკენ. როცა იგი გემს მიუახლოვდა, დაიძახა:

რელიგია | ნანახია: 2016 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-06 | კომენტარი (0)

სხვების შეხედულება ჩვენზე – აი, ის სარკე, რომლის წინაშეც თითქმის ყველა გამოუკლებლივ კეკლუცობს. ადამიანი თავის თავს ისე წარმოაჩენს, როგორადაც ისურვებდა, რომ სხვები ხედავდნენ. სინამდვილე კი, როგორიცაა ის თავისთავად, არავისთვის არ არის ცნობილი, საკუთარი თავის ჩათვლით. ხოლო ცხოვრობს და მოქმედებს რომელიღაც გამოგონილი ფიგურა. ლტოლვა ამ სიცრუისკენ იმდენად დიდია, რომ ადამიანი მას საკუთარ თავსაც კი უმსხვერპლებს. ამით ამახინჯებს თავის ბუნებას – ერთადერთსა და განუმეორობელს, რასაც თითოეული ადამიანური პიროვნება წარმოადგენს.
სამაგიეროდ, ყოველთვის როგორ გვატყვევებს შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც არ სჭირს ეს მანკიერება და როგორ გვიყვარს ბავშვები, რომელთა ცნობიერება ჯერაც არ მომწიფებულა, მათი სრული უბრალოება და უშუალობა.
რელიგია | ნანახია: 1247 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-06 | კომენტარი (0)

ფაილი:Christmas1.jpg
უფალო, დიდება შენდა!

როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო. ამ აღთქმაში ყოვლადწმინდა ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველებაც იყო: „თესლი დედაკაცისა დათრგუნავს თავსა გველისასა". ჩვენი მხსნელის ყოვლადწმინდა დედის შესახებ ეს პირველი სასიხარულო უწყება ბევრჯერ განმეორდა, რათა ადამიანები მესიის მომავალი მოსვლისათვის მოემზადებინა.
რელიგია | ნანახია: 1180 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-06 | კომენტარი (0)

1867 წლის 4 (ახალი სტილით 16) დეკემბერს დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი, შესანიშნავი ნოველისტი შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, რომელსაც უფრო შიო არაგვისპირელის სახელით იცნობს ქართველი მკითხველი.

დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1877 წლიდან სწავლობდა ტფილისის სასულიერო სასწავლებელში, 1883 წლიდან კი სასულიერო სემინარიაში. გაიტაცა რევოლუციურმა იდეებმა, რის გამოც სემინარიიდან გამორიცხეს. ორი წლის მერე აღადგინეს და გააგრძელა სწავლა.

საქართველო | ნანახია: 1115 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-06 | კომენტარი (0)


ვიდეო ფაილები | ნანახია: 1411 | რამოტვირთვები: 0 | დაამატა: gi2gi | თარიღი: 2012-01-04 | კომენტარი (0)